რძიანა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| რძიანა | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Euphorbia | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
რძიანა (Euphorbia) — მცენარეთა გვარი რძიანასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახები და ბუჩქებია (სუკულენტები, კერძოდ კაქტუსისებრნი), იშვიათად — ხისებრი ფორმებია ან ერთწლოვანები. შეიცავენ რძეწვენს (აქედან სახელწოდება). 2 ათასამდე სახეობა გავრცელებულია უმთავრესად ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ სარტყელში. საქართველოში გვხვდება 45 სახეობა მათ შორის 3 საქართველოს ენდემია. ბევრი სახეობის რძეწვენი შხამიანია, მდიდარია ფისით; თესლი ზეთს შეიცავს. ზოგიერთი რძიანა სარეველაა, ზოგი — დეკორატიული.
გალერეა [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 522, თბ., 1984 წელი.