რუმინეთის შეიარაღებული ძალები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რუმინეთის შეიარაღებული ძალები
Flag of Romania.svg
Statul Major General.jpg
რუმინეთის შეიარაღებული ძალები
Forţele Armate Române
დაარსდა 1860 წელს
ამჟამინდელი სახით 2000 წლის 11 აპრილიდან
შტაბი ბუქარესტი, რუმინეთი
შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაშია:
სახმელეთო ძალები/არმია Stema Statului Major al Fortelor Terestre.jpg სახმელეთო ძალები
სამხედრო-საჰაერო ძალები Stema Statului Major al Fortelor Aeriene.jpg სამხედრო-საჰაერო ძალები
სამხედრო-საზღვაო ძალები COA-Romanian Naval Forces.svg სამხედრო-საზღვაო ძალები
ხელმძღვანელობა
მთავარსარდალი პრეზიდენტი ტრაიან ბესესკუ
მინისტრი მირჩა დუშა
მინისტრის წოდება რუმინეთის თავდაცვის მინისტრი
გენერალური შტაბის მეთაური გენერალ-ლეიტენანტი შტეფან დენილა
შემადგენლობა
სამხედრო ასაკი 18 წლიდან[1]
გაწვევა არა
ხელმისაწვდომია სამხედრო სამსახურისთვის 5 061 984 მამაკაცი (15-49 წწ) [1]

4 975 427 ქალი (15-49 წწ) [1]

ვარგისია სამხედრო სამსახურისთვის 3 932 579 მამაკაცი (15-49 წწ)[1]

4 076 288 ქალი (15-49 წწ) [1]

ყოველწლიურად სამხედრო ასაკს აღწევს 172,093 მამაკაცი (15-49 წწ)[1]

14,920 ქალი (15-49 წწ) [1]

აქტიური სამხედრო პერსონალი 79 900 (52-ე მსოფლიოში)
სარეზერვო სამხედრო პერსონალი 79 900
ქვეყნის გარეთ განლაგებული ძალები 2,187 (მთლიანად)[2]

დროშა: ავღანეთი ავღანეთი - 1,821

ინდუსტრია და დანახარჯები
ბიუჯეტი 1.78 მილიარდი.[3]
მშპ-ის პროცენტი 1.33%.[3]
საშინაო მომწოდებლები ROMARM
Romtehnica
ინდუსტრია აერონავტიკა რომანა
საგარეო მომწოდებლები ამჟამად:
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთ. სამეფო
დროშა: გერმანია გერმანია
დროშა: ესპანეთი ესპანეთი
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
იტალიის დროშა იტალია
ისრაელის დროშა ისრაელი
დროშა: ავსტრია ავსტრია
შვეიცარიის დროშა შვეიცარია
დროშა: სარ სარ
დროშა: რუსეთი რუსეთი
დროშა: კანადა კანადა
დროშა: დომინიკელთა რესპუბლიკა დომინიკანელთა რესპუბლიკა
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი

ყოფილი:
დროშა: სსრკ სსრკ

რუმინეთის შეიარაღებული ძალები (რუმ. Forţele Armate Române) — რუმინეთის აღმასრულებელი ხელისუფლების სამხედრო სტრუქტურა, რომლებიც ექვემდებარება ქვეყნის პრეზიდენტს და იმართება თავდაცვის სამინისტროს მიერ. შეიარაღებული ძალების მისიაა შეინარჩუნოს რუმინეთის სუვერენიტეტი, დაიცვას მისი სახმელეთო და საზღვაო ტერიტორიები, საჰაერო სივრცე და მათი განუყოფელი მთლიანობა. ასევე მისი მოვალეობაა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დამყარება და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მის შემადგენლობაშია არმია (Forţele Terestre Române), სამხედრო-საჰაერო ძალები (Forţele Aeriene Române), სამხედრო-საზღვაო ძალები (Forţele Navale Române)

ბიუჯეტი[რედაქტირება]

რუმინეთის მთლიანი სამხედრო ბიუჯეტი 1.78 მილიარდია, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 1.33%-ია.[4]

ძალა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : რუმინეთი და ნატო.
რუმინელი ჯარისკაცები ავღანეთში

რუმინეთი ნატო-ს 2004 წელს შეუერთდა. შედეგად, მომზადდა რუმინეთის არმია, 2007 წელს გაუქმდა გაწვევა და ძალები მთლიანად პროფესიულ არმიად იქცა.

განახლებულ შეიარაღებული ძალებში მსახურობს 90 000 ჯარისაკაცი, რომელთაგან დაახლოებით 75 000 სამხედრო პირია (დანარჩენი დაახლოებით 15 000 სამოქალაქო პირია).[5] . რუმინეთის სახმელეთო ძალები 45 800-ს, რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალები 13 250-სა და რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ძალები 6 800 ჯარისკაცს მოიცავს, ხოლო დანარჩენი 8 800 ჯარისკაცი სხვა სფეროებში მსახურობს. [6]

მოდერნიზაცია[რედაქტირება]

რუმინული F-16

რუმინეთის სამხედრო ძალებმა არსებითად უნდა გაიაროს რესტრუქტურიზაციის სამი ეტაპი. 2007 წელს პირველი მოკლევადიანი ეტაპი დასრულდა. სავარაუდოდ 2015 წელს მეორე ეტაპი დასრულდება და შეიარაღებული ძალები ნატოს ძალებთან უმაღლეს თავსებადობა მიაღწევს,[7] ხოლო 2025 წელს გრძელვადიანი ეტაპი დასრულდება. ეტაპების მიზანია რუმინეთის სამხედრო ძალების სტრუქტურის მოდერნიზაცია, მოსამსახურეთა რაოდენობის შემცირება და ტექნოლოგიების გაუმჯობესება ნატო-ს სტანდარტებთან დასაახლოებლად.[7]

ქვეყნის გარეთ განლაგებული ძალები[რედაქტირება]

რუმინელი ჯარისკაცები ავღანეთის სამხრეთში შეურთდნენ ამერიკელი სამხედროების ოპერაციას

რუმინეთის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ ერაყის ტერიტორიაზე ოპერაციებში აშშ-ის მხარეს. ერაყში, ერთდროულად ყველაზე ბევრი, 730 ჯარისკაცი რუმინეთს ტერიტორიის დატოვების დაწყებამდე ჰყავდა. ბოლო რუმინელი ჯარისკაცმა ერაყი 2009 წლის 24 ივლისს დატოვა.

ქვეყნის სამხედრო ძალები დღეს ავღანეთის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობენ. 2010 წელს ავღანეთში 1 800 რუმინელი ჯარისკაცი იბრძოდა. 2010 წლის 8აპრილს ქვეყნის პრეზიდენტმა ტრაიან ბესესკუმ განაცხადა, რომ რუმინეთი ავღანეთში სამხედრო კონტიგენტს გააორმაგებდა.[8]

გასამხედროებული დაწესებულებები[რედაქტირება]

რუმინელი ჯარისკაცები 2007 წელს, ბასტილიის დღის სამხედრო აღლუმზე პარიზში

მოცემული დაწესებულები არის გასამხედროებული, თუმცა არ არის სამხედრო ძალების ნაწილი:

სქოლიო[რედაქტირება]

თარგი:რუმინეთის თემები