საგურამოს ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საგურამოს ქედი
საგურამოს ქედის ხედი სამხრეთიდან
საგურამოს ქედის ხედი სამხრეთიდან
კოორდინატები: 41°52′03″ ჩ. გ. 44°48′53″ ა. გ. / 41.867528° ჩ. გ. 44.814944° ა. გ. / 41.867528; 44.814944
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მცხეთა-მთიანეთის მხარე
უმაღლესი წერტილი საგურამო
სიმაღლე 1392 
ამგებელი ქანები კონგლომერატი, ქვიშაქვა, თიხა
საგურამოს ქედი — საქართველო
საგურამოს ქედი
საგურამოს ქედი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
საგურამოს ქედი
სურათები ვიკისაწყობში

საგურამოს ქედი, კუხეთის მთა — საშუალო სიმაღლის განედური ქედი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს იალნოს ქედის დასავლეთ გაგრძელებას. უმაღლესი ადგილია მთა საგურამო (1392 მ). აგებულია ნეოგენური ნალექი ქანებით (კონგლომერატებით, ქვიშაქვებით, თიხებით). იალნოს ქედთან შეერთების ადგილზე გადაკვეთილია თბილის-თიანეთის საავტომობილო გზით. კალთებზე შერეული ფოთლოვანი ტყეებია (შემონახულია რელიქტური კოლხური ქვეტყის — ბაძგი, სურო, ბზა), თხემზე — მეორეული სუბალპური მდელოები. საგურამოს ქედზე დგას ზედაზნის მონასტერი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]