როდოპები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
როდოპების მდებარეობა

როდოპები როდოპის მთები – მთები ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ბულგარეთსა და საბერძნეთში. სიგრძე დაახლ. 240 კმ. სიმაღლე 2191 მ-მდე. შედგება ცალკეული მასივებისაგან, რომლებიც აღმოსავლეთით თანდათან დაბლდება. დასავლეთ ნაწილში ძველი მოსწორების ზედაპირებზე აზიდულია კუნძულა მთები. აღმოსავლეთ როდოპებში ჭარბობს დაბალ და საშუალომთიანეთები. როდოპები აგებულია კირქვებით, ქვიშაქვებით, კრისტალური და ვულკანური ქანებით. მდინარეები ჭორომიანია. სამხრეთ კალთების ქვედა ნაწილში ბუჩქნარი და მარადმწვანე მუხის ჭალებია. ჩრდილოეთ კალტებზე – მუხის, წიფლისა და წიწვოვანი ტყეები, 1800-2000 მ-ს ზევით სუბალპური მდელოები და ბუჩქნარებია.

გალერეა[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]