რუსეთ-ირანის ომი (1826-1828)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რუსეთ-ირანის ომი.

რუსეთ-ირანის ომი 1826-1828ირანმა დიდი ბრიტანეთის წაქეზებით 1826 წლის ივლისში ომის გამოუცხადებლად დაიწყო სამხედრო მოქმედება მტკვრის ხეობაში შეჭრით. მაგრამ რუსეთის ჯარმა 1826 წლის 3 სექტემბერს დაამარცხა ირანელები მდინარე შამქორთან, ხოლო 13 სექტემბერს - აბას-მირზას არმია ელიზავეტპოლთან (განჯა) და უკუაგდო ირანის ჯარები ამიერკავკასიის საზღვრებიდან. რუსეთის ჯარებმა 1827 წლის 26 ივნისს დაიკავეს ნახჭევანი, ხოლო 1 ოქტომბერს - ერევანი და მალე შევიდნნენ თავრიზში. ირანის შაჰი იძულებული გახდა მიეღო ზავის პირობები, რომელიც დაიდო 1828 წლის 10 თებერვალს. ერევნისა და ნახჭევანის სახანოები რუსეთის შემადგენლობაში მოექცა. ამ ომის შედეგად რუსეთს შეუერთდა ჩრდილოეთ აზერბაიჯანი და აღმოსავლეთ სომხეთი. ამ ომმა საბოლოოდ დაუდო ზღვარი ირანის მტაცებლურ ომებს ამიერკავკასიაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]