როდენის მუზეუმი (ფილადელფია, აშშ)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
როდენის მუზეუმის შესასვლელი, ფილადელფია

როდენის მუზეუმი (ფილადელფია, აშშ) - გაიხსნა 1929 წლის 29 ნოემბერს. მასში დაცულია ოგიუსტ როდენის განთქმული ნამუშევრები: მოაზროვნე, (1880-1882) განთავსებულია მუზეუმის ეზოში. მუზეუმის შესასველშია ჯოჯოხეთის კარიბჭე. ეს არის 5.5მ სიმაღლის ბრინჯაოს კარი, რომელიც თავდაპირველად შექმნილი იყო დეკორატიული ხელოვნების მუზეუმის შესავლელისათვის, რომელიც უნდა ყოფილიყო პარიზში, მაგრამ იდეა არ განხორციელა. როდენმა 1880 წლიდან თითქმის გარდაცვალებამდე (1917) ამ კარიბჭისათვის 100-ზე მეტი სკულპტურა შექმნა. ერთ-ერთი ასეთი ფიგურა იყო მოაზროვნე, მაგრამ მოგვიანებით იგი დამოუკიდებელ სკულპტურად შეიქმნა. ფილადელფიის მუზეუმში წარმოდგენილი ჯოჯოხეთის კარიბჭე არის ერთ-ერთი იმ სამი კარიბჭიდან, რომელიც ჩამოისხა.

მუზეუმის დარბაზებში წარმოდგენილია როდენის მრავალი ნამუშევარი, მათ შორისაა კოცნა (1886), მარადიული გაზაფხული (1884), კალეს მოქალაქეები (1884).


მუზეუმის ისტორია[რედაქტირება]

მუზეუმი წარმოადგენს თეატრისა და კინოს მაგნატის, ი. მასტმაუმის (1872-1926) საჩუქარს ქალაქ ფილადელფიისათვის. მასტმაუმი 1923 წლიდან აგროვებდა როდენის ნამუშევრებს, იმ მიზნით რომ მუზეუმი შეექმნა და გაემდიდრებინა თანამოქალაქეები. სამი წლის განმავლობაში მან თავი მოუყარა როდენის ნამუშევრების უმდიდრეს კოლექციას , რომელიც მოიცავდა: ბრინჯაოს ქანდაკებებს, თაბაშირის ესკიზებს, ჩანახატებს, გამოცემებს, წერილებს და წიგნებს. 1926 წელს მასტმაუმმა ფრანგ არქიტექტორებს პაულ კრეტსა და ჟაკ გრებერს დაუკვეთა მუზეუმის შენობისა და ბაღის დიზაინი. სამწუხაროდ, ქველმოქმედი კოლექციონერი ვერ მოესწრო თავისი ოცნების ახდენას და მუზეუმის ხილვას . მისი ოცნება სისრულეში მისმა ცოლმა მოიყვანა და 1929 წლის 29 ნოემბერს მუზეუმი გაიხსნა.


იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

  • როდენის მუზეუმის (ფილადელფია) ვებგვერდი: http://www.rodinmuseum.org/