საზანდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საზანდარი

საზანდარი (სპარს. საზანდე მუსიკოსი) — ხალხურ საკრავთა ანსამბლი აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში, აგრეთვე ირანსა და სხვა აღმოსავლეთ ქვეყნებში. შედგება თარისაგან, ქამანჩისა და დოლისაგან (დოლზე დამკვრელი ამასთანავე მომღერალიცაა — ხანენდე). საზანდარი,აგრეთვე საზის დამკვრელსაც ჰქვია. „საქართველოს მეფის საზანდარი ვარ“ (საიათნოვა)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ქსე, ტ. 8, გვ. 644, თბ., 1984