რომაული სახელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რომის მოქალაქეების სახელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაცების სახელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველ რომში კაცის სახელი როგორც წესი შედგებოდა სამი ნაწილისგან: პირადი სახელი (praenomen), რომელსაც ბიჭს არქმევდნენ დაბადებიდან მერვე ან მეცხრე დღეს, გვარი, ანუ ოჯახის სახელი (nomen) და მეტსახელი, რომელიც ხშირად გვარის რომელიმე შტოს სახელი ხდებოდა (cognomen).

Praenomen - სახელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Praenomen ჰგავს თანამედროვე სახელს, თუმცა ძველ რომში იგი მხოლოდ კაცებს ჰქონდათ. დღევანდელი სახელისგან განსხვავებით, რომში იგი გამოიყენებოდა მხოლოდ ოჯახში და მეგობრების წრეში. 72 სახელიდან რომაელები უფრო ხშირად მხოლოდ 18 სახელს იყენებდნენ. სახელი ყოველთვის შემოკლებით იწერებოდა 1-3 ასო.

პრენომენი შემოკლება შენიშვნა
Appius App. აპიუსი, გადმოცემით ეს საბინური სახელია და კლავდიუსების გვარმა შემოიტანა რომში. ეს სახელი მხოლოდ კლავდიუსებს ერქვათ.
Aulus A. ან Avl. ავლუსი. არქაული ფორმა Olus, ასე რომ ძველი შემოკლება იყო O.
Decimus D. ან Dec. დეციმუსი. არქაული ფორმა Decumos
Gaius C. გაიუსი. ძალიან იშვიათად მოკლდება როგორც G. არქაული ფორმა Caius, წამოდულია ეტრუსკული სახელიდან Cae ან Cai.
Gnaeus Cn. გნეუსი. არქაული ფორმა Gnaivos, ძალიან იშვიათად მოკლდება როგორც Gn.; იწერებოდა ასევე როგორც Cnaeus; არსებობს ფორმები Naevus, Naeus
Kaeso К. კესო ან Caeso. იშვიათი სახელი. როგორც წესი მხოლოდ ფაბიუსების გვარში.
Lucius L. ლუციუსი, არქაული Loucios
Mamercus Мam. მამერკუსი, ოსკური წარმოშვების სახელი. ეტრუსკულად Mamerce. გამოიყენებოდა მხოლოდ ემილიუსის გვარში.
Manius M`. მანიუსი. შემოკლებისას აუცილებელია ზედა მძიმე.
Marcus M. მარკუსი, იწერებოდა ასევე როგორც Marqus. ეტრუსკული Marce
Numerius N. ნუმერიუსი, ისკური წარმოშვების სახელი.
Publius P. პუბლიუსი, არქაული Poblios. ეტრუსკული Puplie
Quintus Q. კვინტუსი. ასევე იწერებოდა Cuntus, Quinctus, Quintulus. ნიშნავს მეხუთეს.
Servius Ser. სერვიუსი.
Sextus Sex. სექსტუსი. ნიშნავს მეექვსეს
Spurius S. ან Sp. სპურიუსი. ზოგი მოსაზრებით აღნიშნავდა უკანონო შვილს. თუმცა პლუტარქეს აზრით ეს შეცდომით იყო გამოწვეული, რადგან უცნობი მამების შვილები ბერძნულად აღინიშნებოდა σίνε πάτρις ანუ ლათინური აბრივიატურა Sp. მოკლდება ისევე როგორც სპურიუსი.
Titus T. ტიტუსი ეტრუსკული Tite
Tiberius Ti. ან Tib. ტიბერიუსი. ეტრუსკული Thefarie


დანარჩენი სახელები გამოიყენებოდა იშვიათად და როგორც წესი სრულად იწერებოდა: Agrippa, Ancus, Annius, Aruns, Atta, Cossus, Denter, Eppius, Faustus, Fertor, Herius, Hospolis, Hostus, Lar, Marius, Mesius, Mettus, Minatius, Minius, Nero, Novius, Numa, Opiter, Opiavus, Ovius, Pacvius (Paquius), Paullus, Pescennius (Percennius), Petro, Plancus, Plautus, Pompo, Popidius, Postumus, Primus, Proculus, Retus, Salvius, Secundus, Sertor, Statius, Servius, Tertius, Tirrus, Trebius, Tullus, Turus, Volero, Volusus, Vopiscus. სახელი Pupus გამოიყენებოდა მხოლოდ ბაშვნებთან მიმართებაში.

