რუსთავის ცემენტის ქარხანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუსთავის ცემენტის ქარხანასაქართველოს ერთ-ერთი მსხვილი საწარმო. ქარხნის I-II ტექნოლოგიის ხაზი ამუშავდა 1956 წელს, III ხაზი — 1965 წელს. 1970 წელს ქარხანამ აითვისა წარმოება სულფმდგრადი, დაბალტუტიანი და დაბალთერმიული ცემენტისა, რომელსაც ენგურის უნიკალური თაღოვანი კაშხალის მშენებლობისათვის იყენებდნენ. ცემენტის ამ სახეობას ხარისხის სახელმწიფო ნიშანი აქვს მინიჭებული.

ქარხნის წლიური სიმძლავრეა (1979) 840 ათ. ტ ცემენტი, 1978-1979 წლებში განხორციელდა ცალკეული აგრეგატების რეკონსტრუქცია. 1980 წლისთვის წლიურმა სიმძლავრემ 1 მლნ. ტ მიაღწია. ქარხანა აღჭუღვილია მძლავრი მტვერდამჭერი საშუალებებით — ელექტრო- და სახელურიანი ფილტრებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წერეთელი ა., ქსე, ტ. 8, გვ. 512, თბ., 1984