როკის კონცხი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
როკის კონცხი – ტურისტების საყვარელი ადგილი

როკის კონცხი (პორტ. Cabo da Roca) – ევროპის ყველაზე დასავლეთი წერტილი. მდებარეობს პორტუგალიის ტერიტორიაზე. რომაელები მას უწოდებდნენ «Promontorium Magnum», ხოლო დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში – ლისაბონის კონცხს.

კონცხი მდებარეობს ლისაბონიდან 40 კილომეტრზე დასავლეთი, ხოლო სინტრიდან 18 კოლომეტრში. კონცხი მდებარეობს ატლანტის ოკეანის დონიდან 140 მეტრზე. კონცხის კოორდინატებია: 38°46′51″ ჩ. გ. 9°29′54″ დ. გ. / 38.78083° ჩ. გ. 9.49833° დ. გ. / 38.78083; -9.49833.

პორტუგალიელმა მწერალმა ლუის კამოენსმა კონცხზე თქვა: „ეს არის ადგილი სადაც მთავრდება დედამიწა და იწყება ზღვა“ (პორტ. Onde a terra acaba e o mar começa).