ადრეულ რესპუბლიკაში ტრადიციულად სახელებს არქმევდნენ მხოლოდ პირველ ოთხ ვაჟს, შემდეგებს კი მხოლოდ ნომრებით უწოდებდნენ, მაგალითად: Quintus (მეხუთე), Sextus (მეექვსე), Septimus (მეშვიდე), Octavius (მერვე), Decimus (მეათე). დროთა განმავლობაში ეს სახელები უკვე საყოველთაო გახდა, ანუ თუ ადამიანს ერქვა კვინტუსი ან სექსტუსი, იგი არ იყო აუცილებელი რომ ოჯახში მეხუთე ან მეექვსე ძე ყოფილიყო.

ძვ. წ. 230 სენატის განყარგულებით უფროს ვაჟზე გადადიოდა მამის სახელი. მაგალითად გაიუს იულიუს კეისარს ერქვა გაიუსი, როგორც მის მამას და ბაბუას.

ზოგ გვარში მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის სახელები გამოიყენებოდა, მაგალითად კორნელიუს სციპიონებში იყო მხოლოდ გნეუს, ლუციუს და პუბლიუს სახელები. კლავდიუს ნერონებში მხოლოდ ტიბერიუსი და დეციმი.

თუ რომელიმე გვარში ვინმემ ჩაიდინა სახელმწიფოს წინაშე დიდი დანაშაული, მაშინ ამ გვარს ეკრძალებოდა დამნაშავის სახელის გამოყენება. მაგალითად, მანლიუსების გვარში არ გამოიყენებოდა სახელი მარკუსი, კლავდიუსებში ლუციუსი, ხოლო მეორე ტრიუმვირატის დაშლის შემდეგ ანტონიუსებში აიკრძალა სახელი მარკუსი.

Nomen - გვარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხ. რომაული გვარების სია
გვარების წარმოშვება და სუფიქსები
წარმოშვება დაბოლოება მაგალითები
რომაული -ius TulliusJulius
-is Caecilis
-i Caecili
საბინური - ოსკური -enus AlfenusVarenus
უმბრული -as Maenas
-anas Mafenas
-enas AsprenasMaecenas
-inas CarrinasFulginas
ეტრუსკული -arna Mastarna
-erna PerpernaCalesterna
-enna SisennaTapsenna
-ina CaecinaPrastina
-inna Spurinna

Nomen ანუ ოჯახის სახელი იყო დაახლოებით იგივე რაც დღევანდელი გვარი. ქართული გვარი ალბათ ძალიან ახლოსაა რომაულ ნომენთან, ვინაიდან ქართული გვარიც მიუთითებს ადამიანის გენეოლოგიაზე და წარმოშვებაზე, იმ ერების გვარებისგან განსხვავებით სადაც იგი შედარებით ცოტა ხნის წინ წარმოიშვა მამის სახელიდან.

რესპუბლიკის პერიოდში გვარები სრულდებოდა -ius ით (Tullius, Julius) და არარომაული წარმოშვების გვარები -is, -i. გვარები იწერებოდა როგორც წესი შემოკლების გარეშე. იმპერიის პერიოდში კი მოკლდებოდა მხოლოდ ძალიან ცნობილი გვარები: Aelius — Ael., Antonius — Ant. ან Anton., Aurelius — Avr., Claudius — Cl. ან Clavd., Flavius — Fl. ან Fla., Julius — I. ან Ivl., Pompeius — Pomp., Valerius — Val., Ulpius — Vlp.

