სადგურის მოედანი II (მეტროსადგური)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაგზლის მოედანი.
სადგურის მოედანი II
საბურთალოს ხაზი
თბილისის მეტროპოლიტენი
გახსნის თარიღი 1979
ძველი სახელები ვაგზლის მოედანი II
არქიტექტორები თ. კალანდაძე
მშენებელი კომპანია საქტრანსპროექტი

„სადგურის მოედანი II“ — თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზის ბოლო გაჩერება. ხაზის შემდეგი სადგურია „წერეთელი“. იგი 1979 წელს გაიხსნა და მისი პროექტის ავტორია არქიტექტორი თ. კალანდაძე. მშენებლობას აწარმოებდა საპროექტო ორგანიზაცია „საქტრანსპროექტი“.

სადგური წარმოადგენს გადასასვლელ ხაზს, რომელიც საბურთალოს მიმართულებით მოძრავ მატარებლებს ემსახურება. მას დამოუკიდებელი ამოსასვლელი არ გააჩნია. სადგურში მოხვედრა მხოლოდ „სადგურის მოედანი I“-ის მიწისქვეშა დერეფნის გავლითააა შესაძლებელი.

მოსაცდელი დარბაზის კედლები მოწათალო-ყვითელი ფერის ქვაში შესრულებული ჰორელიეფით იმკობა, რომელზეც ადამიანების, ცხოველებისა და მცენარეების სიმბოლური დატვირთვის მქონე გამოსახულებებია მოცემული.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]