რუვუმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუვუმა
ქვეყანა ტანზანიის დროშა ტანზანია მოზამბიკის დროშა მოზამბიკი
სათავე ნიასას ტბის აღმოსავლეთი მთები
10°45′00″ ს. გ. 35°40′00″ ა. გ. / 10.75000° ს. გ. 35.66667° ა. გ. / -10.75000; 35.66667
სათავის სიმაღლე 1000 მ
შესართავი 10°28′28″ ს. გ. 40°26′13″ ა. გ. / 10.47444° ს. გ. 40.43694° ა. გ. / -10.47444; 40.43694
სიგრძე 800 კმ
აუზის ფართობი 150 000 კმ²
რუვუმა — მოზამბიკი
რუვუმა
რუვუმა
— სათავე, — შესართავი
რუვუმა ვიკისაწყობში

რუვუ’მა (როვუ’მა) — მდინარე აღმოსავლეთ აფრიკაში, უმეტესად მიედინება ტანზანიისა და მოზამბიკის საზღვრის გასწვრივ.

მდინარის ორი განშტოება ერთმანეთს 11°25′ ს. გ. 38°31′ ა. გ. / 11.417° ს. გ. 38.517° ა. გ. / -11.417; 38.517 კოორდინატზე უერთდება, უფრო გრძელი — ლუჯენდა, მოედინება ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, მეორე, როვუმა კი — აღმოსავლეთიდან. მისი სათავე ჰოლმის პლატოზე, ნიასას ტბიდან აღმოსავლეთით (10°45′ ს. გ. 35°40′ ა. გ. / 10.750° ს. გ. 35.667° ა. გ. / -10.750; 35.667) კოორდინატზე მდებარეობს. გარდა ლუჯენდისა, რუვუმას უერთდება მსინჯე და ლუჩულინგო. ქვემო წელში მდინარე მნიშვნელოვნად ფართოვდება, ქმნის ტყის დაფარულ კუნძულებს, რომელთაგან უმრავლესობა დასახლებულია. მშრალ სეზონზე მდინარე ბევრ ადგილზე თხელდება და ფონს ქმნის. ინდოეთის ოკეანესთან შესართავის სიგანე 1600 მეტრზე მეტია. რუვუმას საერთო სიგრძე დაახლოებით 1600 კილომეტრია.

ხიდი მდინარეზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოზამბიკის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1975 წელს იყო წინადადება მოზამბიკისა და ტანზანიის ერთმანეთთან დასაკავშირებლად მდინარეზე აეშენებინათ ხიდი. 1980-იან წლებში მომზადდა პროექტი და ჩატარდა რიგი სამუშაოებისაა, თუმცა ხიდის მშენებლობა, ფინანსების ნაკლებობის გამო არ დასრულებულა. 2002 წელს, ორი ქვეყნის მთავრობებმა ახალი, 600 მეტრიანი ხიდის აშენებაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ხიდის მშენებლობა 2005 წლის 10 ოქტომბერს დაიწყო და დასრულდა 2010 წლის დასაწყისში და $ 29 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა.

2007 წელს რუვუმას ზემო წელში, ნიასას პროვინციაში მცირე ხიდი გაიდო.