რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები
Map indicating locations of Russia and Georgia

რუსეთი

საქართველო

საქართველო-რუსეთის ურთიერთობები მოიცავს ურთიერთობას საქართველოს და რუსეთის ფედერაციას შორის (1991 წლიდან). ისტორიული თვალსაზრისით ურთიერთობებს, ერთი მხრივ: იმერეთის, კახეთის, ქართლის, ქართლ-კახეთის სამეფოებს, აფხაზეთის, გურიის, სამეგრელოს, სვანეთის სამთავროებს და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ხოლო, მეორე მხრივ: მოსკოვის სამთავროს, რუსეთის სამეფოს, რუსეთის იმპერიას, ყუბანის სახალხო რესპუბლიკას და რუსეთის სფსრ და სსრკ-ს შორის. ასევე, ზოგადად, ქართველ და რუს ერებს შორის. ორი ერის ურთიერთობებს გააჩნია მრავალსაუკუნოვანი და რთული ისტორია.

ურთიერთობები 1491-1783 წლებში[რედაქტირება]

კახეთის სამეფოს დროშა (1466-1762) წ.წ.

საქართველოს და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა XV საუკუნეში, კერძოდ 1491 წელს, როდესაც კახეთის მეფე ალექსანდრე I-მა მოსკოვის მთავარს ივანე III-ს დახმარების თხოვნით მიმართა და მუსლიმი დამპყრობლების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა შესთავაზა. მოსკოვის მთავარმა უარყო ალექსანდრეს შეთავაზება, რამაც ხანგრძლივი დროით საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობების შეწყვეტა გამოიწვია.

ურთიერთობები აღდგა 1550-ან წლებში, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის ინიციატორად კახეთის მეფე ლევანი გამოვიდა. მან, ამჯერად, უკვე რუსეთის მეფე ივანე IV-ს მიმართა დახმარების და მუსლიმების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის თხოვნით.

დიპლომატიური ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდა ლევანის მემკვიდრის ალექსანდრე II მეფობის პერიოდში. რუსეთის მეფეები აიმედებდნენ ალექსანდრეს და პირდებოდნენ სამხედრო დახმარებას, სანაცვლოდ კი კახეთის მეფეს სთხოვდნენ რუსეთის მეფისთვის ერთგულების ფიცი მიეცა. 1589 წელს ალექსანდრემ ერთგულების ფიცი დადო, მაგრამ სანაცვლოდ ვერაფერი მიიღო დაუსრულებელი ელჩობების და რამდენიმე სასულიერო პირის გამოგზავნის გარდა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ელჩები ცდილობდნენ მსგავსი ერთგულების ფიცი დაედებინათ საქართველოს სხვა მეფე-მთავრებისთვის, თუმცა მათი მცდელობები წარუმატებლად დასრულდა. მაგალითად, ქართლის მეფემ გიორგი X კატეგორიული უარი განაცხადა ფიცის დადებაზე.

კახეთის მეფის პრორუსული განწყობების შესახებ იცოდნენ სპარსეთში რომლის ვასალიც იყო ალექსანდრე II, ამიტომ შაჰ-აბას I გადაწყვიტა დაუყოვნებლივ შეეცვალა ხელისუფლება კახეთში და პრორუსული ალექსანდრეს ნაცვლად მისი სპარსეთში გაზრდილი შვილი გაემეფებინა, რომელიც შაჰის ერთგულებით გამოირჩეოდა. 1605 წელს სპარსელების დახმარებით კონსტანტინემ მოკლა თავისი მამა და ძმა გიორგი, თვითონ კი თავი მეფედ გამოაცხადა კონსტანტინე I-ის სახელით. მან მაშინვე გაწყვიტა ურთიერთობები რუსეთთან, რითაც დაასრულა კახეთის ნახევარსაუკონავანი პრორუსული პოლიტიკა.

XVII საუკუნის განმავლობაში საქართველოში რუსეთის მიმართ ინტერესი გაიზარდა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას, კახეთის გარდა იმერეთის და სამეგრელოს მეფე-მთავრებიც შეეცადნენ.თუმცა ეს ურთიერთობები არ იყო მყარი და იცვლებოდა ამ სამეფო-სამთავროებში ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად.ასე მაგალითად რუსეთთან ურთიერთობის დამყარებას ცდილობდნენ კახეთის მეფე თეიმურაზ I, იმერეთის მეფე ალექსანდრე III, სამეგრელოს მთავარი ლევან II დადიანი. ყველა მათგანი რუსეთს ოსმალეთის და სპარსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას თხოვდნენ, რუსეთი ისე როგორც ადრე აიმედებდა მათ, პირდებოდა სამხედრო დახმარებას და სანაცვლოდ მათგან ერთგულების ფიცის დადებას მოითხოვდა. თუმცა არცერთ მათგანს რეალურად არანაერი სამხედრო დახმარება არ გაუწია, მეტიც ამ მეფე-მთავრების პრორუსული პოლიტიკა გაღიზიანებას იწვევდა სტამბოლში და ისპაჰანში, რაც ხშირ შემთხვევაში მათი სამხედრო კამპანიებით ან გადატრიალებებით სრულდებოდა რის შედეგადაც ხელისუფლებაში მათთვის მისაღები კანდიდატები მოჰყავდათ.
იმის გამო რომ რუსეთი არანაერ რეალურ სამხედრო დახმარებას არ უწევდა საქართველოს, მეფე-მთავრების მეორე ნაწილი სკეპტიკურად იყო განწყობილი რუსეთის მიმართ და მასთან ყოველგვარი ურთიერთობებისგან თავს იკავებდა ამ მხრივ გამოირჩეოდნენ ქართლის მეფეები როსტომი და ვახტანგ V რომლებიც სპარსეთთან ვასალური ურთიერთობების დამყარებას ამჯობინებდნენ, რაც მათ ქართლის სამეფოსთვის ომების აცილების და მშვიდად განვითარების საშუალებას აძლევდა.სხვა მეფეები კი მაგალითად ისეთები როგორც გიორგი XI იყო, მართალია ეომებოდნენ სპარსეთს მაგრამ რუსეთიდან დახმარების მიღების იდეა უტოპიად ეჩვენებოდათ და შესაბამისად არც მიმართავდნენ მოსკოვს დახმარების თხოვნით.

ქართლის მეფე ვახტანგ VI (1716-1724) წ.წ.

XVIII საუკუნეში საქართველოს და რუსეთს შორის კიდევ უფრო გააქტიურდა დიპლომატიური ურთიერთობები, რაც გამოწვეული იყო რუსეთის შესამჩნევი გაძლიერებით, რამაც რუსეთიდან დახმარების მიღების იმედი უფრო გაუძლიერა საქართველოს სხვადასხვა მეფე-მთავრებს.XVIII საუკუნის პირველ ნახევარში პრორუსული პოლიტიკის ყველაზე აქტიური გამტარებელი საქართველოში იყო ქართლის მეფე ვახტანგ VI, რომელმაც შეცვალა ქართლის სამეფოს ტრადიციული რუსეთის მიმართ უნდობლობის პოლიტიკა.აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ვახტანგს თავდაპირველად მსოფლიოში იმ დროს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს საფრანგეთის იმედი უფრო ჰქონდა, და მას მიმართა დახმარების თხოვნით, მაგრამ მას შემდეგ რაც უარი მიიღო რუსეთზე დაამყარა იმედები,რუსეთი საფრანგეთისგან განსხვავებით დაპირდა ვახტანგს რომ აღმოუჩენდა სამხედრო დახმარებას და მოუწოდა მას შეეგროვებინა ქართლის ლაშქარი სპარსეთში გასალაშქრებლად.

რუსეთის იმპერატორი პეტრე I (1682-1725) წ.წ

1722 წელს ვახტანგმა შეკრიბა 40 000 მეომარი და განჯაში ჩავიდა, სადაც გეგმის თანახმად უნდა შეერთებოდა რუსეთის არმიას სპარსეთის წინააღმდეგ ერთობლივად საომრად. პეტრე I არ შეასრულა დანაპირები და ბედისანაბარა მიატოვა ვახტანგი, ლაშქრობა არ შედგა. რუსეთის ღალატმა ქართლის სამეფო პირისპირ დატოვა გამძვინვარებული ირანთან, შაჰის ბრძანებით 1723 წელს ჩრდილოკავკასიელებისგან შემდგარმა ლაშქარმა აიღო და გადაწვა თბილისი,იმავე წელს საქართველოს ახალი უბედურება დაატყდა თავს, ამჯერად ოსმალო დამპყრობლები შემოიჭრნენ ქართლში, აიღეს თბილისი და თორმეტი წლის განმავლობაში მოახდინეს ქართლის ოკუპაცია. 1724 წელს ვახტანგი იძულებული გახდა 1200 კაცთან ერთად რუსეთში წასულიყო.რუსეთის ნდობა ვახტანგს და მის შთამომავლებს მეფობის სამუდამოდ დაკარგვად დაუჯდათ.
ურთიერთობების ახალი ეტაპი XVIII საუკუნის 50-ანი წლებიდან დაიწყო,ქართლის, კახეთის და იმერეთის სამეფოები ამ დროს შესამჩნევად გაძლიერდნენ და თავი გაითავისუფლეს ოსმალეთის და სპარსეთის ვასალობიდან.თუმცა არც სულთანი და არც შაჰი არ აპირებდა საქართველოს სამუდამოდ დათმობას. ამიტომ თეიმურაზ I, ერეკლე II და სოლომონ I ცდილობდნენ სამხედრო დახმარება მიეღოთ რუსეთისგან, სანაცვლოდ კი იმპერატორს საქართველოს ოსმალეთის და სპარსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას პირდებოდნენ.სანქტ-პეტერბურგში თავდაპირველად გადაწყვეტილების მიღებას ერიდებოდნენ, მაგრამ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა 1768 წელს როდესაც რუსეთ-ოსმალეთის ომი დაიწყო.ამჯერად რუსეთისთვის საქართველო მეტად მნიშნელოვანი გახდა მისი მდებარეობის გამო, კერძოდ საქართველოდან შესაძლებელი იყო თურქეთისთვის ახალი ფრონტის გახსნა, რაც მოწინააღმდეგეს აიძულებდა ერთობლივად რამდენიმე ფრონტზე ეომა და, საომარი მოქმედებების ძირითად ზონაში საკუთარი ძალების მაქსიმალური კონცენტრაცია ვერ მოეხდინა.

ქართლ-კახეთის სამეფოს დროშა (1762-1801) წ.წ.

