სავარცხლურები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სავარცხლურები
LightRefractsOf comb-rows of ctenophore Mertensia ovum.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ნაწლავღრუიანები
კლასი: სავარცხლურები
ლათინური სახელი
Ctenophora

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


სავარცხლურები (Ctenophora) — ზღვის უხერხემლო ცხოველთა კლასი ნაწლავღრუიანთა ტიპისა (ზოგჯერ განიხილავენ დამოუკიდებელ ტიპს). სავარცხლურები თავისუფლად მცხოვრები ცხოველებია. მოძრაობენ სხეულის ზედაპირზე მერიდიანულად 8 რიგად განლაგებული მოსასმელი ფირფიტებით ანუ სავარცხლებით. აქვთ გამჭვირვალე, პარკის მსგავსი სხეული, რომლის ერთ ბოლოზე პირია განლაგებული, მეორეზე — წონასწორობის ორგანო. ზოგს 2 საცეცი აქვს, რომლებიც დაგრძელება-დამოკლების უნარის გამო მათ საკვების მოპოვებაში ეხმარება. პირიდან საკვები გადადის ხახაში, შემდეგ კუჭში, საიდანაც პერიფერიისაკენ მიემართება რადიალური და მერიდიანული არხების მთელი სისტემა, რომელიც ყრუდ ბოლოვდება. სხეულის კედელსა და ნაწლავს შორის გამჭვირვალე ლაბოვანი ნივთიერების შრეა (მეზოგლეა). სავარცხლურები ჰერმაფროდიტები არიან. იკვებებიან წვრილი პლანქტონური ცხოველებით. სავარცხლურების უმრავლესობა მსურავ ცხოვრებას ეწევა, ზოგი ფსკერზე დაცოცავს. ცნობილია სავარცხლურების 100-ზე მეტი სახეობა. ზოგს ფოსფორული ნათება ახასიათებს.

ლიტერატურა[რედაქტირება]