რპგ-7გ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქართული წარმოების ხელის ტანკსწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი რპგ-7 გასროლის დროს.

რპგ-7გ — ქართული წარმოების ხელის ტანკსაწინააღმდეგო რეაქტიული ყუმბარსატყორცნი. მისი დანიშნულებაა მოწინააღმდეგის მძიმედ დაჯავშნული ტანკების, მსუბუქი ჯავშანტექნიკის, საცეცხლე წერტილების და ცოცხალი ძალის განადგურება. ყუმბარსატყორცნით შესაძლებელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ასეულობით ტიპის 40 მმ კალიბრის კუმულაცური, ტანდემურ-კუმულაციური, მსხვრევადი, მსხვრევად-კუმულაციური, თერმობარული და სხვა ტიპის  ყუმბარების გასროლა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ რპგ-7 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნებს სერიულად XX საუკუნის 90-იან წლებში ამზადებდა. 2011 წლიდან კი აღნიშნული ყუმბარმტყოცნების წარმოება ახალი მასშტაბებით განახლდა. ყუმბარსატყორცნებით შეიარაღებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების რეგულარული და სარეზერვო ქვედანაყოფები.

ტექნიკური მხარე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი რპგ-7 გამოიყენება მოწინააღმდეგის მძიმე და მსუბუქი ჯავშანტექნიკის დაზიანებისთვის, რისთვისაც მის საბრძოლო მასალაში შედის სხვადასხვა ტიპის და ტექნიკური მონაცემების მქონე კუმულაციური მოქმედების რეაქტიული გასროლები. ქვეითი ცოცხალი ძალის დასაზიანებლად კი ყუმბარსატყორცნზე გამოიყენება მსხვრევადი რეაქტიული გასროლები.

რპგ-7 ის საშტატო გასროლები

ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები

  • ლულის კალიბრი - 40 მმ
  • ყუმბარსატყორცნის სიგრძე - 950 მმ
  • ცარიელი ყუმბარსატყორცნის მასა - 5.83 კგ
  • მაქსიმალური სამიზნე მანძილი - 500 მ
  • მაქსიმალური სროლის მანძილი - 1000 მ
  • ლულის რესურსი - 1000 გასროლა
  • ყუმბარის ფრენის სიჩქარე - 112-145 მ/წმ
  • ოპტიკური სამიზნე - პგო-7ვ
  • საბრძოლო მასალა - რპგ-7 ის ნებისმიერი ტიპის გასროლა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]