1769 წელს ეკატერინე II გადაწყვიტა საქართველოში საექსპედიციო კორპუსი გამოეგზავნა გენერალ ტოტლებენის მეთაურობით.გეგმის თანახმად ტოტლებენი უნდა დახმარებოდა სოლომონ I, ოსმალების მიერ უკანასკნელი ლაშქრობის შემდეგ დაკავებული ციხე-სიმაგრეების გათავისუფლებაში.ასევე უნდა წაეხალისებინა საქართველოს მეფე-მთავრები ოსმალეთის წინააღმდეგ უფრო აქტიური მოქმედებებისაკენ.კერძოდ საიმპერატორო კარი იმედოვნებდა რომ ქართველები აწარმოებდნენ დივერსიულ ომს ოსმალეთის წინააღმდეგ ანუ მოაწყობდნენ თარეშს საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარე თურქულ პროვინციებში, რითაც სერიოზულ მატერიალურ და სამხედრო ზარალს მიაყენებდნენ "ბრწყინვალე პორტას" და აიძულებდნენ მას უფრო მეტი ყურადღება დაეთმო კავკასიისთვის და უფრო მეტი სამხედრო გამოეგზავნა საზღვრების დასაცავად ამ მხარეში. ყოველივე ამაში რუსეთის როლი უნდა ყოფილიყო მორალური დახმარება და მცირედი სამხედრო თანადგომა, ეკატერინე II ტოტლებენს უბრძანა ეომა "რუსული სულით და ქართული ხორცით".ასევე ტოტლებენს მკაცრად მოთხოვეს არ ჩართულიყო არავითარ შემთხვევაში ფართომასშტაბიან ომში და არ მიეცა არც ერეკლე II და არც სოლომონ I საშუალება დივერსიების გარდა სერიოზული საომარი მოქმედებები დაეწყოთ მტრის ტერიტორიაზე.ამ ინსტრუქციების შესახებ არაფერი იცოდნენ საქართველოში და როგორც ქართლ-კახეთში ასევე იმერეთში იმედოვნებდნენ რომ ტოტლებენი ქართველებს დაეხმარებოდა მესხეთის გათავისუფლებაში, რომელიც XVI საუკუნიდან თურქებს ქონდათ დაპყრობილი.

რუსეთის იმპერიის მცირე გერბი (XIX-XX) ს.ს.

1769 წლის სექტემბერში პირველი რუსული სამხედრო შენაერთები საქართველოში ჩამოვიდნენ. იმავე წლის ოქტომბერში ტოტლებენმა და სოლომონ I ალყა შემაორტყეს შორაპნის ციხეს, მაგრამ ტოტლებენმა მოულოდნელად მოხსნა ალყა და აღმოსავლეთ საქართველოში გადავიდა. როდესაც ერეკლე II დარწმუნდა რომ ეკატერინე II მართლა აგზავნიდა თავის სამხედროებს საქართველოში, ისიც ჩაერთო რუსეთ-ოსმალეთის ომში და 1770 წელს ახალციხის საფაშოში შეიჭრა თავის ლაშქართან ერთად მას თან ახლდა ტოტლებენიც, თუმცა აქაც განმეორდა ის რაც შორაპნის ალყისას მოხდა ტოტლებენმა მოულოდნელად მიატოვა ერეკლე გადამწყვეტი ბრძოლის წინ.ქართლ-კახეთის და ოსმალეთის არმიებს შორის გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა ასპინძასთან 25 აპრილს სადაც ქართველებმა ერეკლეს მეთაურობით ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. ბრძოლის მოგების მიუხედავად ერეკლე II იძულებული გახდა საჩქაროდ უკან დაბრუნებულიყო რადგან ტოტლებენმა მის არყოფნაში ქართლ-კახეთის მოსახლეობის რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე დაფიცება დაიწყო, ხოლო თავადებს ერეკლეს საწინააღმდეგოდ აქეზებდა.მეფის დაბრუნების შემდეგ ტოტლებენმა დატოვა ქართლ-კახეთი და კვლავ იმერეთში გადავიდა, სადაც სოლომონთან ერთად აიღო შორაპნის,ცუცხვათის და ბაღდათის ციხეები ამის შემდეგ მოკავშირეებმა ერთობლივი ძალებით შემოარტყეს ალყა ქუთაისს. ტოტლებენმა სოლომონთან შეუთახმებლად გააპარა ციხიდან გარნიზონი რითაც იხსნა ისინი სრული განადგურებისგან, ამ ფაქტმა სოლომონს და ტოტლებენს შორის ურთიერთობა გაამწვავა, უთანხმოებამ უფრო სერიოზული ხასიათი მიიღო მას შემდეგ რაც ტოტლებენმა ასევე სოლომონთან შეუთახმებლად ალყა შემოარტყა ფოთის ციხეს 1770 წლის 3 ოქტომბერს, რუსებმა ციხის აღება ვერ მოახერხეს და 1771 წლის 6 თებერვალს ალყა მოხსნეს. ტოტლებენს და სოლომონ I შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა რომ რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახდა შეეცვალა ტოტლებენი ხოლო მის ნაცვლად სუხოტინი გამოეგზავნა.თუმცა არც სუხოტინს უმოქმედია წარმატებულად საქართველოში და 1771 წელს რუსეთის ხელისუფლებამ , 4000 სამხედროსგან შემდგარი კორპუსი სამშობლოში გაიწვია.
ქართლ-კახეთის და იმერეთის სამეფოები, რუსეთის სამხედრო კონტიგენტის საქართველოდან წასვლის მიუხედავად მაინც აგრძელებდნენ იმპერატორისთვის მიცემული პირობის შესრულებას და ოსმალეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები არ შეუწყვეტიათ.1773 წელს სოლომონ I და ერეკლე II გაერთიანებული ძალებით გაილაშქრეს ახალციხის საფაშოში.ლაშქრობა თავდაპირველად წარმატებით მიმდინარეობდა ქართველებისთვის, მაგრამ სოლომონ I მოულოდნელად ავად გახდა რის გამოც მოკავშირეებს უკან დაბრუნება მოუწიათ.სულთანმა საპასუხოდ 1774 წელს იმერეთში 4 000 მეომრისგან შემდგარი არმია გამოგზავნა, რომელსაც სოლომონი უნდა დაემხო.1774 წლის 6 თებერვალს გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა ჩხერთან,სადაც იმერეთის არმიამ ჩასაფრება მოუწყო თურქებს, ბრძოლა თურქების სრული განადგურებით დასრულდა.იმავე წელს რუსეთს და ოსმალეთს შორის ომი დასრულდა, საზავო ხელშეკრულებაში მოხსენიებული იყო აგრეთვე იმერეთიც.ზავის მიხედვით რუსეთი ცნობდა ოსმალეთის უზენაესობას იმერეთის სამეფოზე და მთელ დასავლეთ საქართველოზე, ასევე უბრუნებდა ოსმალებს იმ ციხე-სიმაგრეებს რომლებიც რუსეთის და იმერეთის ლაშქრებმა ერთობლივად აიღეს(თუმცა თურქებმა ამ ციხეების დაბრუნება ვეღარ შეძლეს, რადგან ისინი სოლომონ I ბრძანებით დაანგრიეს).სამაგიეროდ სტამბოლი ამიერიდან აღარ შეავიწროებდა ქრისტიანულ ეკლესიას, ასევე უარს ამბობდა ყოველგვარ ხარკზე.ეს მნიშვნელოვანი წარმატებები იმერეთის სამეფომ მოიპოვა პიველ რიგში იმერეთის მეფის სოლომონ I გამბედავი პოლიტიკის და ადგილობრივი მოსახლეობის თავგანწირვის შედეგად.საზავო ხელშეკრულებაში არაფერი იყო ნათქვამი მესხეთზე, რომლის გათავისუფლებისთვის ასე თავგანწირვით იბრძოდნენ როგორც იმერეთის ასევე ქართლ-კახეთის სამეფოები.შეიძლება ითქვას რომ რუსეთს 1770-ან წლებში საქართველოს სამეფო-სამთავროების ბრძოლაში ოსმალეთის წინააღმდეგ ფაქტობრივად არანაერი მონაწილეობა არ მიუღია, რამდენიმე ციხის ერთობლივად აღების გარდა,ხოლო ყველა გადამწყვეტ მომენტში(მაგ.ასპინძის ბრძოლა) უღალატა საქართველოს, რაც მთავარია საერთოდ არ დახმარებია საქართველოს მეფე-მთავრებს ძირითადი მიზნის მიღწევაში, მესხეთის გათავისუფლებაში.

გეორგიევსკის ტრაქტატი[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : გეორგიევსკის ტრაქტატი.
კახეთის (1744-1762) წ.წ. და ქართლ-კახეთის (1762-1798) წ.წ. მეფე ერეკლე II

1780-ანი წლების დასაწყისში საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობები კვლავ აღდგა, ამჯერად ურთიერთობების აღდგენის ინიციატორად რუსეთი გამოვიდა. 1774 წელს ოსმალეთის დამარცხების შემდეგ რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიის დაპყრობა დაიწყო,რუსეთი შორეული სახელმწიფოდან საქართველოს მოსაზღვრედ გადაიქცა. იმპერიის ზრდასთან ერთად იზრდებოდა ინტერესების სფერო რომელშიც საქართველოც მოექცა.1780-ანი წლების დასაწყისში საქართველოში ჩამოსული რუსი ელჩები,ჩინოვნიკები თუ მოგზაურები ურჩევდნენ ერეკლე II მიემართა იმპერატორისთვის ქართლ-კახეთის სამეფოს მფარველობაში აყვანის თხოვნით და არწმუნებდნენ რომ ამჯერად რუსეთი აუცილებლად დაეხმარებოდა საქართველოს.1782 წელს ერეკლემ მიმართა რუსეთს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის პროტექტორატში აყვანის თხოვნით.ეკატერინე II მაშინვე დათანხმდა ქართლ-კახეთის მეფის თხოვნას და შესაბამისი ხელშეკრულების მომზადება პავლე პოტიომკინს დაავალა.

რუსეთის იმპერატორი ეკატერინე II (1762-1796) წ.წ.

1783 წლის 24 ივლისს რუსეთში, გეორგიევსკის ციხე-სიმაგრეში გაფორმდა ტრაქტატი რუსეთის იმპერიას და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის, რომელიც ისტორიაში გეორგიევსკის ტრაქტატის სახელით შევიდა. ტრაქტატს ქართლ-კახეთის მხრიდან იოანე ბაგრატიონ-მუხრანელმა და გარსევან ჭავჭავაძემ მოაწერეს ხელი, ხოლო რუსეთის მხრიდან პავლე პოტიომკინმა.
ტრაქტატის მიხედვით ერეკლე II აღიარებდა რუსეთის იმპერატორის უზენაესობას, ქართლ-კახეთის ყოველი მომდევნო მეფეს დაამტკიცებდა და სამეფო რეგალიებს გამოუგზავნიდა რუსეთის იმპერატორი. ასევე ქართლ-კახეთს ეზღუდებოდა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების უფლება იგი უნდა ეწარმოებინა ან უშუალოდ რუსეთის ხელისუფლებას ან ქართლ-კახეთის ხელისუფლებას უნდა ეცნობებინა რუსეთის წარმომადგენლებისთვის თუკი იგი რაიმე მოლაპარაკებებს აწარმოებდა უცხო სახელმწიფოსთან და შეეთანხმებინა პირობები.საქართველო ვალდებულებას ღებულულობდა რომ თუკი რუსეთს ომი ექნებოდა სპარსეთთან, ოსმალეთთან ან სხვა რომელიმე სახელმწიფოსთან თუ ამას საჭიროება მოითხოვდა თავის ტერიტორიაზე განელაგებინა რუსეთის არმიის ნაწილები, მიეცა მისთვის საშუალება აქედან ეწარმოებინა ომი და თვითონაც ყველაფრით დახმარებოდა.
თავის მხრივ რუსეთი ცნობდა ერეკლე II და მის შთამომავლების უფლებებს ქართლ-კახეთის სამეფოზე და ეკრძალებოდა სამეფოს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხელყოფა, ასევე რუსეთი ვალდებულებას ღებულობდა არ ჩარეულიყო სამეფოს შიდა საქმეებში(სამეფოს მართვა, გადასახადების აკრეფა და ა.შ.) სასამართლოს წარმოებაც გაგრძელდებოდა არა რუსული არამედ ქართული სამართლის მიხედვით.რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო პირებს ეკრძალებოდათ რაიმე განკარგულების გაცემა ქართლ-კახეთში.ტრაქტატის პირობების მიხედვით რუსეთი ვალდებულებას ღებულობდა დაეცვა სამეფო ნებისმიერი უცხოური აგრესიისგან და საჭიროების შემთხვევაში გამოეცხადებინა ომი თავდამსხმელისთვის.რუსეთი ვალდებული იყო საქართველოში განეთავსებინა ორი ქვეითი ბატალიონი ოთხი ქვემეხით, ხოლო თუ საჭირო გახდებოდა გამოეგზავნა დამატებითი ძალები.ტრაქტატის მიხედვით ქართლ-კახეთის თავად-აზნაურები უთანაბრდებოდნენ რუსეთისას, ხოლო ქართველ ვაჭრებს ენიჭებოდათ ის უფლებები,პრივილეგიები თუ შეღავათები რომლებითაც რუსი ვაჭრები სარგებლობდნენ.ტრაქტატი გაფორმებული იყო საუკუნოდ და მასში ცვლილებების შეტანა უნდა მომხდარიყო ურთიერთშეთანხმებით.

