რომის მოქალაქეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომის სახელმწიფო
ინსტიტუტები
რომის სამეფო
რომის რესპუბლიკა
რომის იმპერია
პრინციპატი დომინატი
ძირითადი მაგისტრატები:
საგანგებო მაგისტრატები:
სხვა თანამდებობები და წოდებები:
პოლიტიკა და კანონი:
რომის მოქალაქის ტოგა

რომის მოქალაქეობა — უმაღლესი სოციალური და პოლიტიკური სტატუსი ძველ რომში.

რომის მოქალაქის სტატუსი და ცნება დროთა განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა. თავდაპირველად რესპუბლიკის პერიოდში რომის მოქალაქეობა ჰქონდათ რომის მკვიდრ მოსახლეობას და ადრეული რესპუბლიკის და მეფეების პერიოდში ჩამოსახლებულ საბინელებს და ეტრუსკებს. რომის მოქალაქეებს შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და არჩეულიყვნენ მაგისტრატებად. მოქალაქის მონად გაყიდვა და სიკვდილით დასჯა სასამართლოს გარეშე შეუძლებელი იყო და მხოლოდ მოქალაქეს შეეძლო ლეგიონებში მსახურობა, მხოლოდ რომის მოქალაქეების ქორწინება ითვლებოდა კანონიერად და მათ მხოლოდ ჰქონდათ კონტრაქტების დადების უფლება.

რომის მოქალაქის განმასხვავებელი სამოსი იყო ტოგა, არამოქალაქეს მისი ტარების უფლება არ ჰქონდა.

იტალიის მოსახლეობას ლათინური მოქალაქეობა ჰქონდა, მათი პოლიტიკური უფლებები რომის მოქალაქეებთან შედარებით შეზღუდული იყო, მაგრამ არამოქალაქეზე მეტი უფლებები ჰქონდათ - ეს მოქალაქეებსა და არამოქალაქეებს შორის გარდამავალი რგოლი იყო.

მოკავშირეთა ომის შედეგად (ძვ. წ. I საუკუნის დასაწყისში) ძვ. წ. 88 წლის კანონით მოქალაქეობა მიიღო იტალიის იმ მოსახლეობამ ვინც შეწყვიტა ომი და დაყარა იარაღი.

რომის მოქალაქეეობის მიღება შესაძლებელი იყო სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებებით, ამის გარდა განთავისუფლებული მონებიც ავტომატურად იღებდნენ მოქალაქეობას.

იმპერიის პერიოდში მოქალაქეებმა პოლიტიკური უფლებები ფორმალურად არ დაკარგეს, მაგრამ პოლიტიკურ ძალას აღარ წარმოადგენდნენ. ავგუსტუსი ყველანაირად ცდილობდა მოქალაქის სტატუსი აემაღლებინა და განსაკუთრებით პრივილიგირებული გაეხადა, ამიტომ არამოქალაქეებისთვის მოქალაქეობის მიღებას იგი ყველანიერად ართულებდა.

ვესპასიანეს დროს კი იტალიის მთელმა მოსახლეობამ მიიღო მოქალაქეობა. ამ ეპოქაში მოქალაქეობის ყიდვაც შეიძლებოდა. ამის შემდეგ მოქალაქეობას ანიჭებდნენ მთელი ქალაქების მოსახლეობას, როდესაც ისინი რაიმე რთულ პირობებში რომის ერთგულები რჩებოდნენ.

212 წლის კანონით კი მოქალაქეობა იმპერიის ყველა თავისუფალმა მამაკაცმა მიიღო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]