სავარცხელა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| სავარცხელა | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Erodium | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
სავარცხელა (Erodium), მცენარეთა გვარი ნემსიწვერასებრთა ოჯახისა. ერთწლოვანი ან მრავალწლოვანი ბალახებია. ფრთისებრი ან ფრთისებრ განკვეთილი ფოთლები აქვთ. 80-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა და ხმელთაშუაზღვისპირეთში. საქართველოში 5 სახეობაა, მათგან1 (Erodium anthemifolium) კავკასიის ენდემია. ჩვენში სავარცხელა იზრდება გზის პირებზე, ბალახოვან ფერდობებზე, უროიანებსა და ყანებში, ღორღიან ადგილებსა და მშრალ მდელოებზე. მთისწინებიდან მოკიდებული სუბალპურ სარტყლამდე. მისი მწვანე ნაყოფის საგდულები ქვედა ნაწილში სპირალურად იგრიხება, ტენიან ამინდში კი იშლება და მიწაში ეფლობა.
სურათები [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 8, გვ. 638, თბ., 1984
სტატიის