ურთიერთობები 1783-1800 წლებში[რედაქტირება]

საქართველოში ტრაქტატის გაფორმებას სიხარულით შეხვდნენ,გაიმართა საზეიმო ღონისძიებებიც მაგრამ რუსეთთან დაკავშირებული მოლოდინები ფუჭი აღმოჩნდა რაც მალე დადასტურდა. რუსეთი არ აპირებდა სრულად შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები.ამავე დროს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის პროტექტორატში შესვლით უკმაყოფილო ოსმალეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაესაჯა ერეკლე II, საამისოდ მან მოუწოდა ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ მუსლიმ ერებს ებრძოლათ ქრისტიანული საქართველოს წინააღმდეგ და არ დაეშვათ რუსეთის სამხრეთ კავკასიაში დამკვიდრება.თურქების მოწოდების შემდეგ ჩრდილოკავკასიელებმა გაახშირეს საქართველოზე თავდასხმები, ისინი ძარცვავდნენ და წვავდნენ სოფლებს და ქალაქებს იტაცებდნენ და მონებად ყიდდნენ მოსახლეობას, მათ დახმარებას უწევდა ოსმალეთის ხელისუფლების ბრძანებით ახალციხის ფაშა. იგი აბინავებდა საფაშოში ჩრდილოკავკასიელების მოთარეშე ბანდებს,ამარაგებდა საკვებით, აიარაღებდა და გზავნიდა საქართველოს დასარბევად.ქართლ-კახეთის მდგომარეობას განსაკუთრებით ართულებდა ისიც რომ სამეფოს ესხმოდნენ ერთდროულად ორი მხრიდან დაღესტნიდან და ახალციხის საფაშოდან.სამეფო ლაშქარი ფაქტობრივად მთელი წლის განმავლობაში დაკავებული იყო თავდამსხმელების მოგერიებით,ხოლო რუსეთიდან გამოგზავნილი ორი ბატალიონი ვერანაირ ქმედით დახმარებას ვერ უწევდა საქართველოს მოთარეშეებთან ბრძოლაში.1785 წელს ოსმალეთის წაქეზებით, ხუნძახის ხანმა ომარმა მთელს დაღესტანში შეაგროვა 20 000 ლაშქარი და თავს დაესხა საქართველოს, თავდამსხმელებმა დიდი ზიანი მიაყენეს საქართველოს, მათ გაანადგურეს ახტალის სამთამადნო წარმოება. რუსეთმა არანაერი დახმარება არ აღმოუჩინა საქართველოს რითაც დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატი, სადაც ნათლად იყო განსაზღვრული რომ რუსეთი ვალდებული იყო მტრის შემოჭრის შემთხვევაში დაეცვა ქართლ-კახეთი.

ქართლ-კახეთის მეფე გიორგი XII (1798-1800) წ.წ.

1787 წელს მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა დაიწყო რუსეთ-ოსმალეთის ომი.რუსეთმა საქართველოდან გაიწვია 1783 წელს შემოყვანილი ორი ბატალიონი, რითაც კიდევ ერთხელ დაარღვია ტრაქტატი.საქართველო ოსმალეთის პირისპირ მიტოვებული დარჩა.ამ მძიმე ვითარებაში ერეკლე II იძულებული გახდა დაეწყო მოლაპარაკებები ოსმალეთთან და დაზავებოდა სტამბულს,რითაც იხსნა საქართველო თურქეთთან ახალი ომის გაჩაღებისგან.რუსეთის ღალატით იმდგაცრუებული სამეფო ოჯახის და თავად-აზნაურების ერთი ნაწილი მოითხოვდა მეფისგან რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტას, რადგან პრორუსულ პოლიტიკას ზიანის გარდა სხვა არაფერი მოჰქონდა საქართველოსთვის, მაგრამ ერეკლე II საგარეო პოლიტიკა მაინც არ შეცვალა.1792 წელს დასრულდა რუსეთ-თურქეთის ომი თუმცა, რუსეთს არც ომის დასრულების შემდეგ დაუბრუნებია საქართველოში სამხედრო კონტიგენტი რომლის ყოფნაც გათვალისწინებული იყო ტრაქტატით.
1795 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს ახალი საფრთხე დაემუქრა, ამჯერად სპარსეთის მხრიდან, ირანის შაჰმა აღა-მაჰმად-ხანმა ერეკლე II გეორგიევსკის ტრაქტატის გაუქმება და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა მოსთხოვა. გეორგიევსკის ტრაქტატის ერთგულმა მეფემ უარი განაცხადა შაჰის მოთხოვნაზე და საფრთხის შესახებ რუსეთის ხელისუფლებას შეატყობინა, იმის მიუხედავად რუსეთის ხელისუფლება ფლობდა ინფორმაციას მომავალი სპარსეთ-საქართველოს ომის შესახებ რამდენიმე თვით ადრე და თავისუფლად შეეძლო გამოეგზავნა დამხმარე სამხედრო კონტიგენტი ერეკლესთვის, მან ეს არ გააკეთა.ამით მან აგრძნობინა ირანს რომ, შეეძლო თავისუფლად ემოქმედა რადგან რუსეთი ომში არ ჩაერეოდა და ამასთანავე კიდევ ერთხელ დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატი.

რუსეთის იმპერატორი პავლე I (1796-1801) წ.წ.

1795 წელს 8-11 სექტემბერს გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა სპარსულ და ქართულ არმიებს შორის.ერეკლე II დახმარება აღმოუჩინა იმერეთის მეფემ სოლომონ II.კრწანისის ბრძოლაში აღა-მაჰმად-ხანი დიდ რიცხობრივ უპირატესობას ფლობდა, მისი არმია შედგებოდა 35 000 მეომრისგან, ხოლო ქართლ-კახეთის და იმერეთის გაერთიანებული არმია მხოლოდ 5000 მეომრისგან.რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად ბრძოლის პირველი სამი დღე ქართველების გამარჯვებით დასრულდა, შაჰი საქართველოდან წასვლას აპირებდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ერეკლე II უღალატეს, თბილისის ციხიდან გააპარეს სპარსეთის ჯაშუში,რომელმაც აცნობა შაჰს რომ ერეკლეს ძალები ეწურებოდა ხოლო რეზერვი რომლითაც დანაკარგებს შეავსებდა არ ჰყავდა. 11 სექტემბერს ირანელებმა გადამწყვეტი შეტევა მიიტანეს ქართველების პოზიციებზე,მთელი დღის გააფთრებული ბრძოლის შემდეგ ქართული არმია დამარცხდა და თითქმის მთლიანად განადგურდა, იმის მიუხედავად რომ ირანელებმა ორჯერ უფრო დიდი დანაკარგი განიცადეს დაღუპულების და დაჭრილების სახით, რიცხობრივი უპირატესობის ხარჯზე მათ მაინც გაიმარჯვეს.მტერმა თბილისი აიღო გაძარცვა და შემდეგ გადაწვა, ქალაქში მცხოვრები 15 000 ადამიანი კი ან დახოცეს ან ტყვედ წაიყვანეს.
მას შემდეგ რაც სპარსეთის შაჰმა თავის ლაშქართან ერთად დატოვა საქართველო, რუსეთში დაიწყეს ფიქრი სპარსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედების დაწყების შესახებ,პირველი ამოცანა ქართლ-კახეთის სამეფოს ისე დასუსტება რომ მას რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა ანექსიის შემთხვევაში აღარ შეძლებოდა შესრულებული იყო, ახლა საჭირო იყო რეგიონიდან სპარსეთის განდევნა, ამიტომ სანქტ-პეტერბურგში ომის დაწყება გადაწყვიტეს. 1796 წლის გაზაფხულზე რუსეთმა ომი გამოუცხადა სპარსეთს, რუსეთის 35 000 არმია ვალერიან ზუბოვის მეთაურობით შეიჭრა სპარსეთის ტერიტორიაზე.რუსები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას და სწრაფად მიაღწიეს წარმატებას მათ აიღეს დარუბანდი, ყუბა და ბაქო ხოლო ნოემბრისთვის უკვე მტკვრის და არაქსის შესართავთან მივიდნენ.აქედან ისინი კიდევ უფრო სამხრეთით გასალაშქრებლად ემზადებოდნენ. თუმცა მოულოდნელად ომი შეწყდა,გარდაიცვალა იმპერატორი ეკატერინე II, ხოლო მისი ადგილი პავლე I დაიკავა,რომელმაც არ ჩათვალა საჭიროდ ომის გაგრძელება და არმია უკან, რუსეთში გაიწვია.
თბილისის აღების და განადგურების შემდეგ საქართველოში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა,როგორც პოლიტიკური ასევე სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით.თუმცა მოხუცებულმა მეფე ერეკლე II მაინც შეძლო აღედგინა კონტროლი როგორც სამეფოზე ასევე მოსაზღვრე სახანოებზე რომლებიც ქართლ-კახეთის ვასალები იყვნენ.ასევე ერეკლე ემზადებოდა აღა-მაჰმად-ხანთან საომრად და რევანშის ასაღებად, ამჯერად მას უკვე აღარ ჰქონდა რუსეთის იმედი და მხოლოდ საკუთარი ძალებით აპირებდა გამკლავებოდა მტერს.1797 წელს შაჰი შემოიჭრა კიდეც სამხრეთ კავკასიაში მაგრამ იგი შეთქმულებას ემსხვერპლა,ქართლ-კახეთს და ირანს შორის ომის საფრთხე მოიხსნა.1798 წლის 11 იანვარს ერეკლე II სამოცდაჩვიდმეტი წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი ადგილი გიორგი XII დაიკავა.გიორგის გამეფების შემდეგ სამეფოში მდგომარეობა უფრო გართულდა, გახშირდა ჩრდილოკავკასიელების თავდასხმები,ამავე დროს მეფეს დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა თავის ძმებთან რომლებსაც სურვილი ჰქონდათ, რომ მძიმედ ავადმყოფი გიორგი XII გარდაცვალების შემდეგ მეფეები ისინი გამხდარიყვნენ და არა გიორგის უფროსი ვაჟი, უფლისწული დავითი.სამეფოში შექმნილი მძიმე მდგომარეობით ისარგებლა რუსეთის ხელისუფლებამ და 1799 წელს საქართველოში სამხედრო კონტიგენტი შემოიყვანა გენერალ ლაზარევის მეთაურობით,რომელსაც დაევალა ანექსიისთვის პირობების მომზადება, ოფიციალურად კი ეს სამხედრო კონტიგენტი რუსეთის ხელისუფლებამ გეორგიევსკის ტრქტატის პირობების შესასრულებლად შემოიყვანა(აღსანიშნავია რომ რუსეთს აქამდე არაერთხელ ჰქონდა ტრაქტატი დარღვეული).
1800 წელს რუსეთის ხელისუფლება განსაკუთრებით გააქტიურდა,იმპერატორმა პავლე I გადაწყვიტა ესარგებლა შექმნილი რთული მდგომარეობით ქართლ-კახეთის სამეფოში და მოეხდინა მისი ანექსია, მითუმეტეს რომ მეფე გიორგი XII ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა.23 სექტემბერს საქართველოში შემოვიდა რუსეთის არმიის კიდევ ერთი პოლკი.იმავე წლის 7 ნოემბერს ქართლ-კახეთის და რუსეთის გაერთიანებულმა ლაშქარმა ნიახურის ველზე დაამარცხა ხუნძახის ხანი ომარი.თავდაპირველად რუსეთის ხელისუფლება აპირებდა დაეტოვებინა შეზღუდული ავტონომია ქართლ-კახეთის მეფისთვის და მიეცა ბაგრატიონების დინასტიისთვის საშუალება ფორმალურად ქართლ-კახეთის მეფეები ყოფილიყვნენ,თუმცა ისინი არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკას არ განაგებდნენ,ყველაფერს რუსეთის ხელისუფლების მიერ დანიშნული წარმომადგენლები მართავდნენ .მაგრამ შემდეგ რუსეთის იპერატორმა გადაწყვიტა პირდაპირ, რიგითი გუბერნიის სახით შეერთებინა სამეფო რუსეთისთვის, და ფორმალური ავტონომიაც კი არ დაეტოვებინა მისთვის.

