რქაულა
რქაულა — მკვრივი, წვრილმარცვლოვანი მეტამორფული ქანი, რომელიც წარმოიქმნება ინტრუზიული ქანების ზემოქმედებით გვერდით ქანზე. მეტამორფიზებული ქანის საწყისი შედგენილობის მიხედვით რქაულებში წარმოიქმნება სხვადასხვა მინერალები. მაგ., თიხების გარდაქმნის შედეგად წარმოქმნილ რქაულებში გვხვდება ანდალუზიტი, კორდიერიტი, სილიმანიტი, გრანატები, ბიოტიტი და მინდვრის შპატი; ბაზალტებისა და მათი ტუფების, აგრეთვე გრაუვაკების გარდაქმნისას — პიროქსენები, რქატყუარა, ფუძე პლაგიოკლაზები და სხვ. რქაულას უწოდებენ აგრეთვე თიხისა და რკინის ჰიდროჟანგეულების შემცველ კაჟიან ქანს.
შეფერილობა განსხვავებულია. ჭარბობს მონაცისფრო, მოთეთრო, მოყვითალო, მომწვანო და მოშავო ფერები. რქაულების მნიშვნელოვანი გამოსავლები არსებობს: რუსეთში, ნორვეგიაში, შვედეთში, აშშ-ში, კანადასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.[1]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- რქაულა – დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (რუსული)
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 520, თბ., 1984 წელი.