როზალინდ ფრანკლინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
როზალინდ ფრანკლინი

როზალინდ ფრანკლინი (ინგლ. Rosalind Franklin) (25 ივლისი 192016 აპრილი 1958) — ინგლისელი ბიოფიზიკოსი და მეცნიერი-რენტგენოგრაფი, შეისწავლიდა დნმ-ის სტრუქტურას.

როზალინდ ფრანკლინი უმეტესწილად ცნობილია დნმ-ის სტრუქტურის რენტგენოგრამების მიღებაზე მუშაობით. მის მიერ გაკეთებული სურათები გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიმკვეთრით. ზოგიერთი ცნობით, ამ რენტგენოგრამებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს დნმ-ის სტრუქტურის შესახებ დასკვნების გაკეთებაზე, რაც მოახერხეს კემბრიჯის უნივერსიტეტის კავენდიშის ლაბორატორიაში მომუშავე ჯეიმს უოტსონმა და ფრენსის კრიკმა. ეს ნამუშევრები მოგვიანებით გამოქვეყნდა ჟურნალში „Nature“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]