საბრინა ფერილი
| საბრინა ფერილი Sabrina Ferilli |
|
საბრინა ფერილი |
|
| დაბადების სახელი | საბრინა მარია კარლოტა ფერილი |
| დაბადების ადგილი | რომი, იტალია |
| დაიბადა | 28 ივნისი 1964 |
| საქმიანობა | მსახიობი |
| შემოქმედების წლები | 1986–დღემდე |
საბრინა ფერილი (იტალ. Sabrina Ferilli; დ. 28 ივნისი 1964, რომი, იტალია) — იტალიელი თეატრისა და კინოს მსახიობი.
სექციების სია |
ბიოგრაფია[რედაქტირება]
საბრინა ფერილი დაიბადა 1964 წლის 28 ივნისს, იტალიის დედაქალაქ რომში.[1][2][3] კარიერა დაიწყო 1980-იანი წლებიდან, როგორც კინომსახიობმა. მუშაობდა რომის კინემატოგრაფიულ ცენტრში, სადაც მონაწილეობას ღებულობდა ადგილობრივ დრამატულ დადგმებში. პირველი წარმატებული ფილმი იყო „წითელი ამერიკელი“, რომელიც გამოვიდა 1991 წელს. შემდგომ მონაწილეობას ღებულობდა სხვადასხვა პროექტებში. აღსანიშნავია ასევე ფილმი „შესანიშნავი ცხოვრება“. შემდეგ წლებში სერიალებსა და ფილმებში გვევლინებოდა მეორეხარისხოვან როლებში. 2000 წელს გადაიღო ჟურნალ Max-სთვის, რომელიც საბოლოო ჯამში 1 მლნ. ეგზემპლარით გაიყიდა.[4] [მკვდარი ბმული]
საბრინა ფერილი ცნობილია ასევე როგორც საფეხბურთო კლუბ რომას გულშემატკივარი. 1998 წელს ფერილი საზოგადოებას დაპირდა, თუ რომა იტალიის ჩემპიონი გახდებოდა იგი სტრიპტიზს იცეკვებდა. 2001 წელს საფეხბურთო კლუბი რომა იტალიის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, სადაც საბრინა ფერილიმ რომში დიდი ცირკის ტერიტორიაზე პუბლიკის თანდასწრებით სტრიპტიზი იცეკვა.
ფილმოგრაფია[რედაქტირება]
| ფილმები | |||
|---|---|---|---|
| წელი | ქართულად | ორიგინალურად | როლი |
| 1987 | რიმინი, რიმინი | Rimini Rimini | |
| 1988 | ჩვენნაირი თაღლითები | I Picari | |
| 1991 | წითელი ამერიკელი | Americano rosso | ზარა |
| 1993 | მანიაკის დღიური | Diario di un vizio | ლუჯია |
| 1994 | ბიჭი-მოსამართლე როზარიო ლევატინო | Il Giudice ragazzino | ანჟელა გარნერა |
| შესანიშნავი ცხოვრება | La Bella vita | მირელა | |
| 1996 | დახრჩობილი სიცოცხლე | Vite strozzate | მირიამი |
| შვებულება აგვისტოში | Ferie d’agosto | მარისა | |
| 1998 | სინიორ 15 ბურთი | Il Signor Quindicipalle | სისი |
| 2000 | ჟირაფი | Le Giraffe | |
| 2003 | სამი ქალბატონი | L' Acqua… il fuoco | სიეფანი / ელენა / სტელა |
| 2004 | საშობაო სიყვარული | Christmas in Love | ლიზა |
| 2008 | მთელი ცხოვრება წინაა | ||