როს მაკდონალდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
როს მაკდონალდი
დაბ. თარიღი 13 დეკემბერი, 1915
დაბ. ადგილი შტატი კალიფორნია, ქალაქი ლოს-გატოსი
გარდ. თარიღი 11 ივლისი, 1983
გარდ. ადგილი შტატი კალიფორნია, ქალაქი სანტა-ბარბარა
ფსევდონიმი როს მაკდონალდი
საქმიანობა მწერალი
ეროვნება ამერიკელი
პერიოდი 1949 - 1983
ჟანრი დედექტიური

როს მაკდონალდი, კენეტ მილარი (ინგლ. Ross Macdonald; დ. 13 დეკემბერი, 1915 კალიფორნია, ლოს-გატოსი — გ. 11 ივლისი, 1983 კალიფორნია, სანტა-ბარბარა) — ამერიკელი მწერალი, დეტექტიური ჟანრის ოსტატი როს მაკდონალდი, რომლის ნამდვილი სახელია კენეტ მილარი, 1915 წლის 13 დეკემბერს კალიფორნიის შტატში ქალაქ ლოს-გატოსში დაიბადა.

მომავალმა მწერალმა ბავშვობა და სიყმაწვილე კანადაში გაატარა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა უნივერსიტეტში გააგრძელა. მოგვიანებით მილარების ოჯახი საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. როსმა უმაღლესი ჰუმანიტარული განათლება შტატებში დაასრულა. გახდა ფილოლოგიის დოქტორი, ასწავლიდა ინგლისურ ენასა და ლიტერატურას. შემდეგ სამი წელი ამერიკის საზღვაო ფლოტში მსახურობდა. სწორედ იმ პერიოდში დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. 1949 წელს ლიტერატურულ სამყაროში ორი ახალი პიროვნება გამოჩნდა - დეტექტივების ავტორი როს მაკდონალდი, ამ გვარით დაიწყო წერა კენეტ მილარმა და კერძო მაძებარი ლუ არჩერი, მწერლის შემდგომი დეტექტივების გმირი. უნიკალური მოვლენა გახდა ის, რომ მაკდონალდის ბესტსელერები ამერიკის კოლეჯების სასწავლო პროგრამაში შეიტანეს.

ამერიკელი კრიტიკოსები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მაკდონალდის რომანებმა დეტექტიური მწერლობის განვითარებაში ფუნდამენტური ცვლილებები შეიტანა. მაკდონალდი ცნობილია, როგორც „მაგარი დეტექტივის“ ავტორი, მის ნაწარმოებებში განხილულია როგორც ადამიანის სოციალური და გონებრივი შესაძლებლობები, ასევე მოცემულია დანაშაულისა და კრიმინალების ფსიქოლოგიური ანალიზი. როს მაკდონალდი 1983 წლის 11 ივლისს კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა-ბარბარაში გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • მსოფლიო დეტექტივების სეიფი, ტომი 6, თბილისი, 2010.