საბჭოთა ხელოვნება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საბჭოთა ხელოვნება“ — საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს ყოველთვიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ლიტერატურულ-მხატვრული და მეცნიერულ-თეორიული ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1921 წლიდან. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1941 წლიდან, ჟურნალის გამოცემა შეწყდა. განახლდა 1953 წელს. ჟურნალი აშუქებდა ხელოვნების ყველა დარგის (თეატრი, მუსიკა, სახვითი ხელოვნება, კინო, არქიტექტურა, ქორეოგრაფია) საკითხებს. თანამშრომლობდნენ ხელოვნებათმცოდნეები, თეატრმცოდნეები, მუსიკათმცოდნეები, კინომცოდნეები, მწერლები, კრიტიკოსები, ჟურნალისტები. ჟურნალის ძირითადი მიზანი იყო თანამედროვე ქართული და მოკავშირე საბჭოთა რესპუბლიკების, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების პროგრესული ხელოვნების პოპულარიზაცია და კრიტიკული შეფასება. „საბჭოთა ხელოვნებას“ ერთვოდა სტატიების რუსულად ანოტაცია. ტირაჟი 6 ათასი. 1990-2004 წლებში გამოდიოდა სახელწოდებით „ხელოვნება“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]