ვარონის მიხედვით გვარების რაოდენობა ათასს აღწევდა. ბევრი გვარი იმდენად ძველი იყო, რომ მათი მნიშვნელობა დავიწყებულია.

Cognomen - მეტსახელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Cognomen თავდაპირველად იყო პიროვნების მეტსახელი. ძვ. წ. 100 წლამდე ოფიციალურ დოკუმენტებში კოგნომენ არ იწერებოდა, შემდეგ კი იგი საყოველთაოდ მიღებული გახდა. კოგნომენი მამიდან შვილზე გადადიოდა, რომელიც შემდეგ გვარის შტოს სახელი ხდებოდა. კოგნომენებია ციცერონი, კეოსარი და ა.შ. მაგალითად კორნელიუსების გვარს მიეკუთვნებოდნენ სციპიონების, რუფინუსების და ლენტულუსების ოჯახები. ძვ. წ. I საუკუნეში კოგნომენი პრაქტიკულად ყველა პატრიციულ ოჯახს ჰქონდა. ზოგ პლებეურ გვარს კი საერთოდ არ ჰქონდა კოგნომენი. თუმცა კოგნომენის არ ქონა კანონზომიერებიდან გამონაკლისი უფრო იყო, ვინაიდან ბევრი რომაული გვარი იმდენად ძველი იყო რომ არაერთ შტოს მოიცავდა. კოგნომენი გვარზე ბევრად გვიან გაჩნდა, ამიტომ მათი მნიშვნელობა ხშირად გასაგებია.

Agnomen[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოგნომენის გარდა ადამიანს შესაძლოა კიდევ ერთი - პირადი მეტსახელი ჰქონოდა, რომელიც კოგნომენისგან განსხვავებით არ გადაეცემოდა მემკვიდრეობით. მაგალითად პუბლიუს კურნელიუს სციპიონს ოჯახური კოგნომენის გარდა კიდევ აგნომენი დაემატა აფრიკაში ჰანიბალის დამარრცების შემდეგ და გახდა პუბლიუს კურნელიუს სციპიონ აფრიკანუსი.

აგნომენის საჭიროება იმაშიც გამოიხატებოდა, რომ უფროსი ძე იღებდა მამის სამივე სახელს და საჭირო ხდებოდა კიდევ ერთი სახელი მამისგან გასასხვავებლად.

აგნომენები როგორც წესი ჰქონდათ ძველ განთქმულ გვარებს, სადაც კოგნომენები და გვარები შერწყმული იყო ერთმანეში. მაგალითად ცეცილიების (Caecilii) გვარს ჰქონდა ძველი კოგნომენი მეტელუსი (Metellus) და გვარი მოიხსენებოდა როგორც ცეცილი მეტელუსები.

ნაშვილებთა სახელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც ხდებოდა ადამიანის შვილად აყვანა, მაშინ შვილობილი გადადიოდა ახალ გვარზე, ძველ გვარს კი ემატებოდა სუფიქსი -an-, რომელიც აგნომენის ადგილს იკავებდა. მაგალითად პუბლიუს კორნელიუს სციპიონ ემილიანუს აფრიკანუსი იყო ლუციუს ემილიუს პაულუს მაკედონიკუსის ბიოლოგიური შვილი, მაგრამ ნაშვილები იყო კორნელიუს სციპიონის ოჯახის მიერ. ასევე გაიუს ოქტავიუსი იშვილა მისმა ბაბუამ გაიუს იულიუს კეისარმა, რის შემდეგაც მისი სახელი გახდა გაიუს იულიუს კეისარი ოქტავიანუსი.

