რუსულ-ევროპული ლაიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რუსულ-ევროპული ლაიკა
წარმოშობის ქვეყანა რუსეთი
თვისებები
წონა მამრი 20-23 კგ.
მდედრი 18-20 კგ.
სიმაღლე მამრი 52-58 სმ.
მდედრი 50-56 სმ.
ბეწვი შავ-თეთრი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
10-12 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

რუსულ-ევროპული ლაიკა (რუს. Русско-европейская лайка) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია რუსეთში XIX საუკუნეში.

XIX საუკუნემდე რუსეთში ყველა შპიცისმაგვარ ძაღლს ლაიკას ეძახდნენ. ცხენირემზე და მგლებზე მონადირე უშიშარი ფინური მონადირე ძაღლები რუსულ ნაგაზებთან შეაჯვარეს, რის შედეგადაც გაჩნდა ეს შესანიშნავი ჯიში. 1974 წელს სსრკ-ში მიიღეს სტანდარტები ლაიკების ოთხი სახეობისთვის და ამ ძაღლების ექსპორტი, როგორც ნაციონალური ჯიშებისა, აიკრძალა. ამის შემდეგ ლაიკების ჩამონათვალიდან ამოიღეს საერთაშორისო აღიარების მქონე კარელიის სადათვე ძაღლი ფინეთიდან და ის ჩაანაცვლეს შავ-თეთრი რუსულ-ევროპული ლაიკით. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ძაღლი ძალიან გავს თავის ფინელ ნათესავს, ის უფრო ძლიერი და აგრესიულია, საოცარია მისი შეუპოვრობა და უშიშროება ისეთი ზორბა ნადირის დევნისას, როგორიცაა დათვი, მგელი, ცხენირემი.

ეს მოზრდილი, სპორტული ცხოველი არც ისე კარგი კომპანიონია. ცუდად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას, ძნელია მისი გაწვრთნა, არ ეგუება სხვა ძაღლებს და ბავშვებს. კარგი მოდარაჯეა. რუსულ-ევროპულ ლაიკას სწორი ბეწვი აქვს, უკანა თათები წინასთან შედარებით მოკლეა, სწორი დრუნჩი ცხვირისკენ ვიწროვდება, პატარა, შავი თვალები ყურადღებით იცქირებიან, აქვს პატარა წვეტიანი ყურები, შპიცისთვის დამახასიათებელი, საშუალო სიგრძის კუდი ზურგისკენ დახვეულია, როდესაც ძაღლი მშვიდად ზის, კუდი სწორდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: