როიტერსი
ვიკიპედიიდან
როიტერსი. სააგენტო როიტერსის (ინგლ. Reuters Group plc) ისტორია იწყება 1851 წელს, როდესაც პოლ როიტერმა ლონდონში გახსნა ოფისი და დაიწყო საბირჟო ახალი ამბების გადაცემა პარიზში ახალი სატელეგრაფო კაბელით. სააგენტოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 197 ბიურო აქვს დაარსებული. სააგენტოში მუშაობს 14 ათასი ადამიანი, მათ შორის 2300 ჟურნალისტი.