დამატებითი ელემენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბევრ ოფიციალურ წარწერებში პრენომენის, ნომენის და კოგნომენის გარდა იწერებოდა მამის და ხანდახან ბაბუის სახელიც შემოკლებულ ფორმაში, მაგალითად L.f. აღნიშნავდა ლუციუსის ძეს, M.n. კი მარკუსის შვილიშვილს.

იმპერიის პერიოდში სახელებში ხდებოდა ხანდახან ტრიბების მითითებაც. მაგალიღად სახელი: Marcus Aurelius Marci f. Quinti n. tribu Galeria Antoninus Pius, domo Caesaraugusta ასე გაიშიფრება:

  • praenomen: მარკუსი
  • nomen: ავრელიუსი
  • patronimicus: მარკუსის ძე
  • ბაბუა: კვინტუსი
  • ტრიბი: Galeria (ტრიბი კესარავგუსტის რეგიონი ესპანეთში)
  • cognomen: ანტონინუსი
  • agnomen: პიუსი
  • ქალაქი: კესარავგუსტი (სარაგოსა)

ოქტავიანე ავგუსტუსის სახელის ცვლილებები:

ძვ. წ. 63 ავგუსტუსი დაიბადა:

  • C·OCTAVIVS·C·F·
  • გაიუს ოქტავიუსი გაიუსის ძე

ძვ. წ. 44 აგვუსტუსი იშვილა იულიუს კეისარმა:

  • C·IVLIVS·C·F·CAESAR·OCTAVIANVS
  • გაიუს იულიუსი გაიუსის ძე კეისარი ოქტავიანუსი

ძვ. წ. 42 გაიუს იულიუს კეისარი გააღმერთეს:

  • C·IVLIVS·DIVI·F·CAESAR·OCTAVIANVS
  • გაიუს იულიუსი ღვთაებრივის ძე კეისარი ოქტავიანუსი

ძვ. წ. 31 ავგუსტუსი არმიან იმპერატორად გამოაცხადა:

  • IMP·C·IVLIVS·DIVI·F·CAESAR·OCTAVIANVS
  • იმპერატრი გაიუს იულიუსი ღვთაებრივის ძე კეისარი ოქტავიანუსი

ძვ. წ. 27 რომის სენატმა მას ავგუსტუსი უწოდა:

  • IMP·CAESAR·DIVI·F·AUGUSTUS
  • იმპერატორი კეისარი ღვთაებრივის ძე ავგუსტუსი

ქალების სახელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომში ქალებს კერძი სახელები არ ჰქონდათ. მათი სახელი იყო გვარის ქალის ფორმა. მაგალითად: Tullia - ტულია - ტულიუსების გვარიდან, Julia - იულია იულიუსების გვარიდან. ანუ ერთ გვარში ყველა ქალს ერთი და იგივე სახელი ჰქონდა. როდესაც ოჯახში მეორე ქალიშვილი იბადებოდა, მაშინ მას უწოდებდნენ უმცროსს (Minor), ხოლო პირველს უფროსს (Major), თუ კი ოჯახში ორზე მეტი გოგო იბადებოდა, მაშინ მათ ნომრებით უწოდებდნენ.

გათხოვების შემდეგ ქალის გვარს ემატებოდა ქმნრის კოგნომენი, მაგალითად: Cornelia, filia Cornelii, Gracchi - კორნელია, კორნელიუსის ასული გრაქჰუსი.

წარჩინებულ ქალებს საკუთარი გვარის გარდა შეეძლოთ ეტარებინათ ასევე მამის კოგნომენი, მაგალითად სულას ცოლს ერქვა ცეცილია მეტელა, ხოლო ავგუსტუსის ცოლს ლივია დრუზილა.

წარწერებში ქალების სახელებთან იწერებოდა მამის პრენომენი და კოგნომენი, ასევე ქმნის კოგნომენი ნათესაობით ბრუნვაში: Caeciliae, Q(uinti) Cretici f(iliae), Metellae, Crassi (uxori) — ცეცილია მეტელას, კვინტუს კრეტიციუსის ასულის კრასის ცოლის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]