რუსიფიკაცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტაშიცას სასახლის ფასადი რამდენიმე გადააკეთეს, 1620 წელს ის ააშენეს როგორც რუსული კაპელა. 1818 წელს ის განაახლეს ნეოკლასიკური სტილით. 1890 წელს ის ისევ გახდა რუსულ-ბიზანტიური სტილის ორთოდოქსული ეკლესია (მარჯვნივ), ხოლო 1924 წელს სასახლეს აღუდგინეს მისი ნეოკლასიკური ფასადი (მარცხნივ).

რუსიფიკაცია (რუს. русификация) — ეთნიკურად არა რუსული საზოგადოების მიერ რუსული ენის და სხვა რუსული თვისებების (ნებაყოფლობით ან ძალდატანებით) მიღება. ვიწრო გაგებით რუსიფიკაცია გამოიყენება რუსული ენის სლავურ, ბალტიკურ და სხვა ყოფილი რუსული კონტროლის ქვეშ მყოფ ენებზე გავლენის აღსანიშნავად, რამაც გამოიწვია: რუსიზმის, ტრასიანკას და სურიჟმის წარმოშობა. ისტორიული თვალთახედვით, ტერმინი შეესაბამება რუსეთის იმპერიის და საბჭოთა კავშირის როგორც ოფიციალურ ასევე არაოფიციალურ პოლიტიკას, რომელიც ეროვნული უმცირესობების გარუსებისკენ იყო მიმართული.

რუსიფიკაციის ძირითადი სფეროებია პოლიტიკა და კულტურა. პოლიტიკაში ეს არის რუსი ეროვნების ჩინოვნიკების დანიშვნა წამყვან პოზიციებზე, სხვა და სხვა ეროვნული მნიშვნელობის ინსტიტუტებში. კურტურაში იგულისხმება რუსული ენის დომინირება ბიზნესში და იდიომებში. ასევე რუსიფიკაცია გულისხმობს ცვლილებებს დემოგრაფიაშიც, რუსული მოსახლეობის გაზრდის გზით.

ანალიზის კუთხით უმჯობესია ერთმანეთისგან განსხვავდეს გარუსება, როგორც ერთი განსხვავებული იდენტობის მქონე ეთნოსის რუსულით ჩანაცვლების პროცესი და რუსიფიკაცია, როგორც არა რუსულ ტერიტორიაზე რუსული ენის კულტურის და მოსახლეობის გავრცელება, რომელიც ასევე განსხვავდევა სოვიეტიზმის, როგორც საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მიერ გარკვეულ ტერიტორიაზე რეჟიმის დამყარებისგან.[1] მიუხედავად რუსიფიკაციის დიდი მცდელობისა, საბჭოთა ერის დასასრულისთვის საბჭოთა კავშირში მოსახლეობის უმეტესობა მაინც არა რუსს წარმოადგენდა.[2]

ისტორია[რედაქტირება]

რუსიფიკაციის ადრეულ მაგალითებს ვხვდევბით XVI საუკუნეში, რომელსაც ადგილი ჰქონდა დაპყრობილ ყაზანის სახანოში (შუა საუკუნეების თათრლი სახელმწიფო, რომელსაც ბულგარეთის ვოლგის ტერიტორიები ჰქონდა მიტაცებული). მთავარი მიზანი იყო გაქრისტიანება და რუსულის, როგორც მთავარი სახელმწიფო ენის დანერგვა. 1856 წელს რუსეთის ყირიმის ომში დამარცხებისა და 1861 წელს პოლონეთის აჯანყების შემდეგ რუსეთის მეფემ ალექსანდრე II-მ მომავალი აჯანყებების თავიდან ასაცილებლად დაიწყო აქტიური რუსიფიკაციის პოლიტიკის გატარება. რუსეთის ტერიტორია დასახლებული იყო მრავალი ეთნიკური ჯგუფით და რუსიფიკაცია იყო მათი იდენტობის ჩხშობის გზით სეპარატისტული გამოვლინებების აღკვეთის მცდელობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Vernon V. Aspaturian, "The Non-Russian Peoples," in Allen Kassof, Ed., Prospects for Soviet Society (New York: Praeger, 1968): 143-198. Aspaturian also distinguished both Russianization and Russification from Sovietization, the process of spreading Soviet institutions and the Soviet socialist restructuring of social and economic relations in accordance with the ruling Communist Party's vision. (Aspaturian was a Soviet studies specialist, Evan Pugh Professor Emeritus of political science and former director of the Slavic and Soviet Language and Area Center at Pennsylvania State University.)
  2. Barbara A. Anderson and Brian D. Silver,"Demographic Sources of the Changing Ethnic Composition of the Soviet Union," Population and Development Review 15, No. 4 (Dec., 1989), pp. 609-656.