საბუე (ყვარლის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ საბუე (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
საბუე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ყვარლის მუნიციპალიტეტი
თემი საბუე
კოორდინატები 42°01′23″ ჩ. გ. 45°41′47″ ა. გ. / 42.02306° ჩ. გ. 45.69639° ა. გ. / 42.02306; 45.69639
ცენტრის სიმაღლე 560
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1163[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საბუე (ყვარლის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
საბუე (ყვარლის მუნიციპალიტეტი)
საბუე (ყვარლის მუნიციპალიტეტი) — კახეთის მხარე
საბუე (ყვარლის მუნიციპალიტეტი)

საბუესოფელი საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. მდინარე ინწობის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას. თემის ცენტრი (სოფელი: ალმატი). ზღვის დონიდან 560 მეტრი, ყვარლიდან 27 კილომეტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი ყვარელის მუნიციპალიტეტში. ისტორიული ძეგლი მდებარეობს კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. მდინარე ინწობის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას. სოფელი დასახლებული იყო შუა საუკუნეებიდან. წერილობით წყაროებში იხსენიება XVIII საუკუნიდან. ერეკლე II-ის მეფობის პერიოდში აქ აშენდა და განახლდა ციხეები, ციხე-გალავნები. ამ დროისთვის საბუე ნადირაშვილების კუთვნილება იყო.

1812 წელს კახეთის აჯანყების დროს, რომელშიც ჩართული იყვნენ საბუელებიც, შილდასთან გამართული ბრძოლის შემდეგ, გენერალ დიმიტრი ორბელიანის რაზმმა საბუე ბაღ-ვენახიანდ გადაბუგა და გაანადგურა.

საბუეში დაიბადა სასულიერო მოღვაწე, ალავერდის ეპისკოპოსი პეტრე კონჭოშვილი (1836-1909, დაკრძალულია ალავერდის ტაძარში), საღვთო წიგნების, მათ შორის ბიბლიის ქართული ტექსტის რედაქციისა და ბეჭვდის ერთ-ერთი მონაწილე, ავტორი წიგნისა "მოგზაურობა წმინდა ქალაქს იერუსალიმსა და წმინდა ათონის მთაზედ". საბუეში ერთხანს ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მწერალი ბარბარე ჯორჯაძე (1811-1895) - რაფიელ ერისთავის და.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1163 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1544 732 812
2014[1] 1163 560 603

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II