რუდოლფ ავსტრიელი (1788-1831)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ერცჰერცოგი რუდოლფი

ერჰჰერცოგი რუდოლფ ავსტრიელი (გერმ.: Rudolf von Österreich) (* 8 იანვარი 1788, ფლორენცია; † 24 ივლისი 1831, ოლმიუცი) - იყო ჰაბსბურგ-ლოტარინგიის დინასტიის წარმომადგენელი, ოლმიუცის ფიურსტ-არქიეპისკოპოსი და კარდინალი.


ბიოგრაფია[რედაქტირება]

რუდოლფი 1805 წელს მღვდლად ეკურთხა. 1819 წელს ოლმიუცის ფიურსტ-არქიეპისკოპოსად იქნა დანიშნული, ხოლო 1820 წელს კარდინალის რანგში იქნა აყვანილი.

რუდოლფი ხელოვნების დიდი მოყვარული და მეცენი იყო. ის უკრავდა ფორტეპიანოზე და თვითონ წერდა კიდეც მუსიკალ ნაწარმოებებს. ის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მოსწავლე და დამფინანსებელი იყო. ბეთჰოვენის ვენაში ცხოვრების ხარჯებს, დაახ. 1500 ტალერს ის თავისი ხაზინიდან იხდიდა. რუდოლს ბეთჰოვენმა მიუძღვნა შემდეგი ნაწარმოებები: ოპუს 58, 73, 81ა, 96, 97, 106, 111, 133, 134 და “მისსა სოლემნის”, იგივე ოპუს 123, რომელიც რუდოლფის ოლმიუცის არქიეპისკოპოსად დანიშვნის დღისათვის იქნა დაწერილი.


ოჯახი[რედაქტირება]

მშობელები:


და-ძმები:


რუდოლფი დასაფლავებულია ვენაში, იმპერატორთა საძვალეში (ახალი საძვალე - ეპისკოპოსთა მწკრივი)