ქართლ-კახეთის ანექსია[რედაქტირება]

ქართლ-კახეთის დროებითი მმართველი დავით XII (1800-1801) წ.წ.

1800 წლის 22 დეკემბერს იმპერატორმა პავლე I ხელი მოაწერა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების მანიფესტს,რითაც უხეშად დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატი და მოახდინა დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ქართლ-კახეთის ანექსია.აღსანიშნავია რამდენად ცინიკურად მოქმედებდა რუსეთის იმპერატორი ამ მანიფესტის ხელმოწერისას, ამ დროს მძიმედ ავადმყოფი მეფე გიორგი XII ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, რუსეთის ხელისუფლებამ არ ჩათვალა საჭიროდ ეცნობებინა გიორგისთვის ამ მანიფესტის არსებობის შესახებ. არაფერი იცოდნენ ქართლ-კახეთის საელჩოშიც, სანქტ-პეტერბურგში.რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა დროებით გაესაიდუმლებინა ინფორმაცია ამ მანიფესტის არსებობის შესახებ, და დაეცადა ხელსაყრელი მომენტისთვის მანიფესტის ოფიციალურად გამოსაქვეყნებლად.1800 წლის 28 დეკემბერს გარდაიცვალა ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე გიორგი XII,მის მემკვიდრედ და სამეფოს დროებით მმართველად გიორგის ვაჟი დავითი გამოცხადდა.საქართველოში მყოფი რუსეთის წარმომადგენლები,არწმუნებდნენ დავითს რომ იმპერატორი მას მალე დაამტკიცებდა მეფედ და გამოუგზავნიდა სამეფო რეგალიებს, როგორც ეს გეორგიევსკის ტრაქტატით იყო გათვალისწინებული,თუმცა ფარულად ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისთვის და მისი სრული ანექსიისთვის ემზადებოდნენ,ისინი მანიფესტის ოფიციალურ გამოქვეყნებას ელოდნენ მოქმედების დასაწყებად.

რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე I (1801-1825) წ.წ.

1801 წლის 18 იანვარს სანქტ-პეტერბურგში და მოსკოვში გამოქვეყნდა მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების(ანექსიის) შესახებ.მანიფესტი არ გამოცხადებულა თბილისში, რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჯერ აეღოს ხელისუფლება თბილისში,ჩამოეცილებინა სამეფოს მართვისგან დავით XII,რომელიც სამეფოს გიორგი XII გარდაცვალების შემდეგ(28 დეკემბერი) მართავდა, და მხოლოდ ამის შემდეგ გამოეცხადებინა ქართლ-კახეთის მოსახლეობისთვის სამეფოს ანექსიის შესახებ.1801 წლის 24 მარტს უფლისწული დავითი ჩამოაშორეს ხელისუფლებას ,მოგვიანებით კი დააკავეს და სანქტ-პეტერბურგში გადაასახლეს.ქართლ-კახეთის დროებით მმართველად დავითის ნაცვლად გენერალი ლაზარევი გამოცხადდა.
დავითის ხელისუფლებიდან ჩამოშორებამდე თორმეტი დღით ადრე შეთქმულებას ემსხვერპლა იმპერატორი პავლე I.ქართლ-კახეთის სამეფოს საბოლოო ანექსიის საკითხის "მოგვარებას" პავლეს მემკვიდრე იმპერატორი ალექსანდრე I შეუდგა.ახალმა იმპერატორმა გამოსცა ბრძანება "საქართველოს მართვის შესახებ" სადაც ჩამოაყალიბა იმპერიის მთავარი მიზნები საქართველოში და მთლიანად სამხრეთ კავკასიაში,კერძოდ ეს მიზნები იყო:რუსეთის თვითმპყრობლობის განმტკიცება საქართველოში,ასევე საქართველოს ბუნებრივი წიაღისეულის ათვისება,გადასახადების შეგროვება, მართლწესრიგის დაცვა და სამხრეთ კავკასიის სხვა სამეფოების და სამთავროების დაპყრობა.ამავდროულად ალექსანდრე I გადაწყვიტა გაეთამაშებინა პოლიტიკური ფარსი და ქართლ-კახეთის ანექსიის გასამართლებლად შექმნა კომისია რომელსაც უნდა შეესწავლა შეეძლო თუ არა სამეფოს დამოუკიდებლად არსებობა, რათქმაუნდა კომისიამ ისეთი გადაწყვეტილება გამოიტანა როგორიც იმპერიისთვის იყო ხელსაყრელი, დაასკვნა რომ ქართლ-კახეთს აღარ შეეძლო დამოუკიდებლად არსებობა და აუცილებელი იყო მისი იმპერიის შემადგენლობაში შეყვანა.
1801 წლის 12 სექტემბერს იმპერატორმა ალექსანდრე I გამოსცა მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შეყვანის(ანექსიის) შესახებ, რითაც მან გაიმეორა მისი წინამორბედის მსგავსი მანიფესტი.ქართლ-კახეთის საელჩომ გამოაცხადა პროტესტი და გადასცა საპროტესტო ნოტა რუსეთის ხელისუფლებას,ანექსია გააპროტესტეს ასევე დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა,თუმცა ამას არავითარი შედეგი არ გამოუღია.1802 წლის 12 აპრილს გენერალმა კარლ კნორრინგმა სიონის საკათედრო ტაძარში ალყა შემოარტყა ქართლ-კახეთის თავადებს და საზეიმოდ გამოაცხადა სამეფოს რუსეთთან შეერთების(ანექსიის) შესახებ,შემდეგ აიძულა თავადები დაედოთ რუსეთის იმპერატორის ერთგულების ფიცი.თავადების ნაწილმა მოახერხა ალყის გარღვევა,ხოლო დანარჩენები იძულებული გახდნენ ფიცი დაედოთ, ვინც უარი განაცხადა დააპატიმრეს.ქართველების უმრავლესობა არ აპირებდა შერიგებოდა დამოუკიდებლობის დაკარგვას, და დაიწყეს მომავალი აჯანყებებისთვის მზადება.

საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში (1801-1917)[რედაქტირება]

კარლ ბოგდანის ძე კნორრინგი საქართველოს მთავარსარდალი (1801-1802) წ.წ.

1802 წლის მაისში თბილისში ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება რუსეთის მიერ შექმნილმა "საქართველოს სამმართველომ",საქართველოს მმართველის თანამდებობაზე კარლ კნორრინგი დაინიშნა,რომელსაც მთავარსარდალი ეწოდა.ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორია დაიყო ხუთ ნაწილად:გორის,დუშეთის,ლორის,თელავის და სიღნაღის უეზდებად(რეგიონებად),უეზდების მმართველებად რუსი მოხელეები დაინიშნენ,რომლებსაც "კაპიტან-ისპრავნიკები" ეწოდათ.ქალაქების მმართველებად დაინიშნენ რუსი ოფიცრები რომლებსაც "კომენდანტები" ეწოდათ,დამპყრობლებმა ასევე გააუქმეს ქართული სამართალი და,სამართალწარმოება რუსულ სისტემაზე გადაიყვანეს.საქართველოში ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ პირველი რაც რუსეთის ხელისუფლებამ გააკეთა იყო ბაგრატიონების სამეფო ოჯახის დევნის დაწყება,კერძოდ სამეფო ოჯახის ყველა წევრის დაპატიმრება და მათი რუსეთში გადასახლება,ხოლო მათ ვინც წინააღმდეგობა გაუწია რუსეთის ხელისუფლებას, ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით აპატიმრებდნენ და ასახლებდნენ რუსეთში.მიზეზი მმართველი დინასტიის სასტიკი დევნის,იყო ის რომ არასოდეს ბაგრატიონები არ შეეგუებოდნენ საქართველოს დაპყრობას და ანექსიას,ამიტომ ისინი აუცილებლად იბრძოლებდნენ საქართველოს მტრისაგან გასათავისუფლებლად,თავის მხრივ ბაგრატიონები მარტო არ იქნებოდნენ თავიანთ ბრძოლაში რადგან ქართველი ერი არ შეეგუებოდა დამოუკიდებლობის დაკარგვას და ყოველთვის მხარში ამოუდგებოდნენ სამეფო დინასტიის წარმომადგენლებს მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში.ეს კარგად იცოდნენ სანქტ-პეტერბურგში ამიტომ,საქართველოში მყოფ რუსეთის არმიის ნაწილებს და რუს ჩინოვნიკებს,უპირველეს მიზნად დაუსახეს ბაგრატიონების საქართველოდან გასახლება,ხოლო რა მეთოდებით გააკეთებდნენ დამპყრობლები ამას, მნიშნვნელობა არ ჰქონდა.გასახლება დაიწყო 1801 წელს,თავდაპირველად გაასახლეს გიორგი XII შვილები,უფლისწულები:ბაგრატი,დავითი,იოანე და მიხეილი.უფლისწულების ნაწილი არ დაემორჩილა რუსეთის ხელისუფლებას და წინააღმდეგობის გაწევა დაიწყეს,ამასობაში 1803 წელს გაასახლეს ერეკლე II მეუღლე დედოფალი დარეჯანი,იმავე წელს რუსებმა გადაწყვიტეს გაესახლებინათ გიორგი XII მეუღლე დედოფალი მარიამი,რომელიც კატეგორიულ უარს აცხადებდა საქართველოს დატოვებაზე,რადგან დედოფალი ვერ აიძულეს საკუთარი ნებით დაეტოვებინა თბილისი,გენერალი ლაზარევი შეიჭრა სასახლეში და ძალით სცადა დედოფლის გამოყვანა,რაც რუს გენერალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა,მარიამმა სასახლეში ნებართვის გარეშე შეჭრილი ლაზარევი მოკლა.მომდევნო,1804 წელს უკვე უფლისწულები იულონი და ფარნაოზი დააპატიმრეს და გაასახლეს საქართველოდან.რამდენიმე წლის განმავლობაში რუსებმა გაასახლეს ბაგრატიონების სამეფო საგვარეულოს თითქმის ყველა წევრი,გასახლებას გადაურჩნენ მხოლოდ ისინი ვინც თავი სპარსეთს,ოსმალეთს ან ჩრდილოეთ კავკასიას შეაფარეს საიდანაც ისინი კვლავ აგრძელებდნენ აქტიურ ბრძოლას რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ.1802 წლიდან საქართველოში დაიწყო აჯანყებების,პოლიტიკური გამოსვლების და შეთქმულებების მთელი სერია რომლებიც ერთერთ უმთავრეს მიზნად საქართველოს გათავისუფლებას ისახავდნენ.თუმცა რუსეთი არ შემოფარგლულა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობით და მისი შენარჩუნებით,რუსეთის ხელისუფლებას მიზნად ჰქონდა სრულად დაეპყრო საქართველო,ამიტომ მათ ენერგიული ქმედებების განხორციელება დაიწყეს დასავლეთ საქართველოს დასაპყრობად.

