როლი (ქალაქი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
როლი
Raleigh
Downtown-Raleigh-from-Western-Boulevard-Overpass-20081012.jpeg
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
შტატი ჩრდილოეთი კაროლინა
კოორდინატები 35°49′08″ ჩ. გ. 78°38′42″ დ. გ. / 35.81889° ჩ. გ. 78.64500° დ. გ. / 35.81889; -78.64500
ფართობი 375 კმ²
სიმაღლე 96
მოსახლეობა 423 179 კაცი ([[2012[1][2] |2012[1][2]]])
სიმჭიდროვე 1 097.17 კაცი/კმ²
აგლომერაცია 1 998 808
დროის სარტყელი UTC-5, ზაფხულში UTC-4
სატელეფონო კოდი 919, 984
ოფიციალური საიტი http://www.raleighnc.gov
მეტსახელი „მუხების ქალაქი“.

როლი (ქალაქი) მდებარეობა აშშ

Red pog.svg

როლი (ქალაქი) მდებარეობა ჩრდილოეთი კაროლინა

Red pog.png

როლი (ინგლ. Raleigh [rɔːli])[3] — ქალაქი აშშ-ში. ჩრდილოეთ კაროლინის შტატის დედაქალაქი და სიდიდით მეორე ქალაქი შარლოტის შემდეგ. როლი ცნობილია, როგორც „მუხების ქალაქიმუხის ხეების სიმრავლის გამო, რომლებიც ქალაქის ცენტალურ ქუჩებზეა დარგული.[4] 2011 წლის აღწერით როლიში ცხოვრობდა 416 468 ადამიანი (370 კმ2-ზე) და ამ მონაცემით ის აშშ-ს ქალაქებს შორის 42-ე ადგილს იკავებდა. ის ასევე ითვლება ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ქალაქად.[1][5][6] ქალაქს სახელი ეწოდა სერ უოლტერ როლის პატივსაცემად, რომელმაც როანაკის კუნძულზე დააარსა როანაკის კოლონია (დღევანდელი დეირის ოლქი).

როლი, დარემი და ჩაპელ-ჰილი არაინ „კვლევის სამკუთხედის“ მეტროპოლიური რეგიონის მთავარი ქალაქები. რეგიონის მეტსახელი „სამკუთხედი“ მომდინარეობს 1959 წელს დარემში შექმნილი Research Triangle Park-დან (კვლევების სამკუთხედი პარკი), რომელიც დაახლოებით როლისა და ჩაპელ-ჰილს შორის მდებარეობს. ასევე, ჩრდილოეთ კაროლინის სამი მთავარი კვლევითი უნივერსიტეტი: ჩრდილოეთ კაროლინის შტატის უნივერსიტეტი, დიუკის უნივერსიტეტი და ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტი ჩაპელ-ჰილში სწორედ ამ რეგიონში მდებარეობს. 2012 წლის აღწერით როლი–დარემი–ჩაპელ-ჰილის რეგიონის მოსახლეობა 1 998 808 ადამიანს შეადგენდა.[7] ხოლო როლის მეტროპოლიური არეალის მოსახლეობა იყო 1 188 564 ადამიანი.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]

როლის ექვსი დაძმობილებული ქალაქი ჰყავს.[8][9]

ჯილდოები[რედაქტირება]

როლი აშშ-ს მასშტაბით ხშირად იღებს აღიარებას ცხოვრების მაღალი დონისა და კარგი ბიზნეს-კლიმატის გამო. ზოგიერთი ჯილდო აქ არის მოცემული:

  • აშშ-ს საუკეთესო საცხოვრებელი ადგილი - N1 (Businessweek.com, 2011 წლის ივნისი)[12]
  • საუკეთესო ადგილი ბიზნესისა და კარიერისთვის - N2 (Forbes.com, 2012 წლის ივნისი)[13]
  • 10 საუკეთესო ქალაქი განათლებული მუშაკებისთვის – N5 (247WallSt.com, 2011 წლის სექტემბერი)[14]
  • ყველაზე მომხიბლავი ბიზნეს ადგილი – N5 (KPMG, 2012 წლის მარტი)[15]
  • საუკეთესო ქალაქი აშშ-ში ჯანმრთელობისა და ბედნიერებისთვის – N3 (EcoSalon,2012 წლის მარტი)[16]
  • ტექნოლოგიური სამსახურების ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქი – N1 (Dice, 2012 წლის მარტი)[17]
  • საუკეთესო ქალაქი ოჯახებისთვის — N5 (Forbes, 2012 წლის აპრილი)[18]
  • 10 საუკეთესო ქალაქი ახლადდაქორწინებულებისთვის – N2 (Forbes.com, 2012 წლის ივლისი)[19]
  • საუკეთესო ადგილები პენსიაში გასული ოჯახებისთვის – N3 (Forbes.com, 2011 წლის იანვარი)[20]
  • აშშ-ს ტექნიკურად ყველაზე კარგად გამართული ქალაქი – N1 (Forbes.com, 2010 წლის მარტი)[21]
  • აშშ-ს ყველაზე უსაფრთხო ქალაქი – N1 (Forbes.com, 2010 წლის ოქტომბერი)[21]

