რუნეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუსულენოვანი მსოფლიო, ვინ იყენებს ყველაზე ხშირად ინტერნეტს რუსულ ენაზე

რუნეტი[1] (რუს. Руне́т) (რუსულენოვანი ინტერნეტი, რუსული ინტერნეტი, ინტერნეტი რუსულ ენაზე) — ინტერნეტის ნაწილი რუსულ ენაზე. ვრცელდება ყველა კონტინენტზე, მათ შორის ანტარქტიდაზეც, თუმცა ყველაზე მეტად კონცენტრირებულია დსთ-ში და კერძოდ რუსეთში.

უმეტესწილად რუსული ენის გამოყენების დომენებია: .su, .ru, .рф, .ua, .by, .kz, .com, .org. ყველა პოპულარუსლი რუსულენოვანი საიტი არ არის დარეგისტრირებული დსთ-ის ქვეყნების დომენზე ან საერთოდ დსთ-ში. მაგალითად, სოციალური ქსელი ВКонтакте იყენებს დომენ vk.com-ს, ხოლო რუსული ვიკიპედია - ru.wikipedia.org-ს.

რუსულენოვანი ბაზარი საკმაოდ დიდია. ინტერნეტ-კომპანია Яндекс-მა მხოლოდ რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ბელარუსში მუშაობით, მხოლოდ რუსულენოვანი მომხმარებლების წყალობით მსოფლიო საძიებო სისტემებს შორის მე-4 ადგილი დაიკავა[2]. ყველაზე დიდ რუსულენოვან ქვეყანაში - რუსეთში - ინტერნეტის შეღწევადობის ზრდა უკვე შენელდა, მაგრამ დსთ-ის სხვა ქვეყნებში ინტერნეტის მოხმარების დონეს ზდრის პოტენციალი გააჩნია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]