როზეტა ასათიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როზეტა ასათიანი
მშობლიური სახელი როზეტა ასათიანი
დაბ. თარიღი 24 ივნისი, 1939 (1939-06-24) (84 წლის)
დაბ. ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობა სსრკ და საქართველო
საქმიანობა ეკონომისტი
ჯილდოები პაატა გუგუშვილის სახელობის პრემია, სამეცნიერო ნაშრომისათვის (2013), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო პრემია (2008), ღირსების ორდენი (1999), საქართველოს ეკონომისტთა საზოგადოების სამეცნიერო პრემია (1998), რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვ. ვერნადსკის სახელობის ოქროს მედალი ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში წვლილისათვის (2017), იუნესკოს მიერ დაწესებული საპატიო სიგელი ეკონომიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის (2017) და სხვ.
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

როზეტა ასათიანი (დ. 24 ივნისი, 1939, ქუთაისი) — ქართველი ეკონომისტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1994), საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1996), ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (1999), რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის (საქართველოს განყოფილება) ნამდვილი წევრი (2007).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როზეტა ასათიანმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1962 წელს. 1972-2006 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ ასისტენტის, შემდგომ დოცენტისა და 1993-2006 წლებში პროფესორის თანამდებობებზე. 2007 წლიდან (დღემდე) არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, 2012 წლიდან თსუ-ის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ-კონსულტანტი, 2014 წლიდან — თსუ-ის რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი, 2017 წლიდან — საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკის ექსპერტი. ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის: მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, ეკონომიკისა და ბიზნესის განმარტებითი ლექსიკონები, თანამედროვე ეკონომიკის მცირე ენციკლოპედია; მრავალი სტატიის ავტორია ქართულ ენციკლოპედიაში, თანაავტორი და მთავარი რედაქტორი პირველი ქართული სახელმძღვანელოსი ეკონომიკურ თეორიაში (1998). 45-ზე მეტი მონოგრაფიის მეცნიერ-რედაქტორია.

პროფესორ როზეტა ასათიანის კალამს ეკუთვნის სასკოლო სახელმძღვანელოები ეკონომიკაში V-VI-VII კლასებისათვის. 1993 წელს ჩამოაყალიბა სტატისტიკური სამსახური „ბარომეტრის“ სახელწოდებით, გამოსცა სტატისტიკური კრებულები სერიით — საქართველო და გარე სამყარო, სახელდობრ „მოსახლეობა ციფრებში“ (1995), „მსოფლიო ციფრებში“ (2000). როზეტა ასათიანის კვლევის სფეროა მაკროეკონომიკის თეორიული და პრაქტიკული ხასიათის საკითხთა ფართო წრე, საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკისა და გლობალიზაციის ფრიად აქტუალური პრობლემები.

როზეტა ასათიანი პირველი და ერთადერთი ქართველი მკვლევარი ქალია, რომელმაც სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ეკონომიქსში. მიღებული აქვს ოქროს მედალი წარჩინებული სწავლისთვის (1957), საქართველოს ეკონომისტთა საზოგადოების სამეცნიერო პრემია (1988), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო სამეცნიერო პრემია (1994), ღირსების ორდენი (1999), საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო პრემია 2008 წლის საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისათვის ეკონომიკაში (2009), პაატა გუგუშვილის სახელობის სამეცნიერო პრემია და ლაურეატის დიპლომი (2013), საქართველოს საპატრიარქოს საპატიო სიგელი ეკონომიკური მეცნიერების განვითარების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის (2014), ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე დიდი დამსახურებისათვის, ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის (2014), საპატიო დიპლომი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობისათვის (2014), რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვ. ვერნადსკის სახელობის ოქროს მედალი ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში წვლილისათვის (2017), იუნესკოს მიერ დაწესებული საპატიო სიგელი ეკონომიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის (2017) და სხვა.[1]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა. - თბილისი, სიახლე, 2017. - 454გვ. - ISBN 978-9941-377-2-9
  • საით მიდის საქართველო? - თბილისი, სიახლე, 2014. - 367გვ. - ISBN 978-9941-9134-4-7
  • XX საუკუნის მსოფლიო ეკონომიკის კონცეპტუალური ანალიზი და საქართველოს ეკონომიკური პორტრეტი. - თბილისი, სიახლე, 2017. - 140გვ. - ISBN 978-9941-91-343-3
  • ზოგადი ეკონომიკური თეორია და მისი სწავლების აღდგენის აუცილებლობა : საკითხის დასმის წესით (ავტორი). - თბილისი, სიახლე, 2013. - 54გვ. - ISBN 978-9941-9134-6-4
  • თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი (ავტორი). - თბილისი, სიახლე, 2012. - 515გვ.. - ISBN 978-9941-9134-0-2
  • საქართველოს ეკონომიკა (თანაავტორი და მთავარი რედაქტორი). - თბილისი, სიახლე, 2012. - 308გვ. - ISBN 978-9941-9134-2-6
  • გლობალიზაცია, ეკონომიკური თეორია და საქართველო. - თბილისი, სიახლე, 2010, - 84გვ. - ISBN 978-99940-875-9-4
  • ეკონომიკისა და ბიზნესის ლექსიკონი. - თბილისი, სიახლე, 2010. - 480გვ. - ISBN 978-99940-875-2-5
  • საქართველოს ეკონომიკა. ახალი ეპოქა. - თბილისი, სიახლე, 2009. - 240გვ. - ISBN 978-99940-875-1-8
  • ეკონომიკური თეორია და ეკონომიქსი : ერთიანობა და განსხვავება (ავტორი). - თბილისი, სიახლე, 2005. - 34გვ.
  • პატარა ქვეყანას დიდი შეცდომების უფლება არ აქვს : საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან "ვარდების რევოლუციამდე": ეკონ. მიმოხილვა (ავტორი) // ნაწ. 1. - თბილისი, სიახლე, 2005. - 567გვ.. - ISBN 99940-815-1-9
  • ეკონომიქსი-Economics : განმარტებითი ლექსიკონი (ავტორი). - თბილისი, სიახლე, 2003. - 300გვ.. - ISBN 99928-936-1-3
  • საქართველოს ეკონომიკა : წარსული, აწმყო, პერსპექტივა (ავტორი). - თბილისი, სიახლე, 2002. - 48გვ.. - ISBN 99928-936-2-1
  • ფული და ფულადი სისტემები (ავტორი). - თბილისი, სიახლე, 1996. - 110გვ. - ISBN 5-511-00642-4
  • მომსახურება და საბაზრო სისტემა (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1993. - 304გვ.
  • მოსახლეობა ციფრებში : მოკლე სტატისტ. კრებული (შემდგენელი). - თბილისი, სიახლე, 1992. - 92გვ.. - ISBN 5-520-01584-8

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]