როუზ ბირნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როუზ ბირნი

როუზ ბირნი 2013 წელს
დაბადების სახელი მერი როუზ ბირნი
დაბადების თარიღი 24 ივლისი, 1979 (1979-07-24) (44 წლის)[1]
სიდნეი, ავსტრალია
მოქალაქეობა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
ალმა-მატერი სიდნეის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1994–დღემდე
პარტნიორ(ებ)ი ბრენდან კოუელი (2012-დღემდე)
შვილ(ებ)ი 2
მშობლები მამა: რობინ ბირნი
დედა: ჯეინ ბირნი

მერი როუზ ბირნი[2][3] (ინგლ. Rose Byrne; დ. 24 ივლისი, 1979, სიდნეი) — ავსტრალიელი კინომსახიობი. მონაწილეობა აქვს მიღებული კინოფილმებში: „ტროა“ (2004), „შეპყრობილი“ (2004), „მარი ანტუანეტი„ (2006), „მზის ნათება“(2007), „28 კვირის შემდეგ“ (2007), „ცოდნა“ (2009), „გაქცევა ვეგასიდან“ (2010), „იქს-ადამიანები: პირველი კლასი“ (2011), „გოგოების წვეულება ვეგასში“ (2011), „კადრები“ (2013), „კურდღელი პიტერი“ (2018) და სხვა. ნომინირებული იყო ოქროს გლობუსსა და ემის პრემიაზე.

მერი როუზ ბირნი დაიბადა ავსტრალიის ქალაქ სიდნეის ერთ-ერთ გარეუბანში, ირლანდიური და შოტლანდიური წარმოშობის ოჯახში[4][5]. დედამისი ჯეინ ბირნი — მუშაობს ადმინისტრატორად დაწყებით სკოლაში, ხოლო მამამისი — რობინ ბირნი მარკეტოლოგია[6]. 8 წლიდან ავსტრალიის ახალგაზრდულ თეატრში იღებდა სამსახიობო ხელოვნების გაკვეთილებს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა დაიწყო ჯერ კოლეჯსა და შემდეგ სიდნეის უნივერსიტეტში. 1999 წლიდან სწავლა განაგრძო დევიდ მამეტისა და უილიამ მეისის ატლანტის თეატრში.[7]

როუზს ჰყავს უფროსი ძმა ჯორჯ ბირნი და ასევე უფროსი ორი და — ელის ბირნი და ლუსი ბირნი. სამივე მათგანი ასე თუ ისე ჩაბმულია ხელოვნების სფეროში. მისი ძმა ფოტოგრაფია, ხოლო დებიდან ერთი მხატვარია, მეორე კი ლონდონის ერთ-ერთი ფირმის გამომცემლობაში მუშაობს. მისი მშობლები ათეისტები არიან, ხოლო ბირნი საკუთარ თავს აგნოსტიკოსად თვლის[8]. ორი წლის განმავლობაში იყო კომპანია Max Factor-ის სახე.