იმერეთის ანექსია[რედაქტირება]

იმერეთის სამეფოს დროშა (1462-1810) წ.წ.

იმერეთის მეფე სოლომონ II,განსხვავებით ქართლ-კახეთის მეფეებისგან სკეპტიკურად იყო განწყობილი რუსეთის მიმართ ,განსაკუთრებით ანტირუსული პოზიცია დაიკავა მას შემდეგ რაც რუსებმა ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია მოახდინეს,სოლომონ II ღიად ეხმარებოდა ქართლ-კახეთიდან გამოქცეულ უფლისწულებს,მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში.იმერეთის საზღვართან მობილიზიებული იყვნენ რუსეთის არმიის ნაწილები.სოლომონ II და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის აშკარად მტრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა.XIX საუკუნის დასაწყისში მეფე სოლომონ II,აქტიურად იბრძოდა მთელი დასავლეთ საქართველოს გასაერთიანებლად,იგი ეომებოდა სამეგრელოს მთავარს, გრიგოლ დადიანს და მხარს უჭერდა გრიგოლის ძმებს მანუჩარს და ტარიელს სამეგრელოს მთავრობისთვის ბრძოლაში,გრიგოლი რამდენიმეჯერ დამარცხდა სოლომონის წინააღმდეგ ბრძოლაში და მთავრობის დაკარგვის საფრთხე დაემუქრა,ამიტომ მან დახმარების თხოვნით რუსეთის ხელისუფლებას მიმართა და 1803 წელს რუსეთის ქვეშევრდომი გახდა,ამან მას მთავრის ტიტული შეუნარჩუნა,ხოლო სოლომონს მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუუარესა რადგან იმერეთის საზღვართან რუსები ახლა უკვე ორი მხრიდან იყვნენ მობილიზებული,რამაც მათ გაუმარტივა მომავალში იმერეთის დაპყრობის პერსპექტივა და ასევე უფრო აგრესიული გახადა რუსეთი იმერეთის მიმართ.
რუსეთის აგრესიულობის გამო სოლომონ II იძულებული გახდა დათანხმებულიყო მოლაპარაკებების დაწყებას რუსეთის ხელისუფლებასთან.1804 წელს სოფელ ელაზნაურში შეხვდნენ სოლომონ II და გენერალი პავლე ციციანოვი,საქართველოს მთავარსარდალი.მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო რუსების აგრესიულობის გამო.მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ რუსეთის არმიის ნაწილები შეიჭრნენ იმერეთში და მოსახლეობის რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე დაფიცება დაიწყეს,შექმნილი მდგომარეობის გამო სოლომონ II იძულებული გახდა გაეფორმებინა რუსეთთან "ელაზნაურის ტრაქტატი".ტრაქტატის პირობების მიხედვით:სოლომონ II და მის შთამომავლებს სამუდამოდ უნარჩუნდებოდათ იმერეთის მეფობა,ასევე ადმინისტრაციული და სასამართლო ხელისუფლება უნარჩუნდებოდა სოლომონ II,სამართალწარმოება განხორციელდებოდა ქართული კანონმდებლობის მიხედვით,იმერეთში განლაგდებოდნენ რუსეთის არმიის ნაწილები რომლების დაბინავება და კვება იმერეთის მეფეს უნდა აეღო საკუთარ თავზე.ამ ტრაქტატმა ჩამოართვა სოლომონ II დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების საშუალება,მაგრამ შეუნარჩუნა მეფობა და საშინაო პოლიტიკის დამოუკიდებლად წარმართვის შესაძლებლობა.
იმის მიუხედავად რომ იმერეთის სამეფო რუსეთის პროტექტორატში შევიდა,იმპერიის აგრესია ამ პატარა სამეფოს მიმართ არ განელებულა და უკვე ტრაქტატის დადებიდან ხუთი წლის შემდეგ რუსეთმა ნაცად ხერხს მიმართა,დაარღვია ელაზნაურის ტრაქტატი და იმერეთის სამეფოს გაუქმება განიზრახა.1809 წელს რუსები შეიჭრნენ იმერეთში და დედაქალაქი ქუთაისი დაიკავეს.სოლომონ II დატოვა ქუთაისი და ვარციხეში გამაგრდა სადაც მტერთან ომისთვის მზადება დაიწყო.1810 წელს საქართველოს მთავარსარდალი გენ.ტორმასოვი ქუთაისში ჩავიდა და სამეფოს გაუქმების შესახებ გამოაცხადა.თუმცა იმერეთში არავინ,არც მეფე არც თავადაზნაურები არც სამღვდელოება და არც გლეხები არ შეეგუენ დამოუკიდებლობის დაკარგვას და დაიწყეს ბრძოლა მომხდურის წინააღმდეგ.დამოუკიდებლობისთვის მებრძოლების ცენტრი ვარციხე იყო სადაც მეფე სოლომონი იყო გამაგრებული,და საითკენაც რუსები ბრძოლით მიიწევდნენ.საბოლოოდ ერთთვიანი სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ რუსეთის რეგულარულმა ნაწილებმა დაამარცხეს იმერეთის მეფე ხოლო შემდეგ მოტყუებით შეიპყრეს და თბილისში,კერძო ბინაში გამოკეტეს.
სოლომონ II,დაპატიმრების შემდეგ რუსებმა მისი საქართველოდან გადასახლება გადაწყვიტეს,მაგრამ მათთვის მოულოდნელად მეფემ გაქცევა მოახერხა,დაბრუნდა იმერეთში და ახალი ძალით განაახლა ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ.მალე მთელი სამეფო კვლავ სოლომონის ხელში მოექცა,ტორმასოვს მოუწია დამატებითი ძალები გაეგზავნა იმერეთის ხელახლა დასაპყრობად,რამდენიმე ბრძოლის შემდეგ ქართველების თავგანწირული წინააღმდეგობის მიუხედავად იმერეთი კვლავ რუსეთმა დაიპყრო,ხოლო მეფე სოლომონ II იძულებული გახდა ოსმალეთში გაქცეულიყო 1810 წელს,თავის გადარჩენილ მომხრებთან ერთად.უკანასკნელი მეფე საქართველოს ისტორიაში გარდაიცვალა 1815 წელს ტრაპიზონში,1990 წელს იგი საქართველოში გადმოასვენეს და გელათის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.

გურიის ანექსია[რედაქტირება]

რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I (1825-1855) წ.წ.

იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ რუსეთის იმპერიამ მიზნად დაისახა სრულად დაეპყრო დასავლეთ საქართველო და ამით დაესრულებინა ანექსიის პროცესი. რუსეთის აგრესიის მომდევნო მსხვერპლი გურიის სამთავრო გახდა. 1804 წელს როცა იმერეთის სამეფო რუსეთმა ძალადობრივად შეიყვანა პროტექტორატში, ელაზნაურის ტრაქტატის პირობები გავრცელდა გურიაზეც, რადგან გურიის სამთავრო იმერეთის სამეფოს ვასალი იყო.მას შემდეგ რაც რუსეთმა დაარღვია ელაზნაურის ტრაქტატი და დაიპყრო იმერეთის სამეფო გურიის მთავარმა მამია V, რუსეთთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება მოითხოვა,მთავრის ლოიალობის და ერთგულების სანაცვლოდ რუსეთი დათანხმდა ხელშეკრულების გაფორმებას.1810 წელს გურიის სამთავროს და რუსეთის იმპერიას შორის გაფორმებული ტრაქტატის მიხედვით,გურია რუსეთის ქვეშევრდომობაში შედიოდა,მთავარს ეზღუდებოდა საგარეო პოლიტიკის წარმოების უფლება,ასევე მას უნდა გაეწია ყოველგვარი დახმარება რუსეთისთვის რასაც რუსები მოითხოვდნენ,უნდა განეთავსებინა საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ნაწილები და უზრუნველეყო ისინი ბინით და საკვებით,ასევე რუს მაღალჩინოსნებს გარკვეულ შემთხვევებში ეძლეოდათ უფლება ჩარეულიყვნენ სამთავროს საშინაო საქმეებშიც.სანაცვლოდ გურიის მთავარი და მისი შთამომავლები ღებულობდნენ გარანტიას რომ მათ სამუდამოდ შეუნარჩუნდებოდათ მთავრის ტიტული,სამთავრო ინარჩუნებდა უაღრესად შეზღუდულ დამოუკიდებლობას და ღებულობდა დაცვის გარანტიას რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. ადმინისტრაციულ პოლიტიკას კვლავაც მთავარი განაგებდა და საშინაო პოლიტიკასაც გარკვეული გამონაკლისების გარდა იგი წარმართავდა.
თუმცა რუსეთს გურიის სამთავროს გაუქმება გადაწყეტილი ჰქონდა და სამთავროს ანექსია მხოლოდ დროის საკითხი იყო.1826 წელს 26 ოქტომბერს გარდაიცვალა მამია V გურიელი,მისი ადგილი მცირეწლოვანმა დავითმა დაიკავა,რომლის რეგენტად დედოფალი სოფიო გურიელი დაინიშნა,1828 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომი დაიწყო,საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა გურიაშიც,იმის მიუხედავად რომ გურიის მოსახლეობა აქტიურად მონაწილეობდა ომში ოსმალეთის წინაღმდეგ,რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა გამოეყენებინა ხელსაყრელი მომენტი, 1828 წელს რუსეთის არმიის ნაწილები გურიაში შეიჭრნენ და სამთავრო გაუქმებულად გამოაცხადეს,რითაც დაარღვიეს 1810 წლის 19 ივნისს დადებული ხელშეკრულება .დედოფალი სოფიო თავის ოჯახთან ერთად იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო.ამრიგად გურია გახდა მესამე პოლიტიკური ერთეული ქართლ-კახეთის და იმერეთის სამეფოების შემდეგ რომელიც რუსეთის აგრესიულ,იმპერიალისტურ პოლიტიკას ემსხვერპლა.