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Table 1: Annual Estimates of the Population for Incorporated Places Over 100,000, Ranked by July 1, 2008 Population: April 1, 2000 to July 1, 2008 (CSV). 2008 Population Estimates. United States Census Bureau, Population Division (July 1, 2008). წაკითხვის თარიღი: July 2, 2009.
  2. Annual Estimates of the Population of Metropolitan and Micropolitan Statistical Areas: April 1, 2000 to July 1, 2008 (CSV). 2008 Population Estimates. United States Census Bureau, Population Division (July 1, 2009). წაკითხვის თარიღი: July 2, 2009.
  3. (2009) "Ralegh, Raleigh", Longman Pronunciation Dictionary. London: Pearson Longman. ISBN 978-1-4058-8118-0. 
  4. Population & Census Information“, City of Raleigh. წაკითხვის თარიღი: 2009-08-21. 
  5. Cary third fastest growing city in ’08; Raleigh is 8th, Durham 16th. wral.com (July 1, 2009). წაკითხვის თარიღი: July 2, 2009.
  6. Fisher, Daniel. “America's Fastest-Growing Cities“, Forbes.com. წაკითხვის თარიღი: 2012-05-14. 
  7. Population Estimates 2012 Combined Statistical Areas: April 1, 2010 to July 1, 2012. U.S. Census Bureau. წაკითხვის თარიღი: 2013-03-14.
  8. The Official City of Raleigh Portal. Raleighnc.gov. წაკითხვის თარიღი: 2012-05-18.
  9. The Official City of Raleigh Portal. Raleigh-nc.org. წაკითხვის თარიღი: 2012-01-04.
  10. Sister Cities Association of Raleigh, Raleigh Sister Cities. Raleighsistercities.org. წაკითხვის თარიღი: 2012-01-04.
  11. Raleigh, North Carolina. Sister Cities International. წაკითხვის თარიღი: 2013-01-29.
  12. Wong, Venessa. Which is America's Best City?. BloombergBusinessWeek. წაკითხვის თარიღი: 27 February 2013.
  13. Badenhausen, Kurt. The Best Places for Business and Careers. Forbes.com. წაკითხვის თარიღი: 27 February 2013.
  14. The 10 Best Cities for Educated Workers. 24/7 Wall Street. წაკითხვის თარიღი: 27 February 2013.
  15. Oklahoma City, Nashville Ranked Most Cost-Attractive Business Locations Among Mid-Sized U.S. Cities. KPMG. წაკითხვის თარიღი: 27 February 2013.
  16. Marati, Jessica. The Healthiest and Happiest Cities in the U.S.. Ecosalon.com. წაკითხვის თარიღი: 27 February 2013.
  17. Bewley, Jennifer. Fastest-Growing Cities for Technology Jobs. Dice.com. წაკითხვის თარიღი: 27 February 2013.
  18. Van Riper, Tom. The Best Cities for Raising a Family. Forbes.com. წაკითხვის თარიღი: 27 February 2013.
  19. Taylor, Kari. The 10 Best Cities for Newlyweds. Forbes.com. წაკითხვის თარიღი: 27 February 2013.
  20. O'Malley Greenburg, Zack. Best Places for Bargain Retirement Homes. Forbes.com. დაარქივებულია ორიგინალიდან 10 April 2013-ში. წაკითხვის თარიღი: 27 February 2013.
  21. 21.0 21.1 Raleigh. Forbes.com. დაარქივებულია ორიგინალიდან 28 June 2013-ში. წაკითხვის თარიღი: 27 February 2013.