როზარის ღვთისმშობლის კაპელა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

როზარის ღვთისმშობლის კაპელა (Chapelle du Saint-Marie du Rosaire), ხშირად წოდებული როგორც მატისის კაპელა ან ვენსის კაპელა — მცირე ზომის კაპელა აგებული დომინიკელი მონაზვნებისთვის ფრანგული რივიერის მცირე ქალაქ ვენსში 1949-51 წლებში ანრი მატისის მიერ შემოთავაზებული არქიტექტურული პროექტის მიხედვით. მასში მოთავსებულია რამდენიმე მატისისეული ნამუშევარი და თავად მატისის მიერ მის საუკეთესო ხელოვნების ნიმუშად ითვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ნაგებობის უბრალო თეთრი ფასადი ჩვეულებრივ მნახველზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას არ ახდენს, მრავალი ხელოვნებათმცოდნე მას მე-20 საუკუნის უდიდეს რელიგიურ ნაგებობად თვლის.