სვანეთის ანექსია[რედაქტირება]

სვანეთის სამთავროს დროშა (XVII-XIX) ს.ს.

სვანეთის დაპყრობა რუსეთის იმპერიამ ყველაზე გვიან დაიწყო საქართველოს სამეფო-სამთავროებს შორის,ამის მიზეზი იყო სვანეთის გეოგრაფიული მდებარეობა და იქ ეფექტური კონტროლის დამყარების სირთულე,ამიტომ იმპერიამ საქართველოს ამ მხარეს ყურადღება მხოლოდ 1830-ან წლებში მიაპყრო,XIX საუკუნეში სვანეთში შემდეგი ვითარება იყო შექმნილი სვანეთის ნაწილი თავისუფალ თემს წარმოადგენდა და ფეოდალებს არ ემორჩილობადა მას თავისუფალი სვანეთი ეწოდებოდა, ხოლო უშუალოდ სვანეთის სამთავრო მოიცავდა, ზემო სვანეთის (მდინარე ენგურის ხეობა) დასავლეთ ნაწილს ე. წ. ბალის ქედიდან (ლატალის დასავლეთით) ცხვიმზაგარამდე (ჯვარის აღმოსავლეთით), შედგებოდა ბეჩოს, ლეჩყანის, ეცერის, ცხუმარისა და ჩუბეხევის თემებისაგან და დადეშქელიანების ფეოდალური საგვარეულოს სამფლობელოს წარმოადგენდა.XIX საუკუნის 20-ან 30-ან წლებში ძმებს თათარხან და ციოყ დადეშქელიანებს შორის მთავრობისთვის ბრძოლა დაიწყო,ამით ისრაგებლეს რუსებმა და ურჩიეს ძმებს მიეღოთ რუსეთის ქვეშევრდომობა რაც თავისთავად ნიშნავდა ხელისუფლების შენარჩუნებას,1832 წელს თათარხან დადეშელიანმა მიმართა რუსეთს ქვეშევრდომობის თხოვნით ასევე მოიქცა მისი ძმა-ციოყიც,1833 წელს სვანეთი რუსეთის ქვეშევრდომი გახდა.რუსეთმა ორივე ძმა დაამტკიცა სვანეთის მთავრად რათა ესარგებლა ძმებს შორის არსებული უთანხმოებით, თუმცა იმპერიის ხელისფულებას სვანეთში მისი გეოგრაფიული მდებარეობის და ნაკლებად სტატეგიული მნიშვნელობის გამო სამხედრო ნაწილები არ შეუყვანია,ამიტომ სვანეთი 1840-ანი წლების ბოლომდე დამოუკიდებელ არსებობას განაგრძობდა,მაგრამ 1840-ანი წლების ბოლოდან იმპერიამ დაიწყო სვანეთის მთავრების დამოუკიდებლობის შეზღუდვა. სვანეთისთვის დამოუკიდებლობის წართმევა საბოლოოდ გადაწყდა ყირიმის ომის დასრულების შემდეგ. 1858 წელს რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა წერტილი დაესვა სვანეთის დამოუკიდებლობისთვის და მიიღო სამთავროს გაუქმების გადაწყვეტილება,რითაც დაარღვია 1833 წელს დადებული ხელშეკრულება სვანეთის სამთავროს და რუსეთის იმპერიას შორის.1858 წელს სვანეთის სამთავრო გაუქმდა,და ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში იქნა შეყვანილი,სვანეთი იქცა საქართველოს მეოთხე პოლიტიკურ ერთეულად რომლის ანექსირებაც რუსეთმა მოახდინა.ხოლო მმართველი დინასტიის წევრებს ყველა პრვილეგია ჩამოართვეს,ნაწილი კი რუსეთში გაასახლეს,ასევე 1857 წელს წინააღმდეგობის გაწევის გამო კონსტანტინე დადეშქელიანი დახვრიტეს,რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო და კარგად წარმოაჩინა რუსეთის იმპერიის ბრუტალური სახე.

აფხაზეთის ანექსია[რედაქტირება]

რუსეთი განსაკუთრებულ ყურადღებას აფხაზეთის დაპყრობას უთმობდა.მოსახლეობაშიც და სამთავრო კარზეც პროთურქული და პრორუსული ორიენტაციის მიმდევრები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ.თვით მთავარი - ქელეშ-ბეგ შარვაშიძე - პრორუსულ ორიენტაციას ადგა.მაგრამ მისმა შვილმა,ასლანმა,მამა და ძმები დახოცა და თავი მთავრად გამოაცხადა.მან სოხუმი თურქული გარნიზონით გაამაგრა და სამეგრელოზე გაილაშქრა,მაგრამ დამარცხდა.ამასობაში რუსეთის ჯარებმა სოხუმი აიღეს.ასლან-ბეგი მთებში გაიხიზნა.1810წლის ოქტომბერში აფხაზეთის მთავრად გამოცხადდა გაქრისტიანებული საფარ-ბეგ(აგიორგი)შარვაშიძე,რომელიც ქართულ-რუსულ ორიენტაციას ემხრობოდა.სამეგრელოსა და გურიის მსგავსად,აფხაზეთსაც თვითმმართველობის სტატუსი მიენიჭა.

სამეგრელოს ანექსია[რედაქტირება]

სამეგრელოს მთავარი ნიკო დადიანი (1853-1866) წ.წ.

როგორც ზემოთ აღინიშნა სამეგრელოს სამთავრო რუსეთის იმპერიის მფარველობაში 1803 წელს შევიდა კერძოდ 1803 წლის 2 ოქტომბერს,როდესაც მთავარმა გრიგოლმა ხელი მოაწერა რუსეთის იმპერიის პროტექტორატში შესვლას,ამ ხელშეკრულების მომზადება დაიწყო 1803 წლის ივლისში როგორც კი მთავარმა გრიგოლმა გამოთქვა სურვილი შესულიყო რუსეთის მფარველობაში(რაც თავის მხრივ განპირობებული იყო იმით რომ იმერეთის მეფე სოლომონ II ცდილობდა მისთვის სასურველი კანდიდატურა, გრიგოლის უმცროსი ძმა ტარიელი გაემთავრებინა და მოეხდინა იმერეთის სამეფოს ქვეშ მთელი დასავლეთ საქართველოს გაერთიანება და ბოლო მოეღო ფეოდალური პარტიკულარიზმისთვის. სოლომონმა მიზანს მიაღწია 1802 წელს, გრიგოლმა მთავრობა დაკარგა მისი ადგილი ტარიელმა დაიკავა რომელიც იმერეთის მეფის უზენაესობას აღიარებდა).ამდენად გრიგოლ დადიანის ვიწრო პოლიტკურმა მიზნებმა საქართველოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის ბედი გადაწყვიტა,და ასევე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა შემდგომში იმერეთის სამეფოს რუსეთის მიერ დაპყრობაში.ალექსანდრე I ხელშეკრულება 1804 წლის ივლისში დაამტკიცა,ხოლო რუსეთის იმპერიისთვის სამეგრელოს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მირთმევისთვის გრიგოლ დადიანი წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენით დააჯილდოვა.1803 წლის 2 ოქტომბრის ხელშეკრულებით სამეგრელოს სამთავრო კარგავდა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების უფლებას,მას მთლიანად რუსეთი წარმართავდა,სამაგიეროდ მთავარი ინარჩუნებდა საშინაო საქმეების დაოუკიდებლად წარმოების უფლებას(თუმცა რუსეთს გარკვეულ შემთხვევებში საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება ეძლეოდა,ხოლო სამეგრელოს მთავარი ოფიციალურად ემორჩილებოდა კავკასიის მთავარსარდალს).სამეგრელოს ტერიტორიაზე უნდა განთავსებულიყო რუსეთის სამხედრო ნაწილები,რომლების დაბინავება და საკვებით მომარაგება მთავარს უნდა უზრუნველეყო და ასევე სამეგრელოს მთავრებად სამუდამოდ დადიანების საგვარეულო უნდა დარჩენილიყო,ხოლო მისი დანარჩენ იმპერიასთან შეერთება და სამთავროს გაუქმება იკრძალებოდა.1804 წელს რუსეთის სამხედრო ნაწილები სამეგრელოში განლაგდნენ,ხოლო თავად გრიგოლ დადიანი 1804 წელს გარდაიცვალა,მისი ადგილი მისმა ძემ ლევან V დაიკავა.

ლევან V დადიანი სრულად იყო დამოკიდებული რუსეთზე და იმპერიის მითითებებს მორჩილად ასრულებდა,თუმცა რუსეთს აგრესიული ქმედებები მაინც არ შეუწყვეტია.1840 წელს სამეგრელოს სამთავროს ჩამოერთვა მნიშვნელოვანი ტერიტორია,სამურზაყანო(ტერიტორია მდ.ენგურიდან მდ.ღალიძგამდე,რომელიც მოიცავს დღევანდელი გალის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას სრულად,ასევე ოჩამჩირის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ნაწილს),მთავარმა კომპენსაციის სახით 25 000 ვერცხლის რუბლი მიიღო.1846 წელს გარდაიცვალა ლევან V,მისი ადგილი დავით I დაიკავა,1853 წელს დავით დადიანის გარდაცვალების შემდეგ,მცირეწლოვანი მთავრის ნიკოლოზის რეგენტად და სამთავროს მმართველად დედოფალი ეკატერინე დადიანი დაინიშნა.1853 წელს დაიწყო ყირიმის ომი რომელიც უკვე 1854 წელს სამეგრელოსაც შეეხო,ოსმალებმა ყულევის პორტი დაიკავეს,ხოლო 1855 წელს მთელი სამეგრელო დაიპყრეს,მოსახლეობა აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა დამპყრობლებს და სერიოზულ ზიანს აყენებდა მას.1856 წელს ომის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე ოსმალებმა სამთავრო დატოვეს,თუმცა მოსახლეობა უმძიმეს მდოგომარეობაში აღმოჩნდა ომმა გააჩანაგა სამეგრელო,რამაც 1856 წელს სამეგრელოს გლეხების აჯანყება გამოიწვია.სამთავროს ხელისუფლება საკუთარი ძალებით აჯანყების ჩახშობა ვერ მოახერხა და რუსეთს მიმართა დახმარების თხოვნით.იმპერიამ ჩაახშო აჯანყება,თუმცა შექმნილი ვითარება მათ სარგებლობის საუკეთესო საშუალებას აძლევდა,ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოთ სამეგრელოს შეზღუდული დამოუკიდებლობისთვის.1857 წლის 8 სექტემბერს რუსეთის ხელისუფლების განკარგულებით სამეგრელოს სამთავროში იმპერიის პირდაპირი მმართველობა დამყარდა,ხოლო მცირეწლოვანი მთავარი დედასთან ერთად სანქტ-პეტერბურგში გაიწვიეს,რაც ფაქტობრივად სამთავროს გაუქმებას ნიშნავდა.1867 წლის 4 იანვარს იმპერატორ ალექსანდრე II ბრძანებით,სამეგრელოს სამთავრო ოფიციალურად გაუქმდა,რაც 1803 წლის 2 ოქტომბრის ხელშეკრულების დარღვევა იყო.სამეგრელოს ანექსიით იმპერიამ დაასრულა საქართველოს სამეფო-სამთავროების დაპყრობა.