როუზ ბირნის სამსახიობო კარიერა ათვლას 1989 წლიდან იწყებს და დღემდე გრძელდება. 1990-იან წლებში ძირითადად სერიალებში იღებდნენ. თავდაპირველად თავი მოსინჯა ერთ-ერთ სერიალში („ჯი-პი“, G.P.), რომელსაც 7 წელი იღებდნენ. პირველი როლი კინოში („დალასის თოჯინა“, 1994) მიიღო 12 წლის ასაკში. შემდეგ წლებში როლებს იღებდა ავსტრალიურ ტელესერიალებში. 1999 წელს როლი მიიღო კრიმინალური ჟანრის ფილმში „ორი ხელი“, სადაც მასთან ერთად ითამაშა ჰით ლეჯერმა. დაახლოებით 6 წლის განმავლობაში ურთიერთობაში იმყოფებოდა ბრენდან კოუელთან. ხვდებოდა აგრეთვე გრეგორ ჯორდანს. 2012 წლიდან ხვდება ბობი კანავალეს.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1994 სათამაშო დალასი Dallas Doll სომერსი
1999 ორი ხელი Two Hands ალექსი
2000 ისევ კოლეჯში My Mother Frank ჯენი
2000 ქალღმერთი 1967 The Goddess of 1967 BG
2002 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა Star Wars: Episode II – Attack of the Clones დორმე
2002 მოჩვენებების ქალაქი City of Ghosts საბრინა
2003 მე დავიპყრობ სასახლეს City of Ghosts როუზ მორტმეინი
2003 ღამე რომელსაც დღე ვუწოდეთ The Night We Called It a Day ოდრი ოპლები
2003 გამოუსწორებელი ოპტიმისტი The Rage in Placid Lake ჯემა ტეილორი
2003 წაღება Take Away სონია სტილანო
2004 ტროა Troy ბრისეიდა
2004 შეპყრობილი Wicker Park ალექს დენვერი
2005 მეზობლები The Tenants ირენ ბელი
2006 მარია ანტუანეტა Marie Antoinette ჰერცოგინია დე პოლინიაკი
2006 მკვდარი გოგონა The Dead Girl ლეა
2007 მზის ნათება მზის ნათება კასი
2007 28 კვირის შემდეგ 28 Weeks Later სკარლეტი
2008 ცოცხლად დამარხულნი Just Buried რობერტა
2008 ნაზი კლანჭი The Tender Hook აირისი
2009 ცოდნა Knowing დაიანა
2009 ადამი Adam ბეთი
2010 მეც მიყვარხარ ნასვამი მგზავრი კამეო
2010 გაქცევა ვეგასიდან Get Him to the Greek ჯეკი ქიუ
2011 ასტრალი Insidious რენაი
2011 გოგონების წვეულება ვეგასში Bridesmaids ელენ ჰარისი
2011 იქს-ადამიანები: პირველი კლასი X-Men: First Class მოირა მაკტაგერტი
2012 ადგილი ფიჭვის ქვეშ The Place Beyond the Pines ჯენიფერი
2013 ერთ წელიწადს გაძლევ I Give It a Year ნეტი
2013 კადრები The Internship დანა
2013 ბედის 10 გაელვება The Turning რეა
2013 ასტრალი 2 Insidious 2 რენაი
2014 მეზობლები Neighbors კელი რადნერი
2014 ზრდასრული დამწყებები Adult Beginners ჯასტინი
2014 აქ გტოვებ This Is Where I Leave You პენი მური
2014 ენი Annie გრეის ფარელი
2014 ერთიანობა Unity მთხრობელი
2015 ჯაშუში Spy რაიანა ბოიანოვი
2015 აბეზარი The Meddler ლორი მინერვინი
2016 მეზობლები 2: ქალთა კლუბის აჯანყება Neighbors 2: Sorority Rising კელი რადნერი
2016 იქს-ადამიანები:აპოკალიპსი X-Men: Apocalypse მოირა მაკტაგერტი
2017 მიყვარხარ მამიკო I Love You, Daddy გრეის კულენი
2018 ასტრალი: უკანასკნელი გასაღები Insidious: The Last Key რენაი ლამბერტი
2018 შიშველი ჯულიეტა Juliet, Naked ენი პლეტი
2018 კურდღელი პიტერი Peter Rabbit ბეა
2018 არასწორი მშობლები Instant Family ელი ვაგნერი
2019 მე ვარ დედა I Am Mother დედა (ხმა)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Rose Byrne Biography (1979-). ციტირების თარიღი: 7 თებერვალი, 2016.
  2. Rose Byrne talks Irish Roots – & movies Damages, Knowing & Get Him to the Greek. YouTube. ციტირების თარიღი: 30 მაისი, 2010.
  3. Annette Dasey. (10 ივნისი, 2009) Ten Minutes with Rose Byrne. Yahoo! 7 Lifestyle. Yahoo! Lifestyle Network. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ივლისი, 2015. ციტირების თარიღი: 4 იანვარი, 2014.
  4. Burke, Gavin. (25 March 2009) Q&A With Star of 'Knowing', Rose Byrne. entertainment.ie. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი 2018. ციტირების თარიღი: 4 ივნისი, 2011.
  5. Lipworth, Elaine. (31 ივლისი, 2009) Rose Byrne: ‘I wanted to be Kylie Minogue’. The Sunday Times. ციტირების თარიღი: 4 ივნისი, 2011.
  6. Rose Byrne Biography (1979-). Filmreference.com. ციტირების თარიღი: 2010-05-30.
  7. Rose Byrne Biography. TV.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 27 December 2012.
  8. Actress Rose Byrne on ‘Knowing’ Religion & the End of the World. Blackbookmag.com (2009-03-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-26. ციტირების თარიღი: 2010-05-30.