რუსეთ-ოსმალეთის ომი (1787-1791)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან რუსეთ-ოსმალეთის ომი (1787-1792))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუსეთ-ოსმალეთის ომი 1787-1791ომი, ერთი მხრივ, რუსეთსა და ავსტრიას ხოლო, მეორე მხრივ, ოსმალეთის იმპერიას შორის. ამ ომით ოსმალეთს განზრახული ჰქონდა დაებრუნებინა ის მიწები, რომლებიც გადავიდნენ რუსეთის ხელში რუსეთ თურქეთის 1768–1774 ომის შედეგად. ომი დამთავრდა რუსეთის იმპერიის გამარჯვებით და იასის საზავო ხელშეკრულების დადებით.

ომის წინაპირობა იყო რუსეთის მიერ ყირიმის სახანოს ანექსია და 1783 წლის 24 ივლისს ქართლ-კახეთის სამეფოსთან გაფორმებული გეორგიევსკის ტრაქტატი, რომლის ძალითაც აღმოსავლეთ საქართველო რუსეთის პროტექტორატის ქვეშ გადავიდა.

რამდენიმე ბრძოლისა და სამი საომარი კამპანიის (1789, 1790, 1791) შედეგად თურქეთმა სერიოზული მარცხი იწვნია და იძულებული გახდა, 1792 წლის 9 იანვარს (ძვ. სტ. 1791 წ. 29 დეკემბერი) დაედო იასის საზავო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ყირიმი და ოჩაკოვო რუსეთს რჩებოდა, ხოლო იმპერიებს შორის საზღვარმა დნესტრზე გადაიწია. თურქეთმა კვლავ დაადასტურა ქუჩუკ-კაინარჯის ზავის შედეგები და სამუდამოდ დათმო ყირიმი, ტამანის ნახევარკუნძული და ყუბანის თათრები.

ასევე, თურქეთმა უარი თქვა საქართველოს მიმართ პრეტენზიებზე და ვალდებულება აიღო, რომ მის მიმართ რაიმე მტრულ ქმედებებს არ განახორციელებდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]