პოლიტიკური გამოსვლა კახეთში (1802)[რედაქტირება]

უფლისწული იულონ ერეკლეს ძე ბაგრატიონი (1760-1827) წ.წ.

მას შემდეგ რაც 1802 წლის 12 აპრილს თბილისში სიონის საკათედრო ტაძარში გამოცხადდა ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიის შესახებ,საქართველოში დაიწყო მოძრაობა დამპყრობლების განსადევნად,წინააღმდეგობის პირველი ცენტრი შეიქმნა კახეთში,კერძოდ ქიზიყში.თავადებმა რომლებმაც ბრძოლით გაარღვიეს ალყა დაიწყეს აჯანყებისთვის მზადება,1802 წლის ივლისში ქელმენჩაურის მახლობლად შეიკრიბნენ როგორც თავად-აზნაურები ასევე ადგილობრივი სამღვდელოება და გლეხები,მათ შეუერთდნენ უფლისწულები ვახტანგ ერეკლეს ძე და თეიმურაზ გიორგის ძე.შედგა საქართველოს გათავისუფლების გეგმა.ამ გეგმის მიხედვით სოლომონ II,განჯის ხანი,ახალციხის ფაშა და უფლისწული ალექსანდრე ერეკლეს ძე(რომელიც იმ დროს საინგილოში იმყოფებოდა ლეკებისგან შემდგარი ლაშქრით)ერთდროულად,სხვადასხვა მხრიდან უნდა შეჭრილიყვნენ აღმოსავლეთ საქართველოში მათ შეუერთდებოდნენ აჯანყებული კახეთის თავადები თავიანთი ლაშქრით, განდევნიდნენ რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ნაწილებს და გაამეფებდნენ უფლისწულ იულონ ერეკლეს ძეს.საოკუპაციო ხელისუფლებამ შეიტყო ამ გეგმის შესახებ და სასწრაფოდ გაგზავნა ერთი ბატალიონი ამბოხებულების დასაშოშმინებლად.თუმცა აჯანყებულმა ქართველებმა ბატალიონი დაამარცხეს და განდევნეს.ქელმენჩაურში შეკრებილმა ამბოხებულებმა ერთგულება შეფიცეს უფლისწულ იულონს,კახეთის თავადებმა კი პეტიციით მიმართეს იმპერატორს,პეტიციაში თავადები მოითხოვდნენ ქართლ-კახეთის სამეფოს აღდგენას,და იულონ ბაგრატიონის მეფედ დამტკიცებას,მათი მოთხოვნით უნდა აღდგენილიყო გეორგიევსკის ტრაქტატი და ქართლ-კახეთს და რუსეთს შორის ურთიერთობები ამ ტრაქტატის პირობების მიხედვით ჩამოყალიბებულიყო.პეტიციას ხელი 69 თავადმა მოაწერა.თუმცა ცხადია თავადების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა,პირიქით საოკუპაციო ხელისუფლებამ მიიღო გადამჭრელი ზომები,გააძლიერა კონტროლი თბილისზე,დამატებითი ძალები გადაისროლეს ქართლ-იმერეთის საზღვარზე,უფლისწულების იულონის და ფარნაოზის აღმოსავლეთ საქართველოში დაბრუნების არდასაშვებად.ამ ვითარებაში ლაშქრობა უკვე შეუძლებელი გახდა რადგან რუსეთის სამხედრო შენაერთები მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ და მოემზადნენ საომრად,ხოლო უფლისწულებმა იულონმა და ფარნაოზმა ვერ შეძლეს საკმარისი რაოდენობის ლაშქრის შეკრება,ალექსანდრე ერეკლეს ძეც იძულებული გახდა უარი ეთქვა საინგილოდან შემოჭრაზე.მარტოდ დარჩენილმა კახეთის თავადებმა ქელმენჩაურში შეკრებილ,რამდენიმე ათას საომრად მომზადებულ მოლაშქრეს დაშლისკენ მოუწოდეს რადგან მხოლოდ საკუთარი ძალებით მტერთან გამკლავება უაზრობად ჩათვალეს. ხელისუფლებამ დააკავა მეამბოხე თავადების ნაწილი და თბილისში აიძულა ისინი იმპერატორის ერთგულების ფიცი მიეღოთ,ხოლო მეორე ნაწილი სპარსეთში გაიქცა ,უფლისწულ ალექსანდრესთან ერთად.1802 წლის კახეთის პოლიტიკური გამოსვლა იყო დასაწყისი რუსეთის ოკუპაციისგან საქართველოს გათავისუფლების ბრძოლაში.

აჯანყება აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (1804)[რედაქტირება]

პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი საქართველოს მთავარსარდალი (1802-1806) წ.წ.

1804 წელს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში დაიწყო დიდი აჯანყება. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა განსაკუთრებით შეავიწროვა მთიულეთის და ხევის მოსახლეობა. რუსეთი საომრად ემზადებოდა სპარსეთთან და ოსმალეთთან.ამიტომ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიაზე გამალებით დაიწყო სამხედრო გზის მშენებლობა,რათა რუსეთის არმიის ნაწილები და სამხედრო ტექნიკა დაუბრკოლებლად გადაადგილებულიყვნენ ფრონტის ხაზისკენ.სამუშაოდ გაიყვანეს ხევის და მთიულეთის მოსახლეობა. პირობები,რომლებშიც მუშები შრომობდნენ იყო აუტანელი,განსაკუთრებით ზამთარში. სიცივეს და შიმშილს თან ერთვოდა ოკუპანტების აუტანელი ქცევა,ისინი არ ინდობდნენ არც ქალებს არც კაცებს,ამუშავებდნენ ყველას,ხოლო ოდნავი წინააღმდეგობის შემთხვევაში ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ,23 ადამიანი რუსმა სამხედროებმა ცემით მოკლეს.საქართველოში მომავალი სამხედროები უსახლდებოდნენ ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას და აიძულებდნენ მათ უსასყიდლოდ გამოეკვებათ ისინი,ხშირი იყო ძალადობაც.რუსების სისასტიკე არაადამიანურ ფორმებს იღებდა მაგ.იყო შემთხვევა როდესაც სამხედროებმა,ორმოში ჩაყარეს ქალები და გაამათრახეს ისინი.აჯანყება გარდაუვალი გახდა.1804 წელს მთავარსარდალმა პავლე ციციანოვმა გადაწყვიტა გაელაშქრა ერევანზე,ლაშქრობაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ არამარტო რუსებს,არამედ ქართველებსაც.გამოცხადდა მობილიზიაცია მთიულეთშიც,ეს კარგად გამოიყენეს აჯანყებულებმა რომლებმაც მაისში თიანეთში მოკლეს კაპიტან-ისპრავნიკი,სხვა რუსი ჩინოვნიკები და სამხედროები.ხოლო ივნისში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ აჯანყებულებმა მოქმედება დაიწყეს,ამ დროს პავლე ციციანოვი თავის ლაშქართან ერთად ერევნის ასაღებად იყო წასული.აჯანყებას შეუერთდა მთიულეთის გარდა ფშავი,ხევსურეთი,ხევი,ასევე ქართლის თავადების ნაწილი თავ-თავიანთი მოლაშქრეებით(ხოლო შემდგომში ქართლის ჩრდილოეთი).
ამბოხებულებმა მიზნად დაისახეს ქართლ-კახეთის სამეფოს აღდგენა,მიმართეს უფლისწულებს იულონს და ფარნაოზს,მოუწოდეს მათ მთიულეთში ჩასულიყვნენ და აჯანყებისთვის ემეთაურათ.თუმცა რუსებმა ქართლ-იმერეთის საზღვარი კარგად გაამაგრეს და უფლისწული იულონი დააპატიმრეს,ხოლო ფარნაოზი სპარსეთში გაიქცა,საიდანაც კახეთში ჩავიდა.შეკრიბა თავისი მომხრე თავადები თავიანთი მოლაშქრეებით და აჯანყებას შეუერთდა.აჯანყებულებმა თავდაპირველად წარმატებას მიაღწიეს,აგვისტოში აიღეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტები,სტეფანწმინდა და დუშეთი,ლომისას ბრძოლაში კი დაამარცხეს რუსეთის სადამსჯელო ლაშქარი მის მომხრე ქსნის ერისთავთან ერთად(რომელსაც საოკუპაციო ხელისუფლებამ ერეკლე II-ის მიერ ჩამორთმეული მამულები დაუბრუნა),ამ გამარჯვების შემდეგ აჯანყებამ უფრო ფართო ხასიათი მიიღო,და იგი გავრცელდა ქსნის,დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში.ლიახვის ხეობაში აჯანყების ჩასახშობად გაგზავნილი პოლკი მეამბოხეებმა სრულად გაანადგურეს.ციციანოვი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ერთი მხრივ აჯანყებამ ძალიან სერიოზული ხასიათი მიიღო მეორე მხრივ კი იგი ვერ ახერხებდა ალყაშემორტყმული ერევნის აღებას,თანაც დახმარების მოსვლის იმედიც არ ჰქონდა რადგან საქართველოს სამხედრო გზა აჯანყებულებს ეკავათ.ამ ვიათრებაში მან მოხსნა ალყა და მთელი ძალებით საქართველოში გამოემართა ამბოხის ჩასახშობად,მან შეტევა სამხრეთიდან, არაგვის ხეობაზე მიიტანა,ამავე დროს რუსების დამატებითი სამხედრო ძალები დაიძრნენ ჩრდილოეთ კავკასიიდანაც და დარიალის ხეობის გავლით ჩრდილოეთიდან შეუტიეს ქართველებს.უფლისწული ფარნაოზი და აჯანყებულები ორ ცეცხლს შუა მოექცნენ,რამდენიმე გააფთრებული ბრძოლის შემდეგ,აჯანყება დამარცხდა ხოლო ფარნაოზ ერეკლეს ძე რუსებმა დაატყვევეს.შემდგომში იგი თავის ძმასთან იულონთან ერთად რუსეთში გაასახლეს.ოკუპანტებმა აჯანყება უსასტიკესად ჩაახშეს,აჯანყების მონაწილეებს კი დაუნდობლად გაუსწორდნენ,სპეციალური სადამსჯელო ექსპედიციები ხოცავდნენ მათ ვისაც აჯანყებაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.დააპატიმრეს ათეულობით მეამბოხე თავადი.იმ დიდი სისასტიკის მიუხედავად რაც რუსებმა გამოიჩინეს აჯანყების ჩახშობისას, 1804 წლის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის აჯანყება იყო პირველი მასშტაბური ანტიკოლონიალური აჯანყება რუსეთის წინააღმდეგ.რამაც სათავე დაუდო აჯანყებების და შეთქმულებების მთელ სერიას რომლებიც მიმართული იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისკენ.

თბილისის გუბერნიის გერბი (1846-1917) წ.წ.
სოლომონ დოდაშვილის ძეგლი ქ. სიღნაღში

აჯანყება გურიაში (1841)[რედაქტირება]

ქუთაისის გუბერნიის გერბი (1846-1917) წ.წ.

