რონკალის სეიმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რონკალის სეიმი — საიმპერიო სეიმი, ლომბარდიის ლიგის თოთხმეტივე ქალაქისა და საღვთო რომის იმპერიის წარჩინებულებისა და საეკლესიო მოღვაწეების საერთო შეკრება. გაიმართა 1158 წელს პიაჩენცას მახლობლად.

ფრიდრიხ I ბარბაროსამ, მას შემდეგ, რაც რომის პაპისგან გვირგვინი მიიღო, დაიწყო ჩრდილოეთ იტალიაში „ახალი წესრიგის“ შემოღება: ქალაქთა წარმომადგენლები შეკრიბეს რონკალის სეიმზე და მოიწვიეს იურისტები ბოლონიიდან. ქალაქებს თავიანთი უფლებების დაცვა მოუწიათ; აღიარდებოდა მხოლოდ ის უფლებები, რომლებსაც იმპერატორის ქარტიები ამტკიცებდა. ფრიდრიხმა დაიტოვა უფლება, დაენიშნა ყველა ქალაქში თავისი მოხელე — პოდესტა.

ქალაქები აჯანყდნენ: მაგალითა, მილანმა ორწლიან ალყას გაუძლო, მაგრამ ბოლოს იძულებული იყო, დანებებულიყო. ქალაქი დასაჯეს: მცხოვრებლები გადაასახლეს რამდენიმე სოფელში, ხოლო ბაზარზე გაავლეს ღარი იმის ნიშნად, რომ მილანი არ აღდგებოდა. 1159 წელს ფრიდრიხ ბარბაროსამ არ აღიარა მორიგი პაპი — ალექსანდრე III (იმპერატორის პირადი მტერი) და საკუთარი დანიშნა. ალექსანდრე III-მ მხარი დაუჭირა ჩრდილო-იტალიური ქალაქების კვაშირს, ლომბარდიის ლიგას. ფრიდრიხმა სრული მარცხი განიცადა ლიგის ჯარებთან ლენიანოს ბრძოლაში (1176), ერთი წლის შემდეგ კი პაპს შეურიგდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]