რობინ სოდერლინგი
| რობინ ბო კარლ სოდერლინგი Robin Bo Carl Soderling |
||
|---|---|---|
| მეტსახელები | „სოდერკინგი“ | |
| ქვეყანა | ||
| საცხოვრებელი ადგილი | მონტე კარლო, მონაკო | |
| დაბადების თარიღი | 14 აგვისტო, 1984, (26 წლის) | |
| დაბადების ადგილი | ტიბრო, შვედეთი | |
| სიმაღლე | 1,93 მ | |
| წონა | 87 კგ | |
| პროფესიონალი | 2001 წლიდან | |
| თამაში | მარჯვენა ხელით, (ორივე ხელით ბექჰენდი) | |
| ფულადი პრიზი კარიერაში | $10,320,018 | |
| ერთეულები | ||
| რეკორდები კარიერაში: | 306-170 | |
| ტიტულები კარიერაში: | 9 | |
| უმაღლესი რეიტინგი: | 4 (15 ნოემბერი, 2010) | |
| დიდი სლემის შედეგები | ||
| ავსტრალიის ღია პირველობა | მე-4 რაუნდი (2011) | |
| საფრანგეთის ღია პირველობა | ფინალისტი (2009, 2010) | |
| უიმბლდონი | 1/4 ფინალი (2010) | |
| აშშ-ის ღია პირველობა | 1/4 ფინალი (2009, 2010) | |
| წყვილები | ||
| რეკორდები კარიერაში: | 33–43 | |
| ტიტულები კარიერაში: | 1 | |
| უმაღლესი რეიტინგი: | 109 (9 მაისი, 2009) | |
რობინ ბო კარლ სოდერლინგი (Robin Bo Carl Soderling; დ. 14 აგვისტო, 1984, ტიბრო, შვედეთი) არის შვედი პროფესიონალი ჩოგბურთელი.
სექციების სია |
პირადი ცხოვრება [რედაქტირება]
რობინმა იცის შვედური, ინგლისური და გერმნაული ენები. მისი მამა ბო ადვოკატია, დედა ბრიტ-ინგერი კი დიასახლისი. სოდეს და კი მასწავლებელია. ჩოგბურთის გარდა სოდე თავისუფლა დროს მეგობრებთან ერთად ატარებს, უყურებს სპორტს, თამაშობს გოლფს და ა.შ. სოდე დანიშნულია ჯენი მოსტრომზე. სოდემ 1-ად ჩოგბურთის თამაში 5 წლის ასაკში დაიწყო. მისი 1-ლი ოფიციალური თამაში ლუქსემბურგში შედგა 1998 წელს 14 წლის ასაკში. 2000 წელს სოდემ იუნიორთა ტურნირებში 4 ტიტულის მოპოვება შეძლო,2001 წელს კი 3 ტიტული მოიპოვა. ამავე წელს რობინმა თავისი პირველი თამაში ჩაატარა ATP ტურნირზე სტოკჰოლმში, სადაც რამონ დელგადოს მოუგო 6-3, 6-3.
სპორტული კარიერა [რედაქტირება]
მიღწევა [რედაქტირება]
- საფრანგეთის ღია პირველობის 2-გზის ფინალისტი ერთეულთა თანრიგში (2009, 2010)
- მსოფლიო ტურის 1/2-ფინალისტი (2009)
- ATP ტურნირების 9 ტიტული ერთეულთა თანრიგში და 1 ტიტული წყვილთა თანრიგში.
- გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული შვედეთის ნაკრებთან ერთად დიუსელდორფში (2008)
რობინ სოდელრინგი საუკეთესო შედეგებს აჩვენებს დახურულ კორტებზე, სადაც 9 ტიტულიდან 5 ტიტული დახურულ კორტზე მოიპოვა. 1-ლი მიღწევები სოდეს 2004 წელს მიუვიდა, სადაც ყველასთვის ნაკლებად ცნობილმა 19-წლის რობინმა შეძლო და 5 სეტში დაამარცხა ავსტრალიის ღია პირველობაზე წინა წლის ფინალისტი რაინერ შუტლერი. მართალია მე-2 რაუნდში სოდე დამარცხდა, თუმცა შუტლერთან შთამბეჭდავმა თამაშმა ბევრი ექსპერტი აალაპარაკა ახალ პერსპექტიულ ჩოგბურთელზე, ასევე არ გამოპარვია სოდეს თამაში შვედეთის ნაკრების კაპიტანს მაცე ვილანდერს, რომელმაც რობინი ნაკრებში მიიპატიჟა "დევისი თასზე" ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ, მართალია სოდე ლეიტონ ჰიუიტთან დამარცხდა, მაგრამ სენსაციურად შვედეთმა მაინც დაამარცხა ავსტრალიის ნაკრები. 2007 წელს უიმბლდონის ტურნირზე სოდე მე-3 რაუნდში გავიდა სადაც რაფაელ ნადალს შეხვდა და დიდი ბრძოლაც გაუმართა და 5 სეტამდე გაიწელა კიდეც თამაში, სადაც უფრო ძლიერი ნადალი აღმოჩნდა.
2008-2010 წლამდე სოდეს მაგნუს ნორმანი ავარჯიშებდა.
2011 წელს სოდემ ახალ მწვრთნელთან კლაუდიო პისტოლეზისთან დაიწყო მუშაობა, აბუ დაბის საჩვენებლ ტურნირზე მე-3 ადგილის დაკავება შეძლო. 1-ლი ATP ტურნირი ბრისბანში სოდესთვის წარმატებული აღმოჩნდა, სადაც მან თავის კარიერაში მე-7 ტიტულის მოპოვება შეძლო. ავსტრალიის ღია პირველობაზე სოდე მხოლოდ მე-4 რაუნდს დასჯერდა. ევროპაში დაბრუნებულმა სოდემ როტერდამში 2011 ABN AMRO World Tennis ტურნირზე თავის კარიერაში მე-8 ტიტულის მოპოვება შეძლო, რის მერეც მან განაგრძო წარმატებული სეზონი და მარსელში მან კიდევ ერთი ATP ტიტულის მოპოვებაც შეძლო, მე-9 ტიტული მის კარიერაში.
ერთეულთა თანრიგში [რედაქტირება]
გამარჯვება (10) [რედაქტირება]
| # | თარიღი | ტურნირი | კორტის საფარი | მოწინააღმდეგე ფინალში | ანგარიში |
|---|---|---|---|---|---|
| 1. | 4 ოქტომბერი, 2004 | ლიონი, საფრანგეთი | ხალიჩა | 6:2, 3:6, 6:4 | |
| 2. | 31 იანვარი, 2005 | მილანი, იტალია | ხალიჩა | 6:3, 6:7, 7:6 | |
| 3. | 26 ოქტომბერი, 2008 | ლიონი, საფრანგეთი | ხალიჩა | 6:3, 6:7, 6:1 | |
| 4. | 19 ივლისი, 2009 | ბოშტადი, შვედეთი | თიხნარი | 6:3, 7:6 | |
| 5. | 14 თბერვალი, 2010 | როტერდამი, ჰოლანდია | ჰარდი | 6:4, 2:0 უარი | |
| 6. | 14 ნოემბერი, 2010 | პარიზი, საფრანგეთი | ჰარდი | 6:1, 7:6 | |
| 7. | 9 იანვარი, 2011 | ბრისბანი, ავსტრალია | ჰარდი | 6:3, 7:5 | |
| 8. | 13 თბერვალი, 2011 | როტერდამი, ჰოლანდია | ჰარდი | 6:3, 3:6, 6:3 | |
| 9. | 20 თბერვალი, 2011 | მარსელი, საფრანგეთი | ჰარდი | 6:7, 6:3, 6:3 | |
| 10. | 17 ივლისი, 2011 | ბაშტადი, შვედეთი | თიხნარი | 6:2, 6:2 |
წყვილთა თანრიგში [რედაქტირება]
გამარჯვება (1) [რედაქტირება]
| # | თარიღი | ტურნირი | კორტის საფარი | მეწყვილე | მოწინააღმდეგეები ფინალში | ანგარიში |
|---|---|---|---|---|---|---|
| 1. | 19 ივლისი, 2008 | ბოშტადი, შვედეთი | თიხნარი | 6:2, 6:2 |
ეკიპირება [რედაქტირება]
ტანსაცმელი & ფეხსაცმელი — Lotto. ჩოგანი — Head.
სტატიის