1841 წლის მაისში გურიაში დაიწყო მასშტაბური ანტიკოლონიალური აჯანყება,აჯანყებაში მონაწილეობდნენ როგორც გლეხები,ასევე თავად-აზნაურებიც.გურიაში შექმნილი იყო მძიმე სოციალური მდგომარეობა,თუმცა აჯანყების მიზეზი არა გლეხების თავადებთან დაპირისპირება იყო, არამედ გურიის მოსახლეობის მცდელობა გაეთავისუფლებინათ საქართველოს ეს მხარე დამპყრობლებისგან.1828 წელს მას შემდეგ რაც გურიის სამთავრო გააუქმა რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ I,გურიაში რუსეთის პირდაპირი მმართველობა არ დამყარებულა,არამედ შეიქმნა თავად-აზნაურების საბჭო რომელშიც შედიოდნენ გურიის თავადაზნაურები ხოლო მათ ხელმძღვანელობდა ოკუპანტების მიერ დანიშნული რუსი ოფიცერი.ეს ცხადია დროებითი ღონისძიება იყო რუსეთის მხრიდან რათა კიდევ უფრო დიდი უკმაყოფილება არ გამოეწვია მოსახლეობაში,1840 წელს იმპერიამ ჩათვალა რომ ამ საბჭოს არსებობა უკვე აღარ იყო საჭირო და გააუქმა იგი.ამ ქმედებამ გამოიწვია დიდი უკმაყოფილება გურიის მოსახლეობის ყველა ფენაში,დაიწყო აჯანყებისთვის მზადება.აჯანყების დაწყება დააჩქარა,რუსი სამხედროების აღვირახსნილმა ქცევამ გურიაში,ასევე გადასახადების გაზრდამ და მოსახლეობის ისედაც ღარიბი ფენის კიდევ უფრო გაღარიბებამ,ბოლო წვეთი აღმოჩნდა გავრცელებული ხმები იმის შესახებ რომ იმპერია აპირებდა დაეწყო გურიის მოსახლეობის რუსეთის არმიაში გაწვევა,რაც ბუნებრივია მიუღებელი იყო მოსახლეობისთვის.
ამბოხება დაიწყო სოფელ აკეთში 1841 წლის მაისში,აჯანყებულებმა გადაწყვიტეს მიეღწიათ ოსმალეთის საზღვრამდე სადაც მათ შეურთდებოდა ჰასან-ბეგ თავდგირიძე (ქობულეთის ბეგი) თავისი ლაშქრით.თუმცა მოგვიანებით აჯანყებულებმა გეგმა შეცვალეს.აჯანყების ჩასახშობად გაიგზავნა რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები,პოლკოვნიკ ბრუსილოვის მეთაურობით,ბრუსილოვმა შეძლო თავის შენაერთებთან ერთად ოზურგეთის დაკავება თუმცა აჯანყება ვერ ჩაახშო, პირიქით იგი უფრო გაძლიერდა.ამბოხში მონაწილეობდა 7 000 მეტი ქართველი,მათ შეძლეს და დაიკავეს ყველა სტრატეგიული პუნქტი ყოფილი სამთავროს ტერიტორიაზე.იმავე წლის აგვისტოში ბრუსილოვს და აჯანყებულების 5 000 ლაშქარს შორის მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა, სოფელ გოგორეთთან.აჯანყებულებს უბრალო გლეხი აბესალომ ბოლქვაძე მეთაურობდა.ბრძოლა რუსების მარცხით დასრულდა,ამბოხებულებმა ისინი ოზურგეთში ალყაში მოაქციეს,ამავე დროს აიღეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შეკვეთილის ციხე-სიმაგრე(შავი ზღვის ახლოს),გაჩნდა სამთავროს აღდგენის პერსპექტივა გურიის უკანასკნელი მთავრის მამია V გურიელის მეუღლე დედოფალი სოფიო,რომელიც ოსმალეთში ცხოვრობდა გურიის ანექსიის შემდეგ საქართველოში დასაბრუნებლად ემზადებოდა.საოკუპაციო ხელისუფლებამ მკაცრი ზომები მიიღო და ჯერ სამეგრელოს მთავარს უბრძანა თავისი ლაშქრით შეჭრილიყო გურიაში და ჩაეხშო აჯანყება(მთავარს ეშინოდა თანამდებობოის და ტიტულის დაკარგვის და იძულებული იყო რუსეთის ბრძანებები შეესრულებინა), ხოლო მისი მარცხის შემდეგ იმერეთის მილიციის მნიშვნელოვანი ნაწილი გაგზავნა ამავე მისიით თუმცა ამჯერადაც აჯანყებულებმა გაიმარჯვეს.ამავე დროს მეამბოხეები უტევდნენ ოზურგეთს და ცდილობდნენ გურიაში ოკუპანტების უკანასკნელი დასაყრდენი აეღოთ,თუმცა სამწუხაროდ ამას ვერ ახერხებდნენ.ქუთაისის გუბერნატორმა ენერგიული ზომები მიიღო ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსასვლელად, პირველ რიგში იგი დაემუქრა ჰასან-ბეგ თავდგირიძეს რომ თუკი იგი აჯანყებას შეურთდებოდა მაშინ იმის მიუხედავად რომ იგი ოსმალეთის სულთნის ქვეშევრდომი იყო რუსები მას არ დაინდობდნენ და გაანადგურებდნენ, მუქარამ გაჭრა თავდგირიძემ ვეღარ აღმოუჩინა დახმარება აჯანყებულებს. მეორე ნაბიჯი რაც მოიმოქმედა რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ იყო აჯანყებაში მონაწილე თავად-აზნაურების მოსყიდვა, რაც მათ იოლად შეძლეს (დიდი ნაწილის და არა ყველასი) იმ განსხვავებების გამო რომლებიც ერთის მხრივ ფეოდალებს და მეორე მხრივ გლეხებს შორის არსებობდა.ამ ვითარებაში რუსეთის დამატებითი სამხედრო ნაწილები გაიგზავნა გურიაში,იმ დროს როცა ოზურგეთისთვის ბრძოლა მეამბოხეებს შორის და ბრუსილოვის გადარჩენილ ნაწილებს შორის კიდევ გრძელდებოდა,აჯანყებულები ორ ცეცხლს შუა მოექცნენ და გადამწყვეტ ბრძოლაში 1841 წლის სექტემბერში დამარცხდნენ.რის შემდეგაც რუსეთის ხელისუფლებამ აჯანყება სასტიკად ჩაახშო ხოლო მის მონაწილეებს მკაცრად გაუსწორდა.50 ადამიანი დააპატიმრეს და ქუთაისის საპყრობილეში ჩასვეს,მათ ნაწილს ჩამოხრჩობა ხოლო ნაწილს ციმბირში გადასახლება მიესაჯა (თუმცა შემდეგ სიკვდილით დასჯის გადაწყვტილება შეიცვალა რადგან დამპყრობლებს ახალი მღელვარებების დაწყების შეეშინდათ). აჯანყების მეთაური აბესალომ ბოლქვაძე ყოველგვარი სასამართლოს გარეშე მოკლეს.
აჯანყების საბოლოოდ ჩახშობის შემდეგ გურიის მოსახლეობა თავიდან აიძულეს დაეფიცათ იმპერატორის ერთგულებაზე.ხოლო ამის შემდეგ გურიაში რუსეთის იმპერიის დანიშნულმა ადმინისტრაციამ დაიწყო მმართველობა.აჯანყების მარცხის მიუხედავად 1841 წლის გურიის აჯანყება იყო ერთერთი იმ მრავალ ანტიკოლონიალურ აჯანყებებს შორის რომლებიც მიმართული იყო რუსული ოკუპაციის მოსაშორებლად,და მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ ქართველ ერში დამოუკიდებლობის და თავისუფლებისკენ სწრაფვა არ განელებულა.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება (1811)[რედაქტირება]

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II (1788-1811) წ.წ.

საუკუნეების განმავლობაში რელიგია მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში,საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ბუნებრივად იყო საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ერთერთი უმთავრესი ფლაგმანი,აქედან გამომდინარე იმპერიას სურდა ეს დაბრკოლება საქართველოს სრული ანექსია-ასიმილაციის პროცესში მოეშორებინა.დამპყრობლებისთვის სიტუაციას კიდევ უფრო ართულებდა ის,რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II,ერეკლე II-ის ძე იყო და თავადაც სამეფო საგვარეულოს მიეკუთვნებოდა,ამდენად თანაუგრძნობდა თავის ძმებს და ძმისშვილებს საქართველოს გათავისუფლებისთვის ბრძოლაში.ამიტომ იმპერიამ გადაწყვიტა გაეუქმებინა საქართველოს ავტოკეფალია,1811 წელს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გაიწვია საქართველოდან ანტონ II (რომელსაც საქართველო იძულებით დაატოვებინეს) ხოლო ავტოკეფალია გაუქმებულად გამოაცხადა.ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო საქართველოს ისტორიაში,მსგავსი რამ ოსმალეთის და სპარსეთის იმპერიებსაც კი არ ჩაუდენიათ.1814 წელს კი დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოც გაუქმდა,რომელსაც 1788 წლის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქი არ ჰყოლია და ფორმალურად მცხეთის საკათალიკოსოს უზენაესობას აღიარებდა(რადგან XV საუკუნეში არაკანონიკურად გამოეყო მას,რითაც საქართველოს ეკლესიის ერთიანობა დაირღვა).
გაუქმებული ავტოკეფალიის ნაცვლად შეიქმნა საქართველოს საეგზარქოსო, რომელიც რუსეთის სინოდს დაექვემდებარა,პირველ ეგზარქოსად დაინიშნა ვარლამ ერისთავი, იგი იყო ერთადერთი ეროვნებით ქართველი ეგზარქოსი, მას შემდეგ ყველა ეგზარქოსი იყო ეროვნებით რუსი და ატარებდა რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას სასულიერო სფეროში. რადგან ავტოკეფალია გაუქმდა, საკათალიკოსოს კუთვნილი ყველა მატერიალური თუ არამატერიალური ქონება რუსეთის სინოდის ხელში გადავიდა,რამაც მნიშვნელოვნად აზარალა ქართველი სასულიერო პირები, რადგან ისინი სრულად დამოკიდებული გახდნენ რუსეთის სინოდზე. ეგზარქოსები ყველანაერად ცდილობდნენ შეევიწროვებინათ ქართველი სასულიერო პირები, გადაეყვანათ წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე(რაც თავისთავად იწვევდა ქართველი ღვთისმსახურების რუსებით ჩანაცვლებას რადგან მათმა უმრავლესობამ რუსული არ იცოდა). ასევე მნიშვნელოვნად გაუარესდა საკათალიკოსო აზნაურების და გლეხების მდგომარეობა, ისინი ახლა მათთვის უცხო რუსეთის სინოდის წნეხის ქვეშ აღმოჩდნენ,რუსეთის სინოდისვე გადაწყვეტილებით განადგურდა მრავალი უნიკალური ქართული ხელნაწერი, ხოლო ძვირადღირებული ქონება რომელიც საქართველოს საკათალიკოსოს გააჩნდა რუსეთში გაიტანეს. 1811 წლიდან 1917 წლამდე რუსი ეგზარქოსები იყვნენ საქართველოში რუსიფიკატორული პოლიტიკის ავანგარდში, და ყოველნაირად აცლიდნენ სულიერ ნიადაგს ქართველ ერს.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია (1868-1953) წ.წ.
გიორგი მაზნიაშვილი (1872-1937) წ.წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]