რუთ პერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რუთ სანდო ფანბულე პერი
ლიბერიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 სექტემბერი 1996 – 2 აგვისტო 1997
წინამორბედი ვილტონ სანკავულო
მემკვიდრე ჩარლზ ტეილორი

დაბადებული 16 ივლისი 1939
გრანდ-კეიპ-მაუნტი ლიბერია

რუთ სანდო ფანბულე პერი (დ.16 ივლისი, 1939, გრანდ-კეიპ-მაუნტი, ლიბერია) — ლიბერიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ლიბერიის დროებითი სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი (1996-1997). დაიბადა იურისტების ოჯახში. ლიბერიის სანტა ტერეზას სახელობის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ლიბერიის უნივერსიტეტში და მიიღო იურისტის დიპლომი და მასწავლებლის წოდება.

კარიერა[რედაქტირება]

მისი პოლიტიკური კარიერა 1980 წელს დაიწყო როდესაც გახდა ლიბერიის ისტორიაში პირველი სენატორი ქალი. ამავე წელს ლიბერიაში სამხედრო გადატრიალება მოხდა. პრეზიდენტ უილიამ ტოლბერტის ხელისუფლება დაამხო სამუელ დოუს შეიარაღებულმა რაზმმა. ქვეყანაში მისი დიქტატურა დამყარდა. დოუმ გააუქმა კონსტიტუცია და თავისი უამრავი მოწინააღმდეგე სიცოცხლეს გამოასალმა.

რუთ პერი მისდამი დაპირისპირებულთა ბანაკში აღმოჩნდა. ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ რაც დოუმ მრავალცოლიანობის დაკანონება გადაწყვიტა. ქალბატონმა სენატორმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია დიქტატორს და კანონი მრავლცოლიანობის შესხებ დაწუნებულ იქნა. 1990 წელს სამუელ დოუს ხელისუფლებაც სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დაემხო. 1996 წლამდე ქვეყანაში საკმაოდ არეული იყო პოლიტიკური სიტუაცია. სახელმწიფოს მმართველის პოსტზე ერთმანეთს ცვლიდნენ სამხედრო პირები. 1996 წლის აგვისტოში მოიწონეს სახელმწიფო საბჭოს ახალი შემადგენლობა რომელსაც თავჯდომარეობდა სწორედ ექსსენატორი ქალბატონი რუთ სანდო პერი. ახალმა საბჭომ ფუნქციონირება დაიწყო 3 სექტემბერს შესაბამიად რუთ პერიმაც სახელმწიფოს მეთაურის პოსტი 1996 წლის 3 სექტემბერს ჩაიბარა. როდესაც დადგა საკითხი პრეზიდენტის ადმინისტრაციულ სასახლეში გადასვლისა რუთ პერიმ უარი განაცხადა და ცხოვრება გააგრძელა დედაქალაქიდან საკმაოდ მოშორებით მდებარე საკუთარ ქოხში. 1997 წლის ივნისში მან რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატარა და ამავე წლის 2 აგვისტოს, მმართველობის ზუსტად 11 თვის თავზე ხელისუფლება გადასცა ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს ჩარლზ ტეილორს. თვითონ კი აწ უკვე პრეზიდენტყოფილმა ცხოვრება თავის ბუნგალოში გააგრძელა.

მის მიერ მომზადებული არჩევნები საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთერთ ყველაზე თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად მიიჩნია. 1999 წლიდან ქალბატონი რუთ პერი აფრიკის ერთობის ორგანიზაციის ვიცე-გენერალური მდივანია.

ფემინისტური მოღვაწეობა[რედაქტირება]

ქალბატონი პერი აქტიურად მონაწილეობდა ფემინისტური ორგანიზაციების მუშაობაში. 1997 წლის მაისში მონაწილეობა მიიღო აბუჯის კონფერენციაზე რომელსაც „პირველი ქალბატონების სამიტი“ ეწოდა. ამ სამიტზე მონაწილეებს ესაუბრა თავისი ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე, ისაუბრა ქვეყნის მომავალზე, შეეხო ბავშვთა უფლებებსაც. მან აღნიშნა, რომ იგი როგორც დედა (მას 7 შვილი ჰყავს) ვალდებულია იზრუნოს ბავშვების მომავალზე, რაც მისი საქმიანობის პრიორიტეტია, რადგანაც, როგორც გამოკვლევებიდან ირკვევა ქვეყანაში სამოქალაქო ომის დროს ორივე დაპირისპირებული მხარის 70 %-ს 15 წლის მოზარდები შეადგენდნენ.

ჯილდოები[რედაქტირება]

ქალთა უფლებების და მშვიდობის განმტკიცებისათვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის ქალბატონი პერი დაჯილდოვებულია როგორც თავისი ქვეყნის ასევე აშშ-ს ფულადი პრემიებით და ჯილდოებით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

წინამორბედი:
ვილტონ სანკავულო
ლიბერიის პრეზიდენტი
(მოვალეობის შემსრულებელი)

19961997
შემდეგი:
ჩარლზ ტეილორი