რუფუს უეინრაიტი
ვიკიპედიიდან
| რუფუს მაკგერიგლ უეინრაიტი | ||
|---|---|---|
რუფუს უეინრაიტი კონცერტის დროს
|
||
| ბიოგრაფია | ||
| დაიბადა | 2 მარტი, 1977 (ასაკი 30) | |
| ჟანრი/ები | Piano rock Piano pop Opera Operatic pop | |
| საქმიანობა/ები | ვოკალისტი,მუსიკოსი | |
| ინსტრუმენტი/ები | პიანინო, გიტარა, ვოკალი | |
| აქტიური | 1993-დღემდე | |
რუფუს მაკგერიგლ უეინრაიტი (Rufus McGarrigle Wainwright (დ. 22 ივლისი, 1973) — კანადელ-ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი. 1998 წლიდან ჩაწერილი აქვს ხუთი ალბომი საკუთარი მუსიკით, რამდენიმე EP და მრავალი კომპოზიცია კომპილაციებისა და კინოფილმების საუნდტრეკებისთვის.
დაიბადა რაინბეკში, ნიუ-იორკი, ხალხურ მომღერალთა ლუდონ უეინრაიტისა და კეიტ მაკგერიგლის ოჯახში. პიანინოზე დაკვრას ექვსი წლის ასაკიდან სწავლობს. 14 წლის ასაკში კინოფილმში "Tommy Tricker and the Stamp Traveller" შესრულებული საკუთარი სიმღერისთვის "I'm A-Runnin" მას 1989 წლის Genie Award-ის ნომინაცია მოუტანა საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის. 1990 წელს მოხვდა Juno Award-ის წლის ყველაზე პერსპექტიული მამაკაცი ვოკალისტის ნომინაციაში.
ბავშვობის დიდი ნაწილი დედასთან ერთად მონრეალში გაატარა. გარკვეული პერიოდი კონკორდიასა და მაკგილის უნივერსიტეტებში სწავლობდა კლასიკურ და თანამედროვე ფორტეპიანოს სპეციალობით. უეინრაიტი დღემდე კანადის მოქალაქეა.

