როზმარის ბავშვი (ფილმი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
როზმარის ბავშვი
ჟანრი საშინელებათა ფილმი
დამდგმელი რეჟისორი რომან პოლანსკი
პროდიუსერი უილიამ კასტლი
სცენარის ავტორი რომან პოლანსკი
ნაწარმოები ირა ლევინის „როზმარის ბავშვი“
როლებში მია ფეროუ
ჯონ კასავეტისი
მუსიკა კშიშტოფ კომედა
ოპერატორი უილიამ ფრეიკერი
მონტაჟი სემ ო'სტინი
დისტრიბუტორი Paramount Pictures
გამოსვლის თარიღი 12 ივნისი 1968
ხანგრძლივობა 136 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 3 მლნ აშშ დოლარი
შემოსავალი 33 მლნ აშშ დოლარი
კინოგიდის პროფილი
IMDb პროფილი

როზმარის ბავშვი (ინგლ. Rosemary's Baby) — რომან პოლანსკის 1968 წლის ფსიქოლოგიური საშინელებათა ფილმი, რომელიც დაფუძნებულია ირა ლევინის ამავე სახელწოდების წიგნზე. ფილმის მთავარი გმირია ორსული ქალი, რომელიც შეშფოთებულია მისი ქმრისა და მეზობლების მეგობრობით, რადგან მეზობლები ოკულტური რიტუალებით არიან გატაცებულნი. ფილმის თავდაპირველი სახელწოდება იყო „ილოცე როზმარის ბავშვისთვის“. 1990-იან წლებში გადაღებული ქართული სატელევიზიო სერიალი „სახლი ძველ უბანში“ იმეორებს ფილმის სიუჟეტს. რუთ გორდონმა ფილმში შესრულებული როლისთვის მიიღო ოსკარი და ოქროს გლობუსი ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]