საგრადა-ფამილია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან საგრადა ფამილია)
საგრადა-ფამილია 2007 წელს.
საგრადა-ფამილია 2009 წელს

საგრადა-ფამილია (La Sagrada Família, კატალ. „წმინდა ოჯახი“) — მასიური მშენებარე კათოლიკური ბაზილიკა ბარსელონაში, კატალონიაში, ესპანეთში. მისი მშენებლობა 1882 წელს დაიწყო და მისი ფორმალური სახელია „წმინდა ოჯახის საკათედრო ტაძარი“ (Temple Expiatori de la Sagrada Família). ანტონიო გაუდი ამ პროექტზე 40 წელი მუშაობდა და საკუთარი ცხოვრების ბოლო 15 წელი სრულიად ამ მიზანს დაუთმო. უსაშველოდ ხანგრძლივი მშენებლობის პროცესის გამო გაუდის ხუმრობით უთქვამს „ჩემს კლიენტს არ ეჩქარება“-ო. გაუდის გარდაცვალების შემდეგ 1926 წელს, მშენებლობაზე მუშაობა გაგრძელდა დომენეკ სუგრანიესისი ხელმძღვანელობით, სანამ 1935 წელს ესპანეთის სამოქალაქო ომი დაიწყებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი დაუმთავრებელია, იგი 2010 წელს პაპმა ბენედიქტ მეთექვსმეტემ აკურთხა და ღვთისმსახურებისთვის ვარგისიანად გამოაცხადა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: