რობერტ სკოტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რობერტ ფოლკონ სკოტი
ინგლ. Robert Falcon Scott

რობერტ ფოლკონ სკოტი
რობერტ ფოლკონ სკოტი 1905 წელს
დაბადების თარიღი 6.6.1868
დაბადების ადგილი პლიმუტი, ინგლისი, ბრიტანეთის იმპერია
მოღვაწეობა პოლარეთის მკვლევარი, დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ოფიცერი
გარდაცვალების თარიღი დაახ. 1912 წლის 29 მარტი (43 წლის)
გარდაცვალების ადგილი როსის შელფური მყინვარი, ანტარქტიდა
ქვეშევრდომობა დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთ. სამეფო
მამა ჯონ ედვარდ სკოტი
დედა ჰანა სკოტი
მეუღლე კეტლინ ბრიუსი
შვილები ვაჟი სერ პიტერ სკოტი
ჯილდოები * სამეფო ვიქტორიანული ორდენის კავალერი
  • საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი
  • პოლარეთის მედალი
  • კალუმის მედალი
  • სამეფო მედალი
  • ინგლისის, აშშ-ის, დანიის, შვედეთის, შოტლანდიისა და ფინეთის გეოგრაფიული საზოგადოებების ოქრო მედლები

რობერტ ფოლკონ სკოტი (ინგლ. Robert Falcon Scott; 6 ივნისი 1868, პლიმუტი — დაახ. 1912 წლის 29 მარტი, ანტარქტიდა) — დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის კაპიტანი, პოლარეთის მკვლევარი, სამხრეთ პოლუსის ერთ-ერთი პირველი აღმომჩენი, რომელმაც უხელმძღვანელა ორ ექსპედიციას ანტარქტიკაში: „დისკავერისა“ (1901-1904) და „ტერა-ნოვას“ (1912-1913). მეორე ექსპედიციისას სკოტმა ლაშქრობის ოთხ წევრთან ერთად 1912 წლის 17 იანვარს მიაღწია სამხრეთ პოლუსს, მაგრამ აღმოაჩინა, რომ მათ რამდენიმე კვირით აჯობა ნორვეგიის ექსპედიციამ, რომელსაც რუალ ამუნდსენი ხელმძღვანელობდა. რობერტ სკოტი და მისი ამხანაგები უკან დაბრუნებისას დაიღუპნენ სიცივის, შიმშილისა და ფიზიკური გამოფიტვის გამო.

„დისკავერის“ ხელმძღვანელად დანიშვნამდე სკოტს საზღვაო ოფიცრის ჩვეულერივი კარიერა ჰქონდა, ვიქტორიანული ინგლისის მშვიდობიანობის დროს, როდესაც სამხედრო სამსახურში წინსვლა ძალიან შეზღუდული იყო და პატივმოყვარე ოფიცრები ეძებდნენ ნებისმიერ გზას, რათა სხვებისგან გამორჩეულიყვნენ. როდესაც ექსპედიციის სათავეში ჩადგა, სკოტმა კარიერის მწვერვალზე ასვლის შანსი მიიღო, თუმცა პოლარული გამოკვლევებისადმი დიდი ენთუზიაზმით არ იყო განწყობილი[1]. ამ ნაბიჯის განხორციელებით მან საკუთარი სახელი სამუდამოდ დაუკავშირა ანტარქტიკას.

სკოტის სიკვდილის შემდეგ იგი ბრიტანეთის ეროვნული გმირი გახდა. ეს სტატუსი 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შენარჩუნდა და მტკიცდებოდა ქვეყნის მასშტაბით აგებული უამრავი მემორიალით. XX საუკუნის უკანასკნელ ათასწლეულებში ტერა-ნოვას ექსპედიციის ისტორია გარკვეულ ხელახალ შეფასებას დაექვემდებარა, მკვლევრების ყურადღება მიიპყრო ექსპედიციის კატასტროფულმა ფინალმა, რომელმაც სკოტისა და მისი ამხანაგების სიცოცხლე შეიწირა. საზოგადოების თვალში შეურყეველი გმირიდან სკოტი გადაიქცა მრავალრიცხოვანი დავების ობიექტად, რომელთა მსვლელობისასაც გაჩნდა კითხვები მისი პირადი თვისებებისა და კომპეტენციის შესახებ. ამავე დროს, თანამედროვე მკვლევრები სკოტის ფიგურას საერთო ჯამში დადებითად აფასებენ, ხაზს უსვამენ მის პირად სიმამაცესა და სიმტკიცეს, აღიარებენ შეცდომებს, მაგრამ ექსპედიციის ფინალს ძირითადად მიაწერენ უიღბლობას, კერძოდ კი, ცუდ ბუნებრივ პირობებს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

წიგნები[რედაქტირება]

  • Ладлэм Г. Капитан Скотт = Captain Scott / Пер. с англ.: В. Голанта. — Ленинград: Гидрометеоиздат, 1989. — 288 с. — ISBN 5-286-00406-7
  • Большая Советская Энциклопедия / Гл. ред.: Прохоров А. М.. — 3-е. — Москва: 1976. — 640 с. — 631 000 ეგზ.
  • Скотт Р. Экспедиция к Южному полюсу. 1910—1912 гг. Прощальные письма / Пер. с англ. В. А. Островского, Под ред. М. Г. Деева. — Москва: Дрофа, 2007. — 559 с. — 5000 ეგზ. — ISBN 978-5-358-0547
  • Хантфорд Р. Покорение южного полюса. Гонка лидеров = Scott and Amundsen. The Last Place on Earth / Ответственный редактор: М.Шалунова. — Москва: МИФ, 2011. — 640 с. — ISBN 978-5-91657-323-7
  • Amundsen R. The South Pole. — London: C. Hurst & Company, 1976. — ISBN 0-903983-47-8
  • Barczewski S. Antarctic Destinies: Scott, Shackleton and the Changing Face of Heroism. — London: Hembledon Continuum, 2007. — ISBN 976-1-84725-192-3
  • Cacho Gómez J. Amundsen-Scott: duelo en la Antártida. — Madrid: Fórcola, 2011. — ISBN 978-8-41517-431-8
  • Crane D. Scott of the Antarctic: A Life of Courage, and Tragedy in the Extreme South. — London: HarperCollins, 2005. — 637 p. — ISBN 978-0-00-715068-7 OCLC 60793758
  • Fiennes R. Captain Scott. — London: Hodder & Stoughton, 2003. — 508 p. — ISBN 0-340-82697-5 OCLC 52695234
  • Huntford R. Shackleton. — London: Hodder & Stoughton, 1985. — ISBN 0-340-25007 OCLC 13108800
  • Huxley L. Scott's Last Expedition Vols I and II Smith. — London: Elder & Co, 1913. — ISBN 1-903464-12-9
  • Huxley L. Scott's Last Expedition Vols I and II Smith. — London: Elder & Co, 1913. — ISBN 1-903464-12-9 OCLC 1522514
  • Jones M. The Last Great Quest: Captain Scott's Antarctic Sacrifice. — Oxford: Oxford University Press, 2003. — 352 p. — ISBN 0-19-280483-9 OCLC 59303598
  • Pound R. Scott of the Antarctic. — London: Cassell & Company, 1966. — 326 p.
  • Preston D. A First Rate Tragedy: Captain Scott's Antarctic Expeditions Constable. — London: Constable, 1999. — 269 p. — ISBN 0-09-479530-4 OCLC 59395617
  • Riffenburgh B. Nimrod: Ernest Shackleton and the Extraordinary Story of the 1907–09 British Antarctic Expedition. — London: Bloomsbury Publishing, 2005. — ISBN 0-7475-7553-4 OCLC 56659120
  • Savours, A. The Voyages of the Discovery: Illustrated History. — London: Chatham Publishing, 2001. — 160 p. — ISBN 1-86176-149-X
  • Solomon S. The Coldest March: Scott's Fatal Antarctic Expedition. — Yale University Press., 2001. — 416 p. — ISBN 0-300-08967-8 OCLC 45661501
  • Spufford F. I May Be Some Time: Ice and the English Imagination. — London: Faber & Faber, 1997. — ISBN 0-571-17951-7 OCLC 41314703
  • Thomson D. Scott's Men. — London: Allen Lane, 1977. — 331 p. — ISBN 0-7139-1034-8

საგაზეთო პუბლიკაციები[რედაქტირება]

დამატებითი ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Crane, 2005, გვ. 84