რობერტ ბოილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბოილი (მრავალმნიშვნელოვანი).
რობერტ ბოილი

რობერტ ბოილი (Robert Boyle) (დ. 25 იანვარი. 1627, ლიზმორი, ირლანდია, — გ. 31 დეკემბერი. 1691, ლონდონი) — ინგლისელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი. 1665 მიიღო ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი ფიზიკაში. ლონდონის სამეფო საზოგადოების თანადამფუძნებელი.

წიგნში „ქიმიკოს-სკეპტიკოსი“ (გამოიცა 1661 ანონიმურად) ბოილი ამტკიცებდა, რომ ქიმია უნდა გამოიყოს დამოუკიდებელ მეცნიერებად. იგი უარყოფდა მოძღვრებას ოთხი სტიქიის (ცეცხლი, ჰაერი, წყალი და მიწა) შესახებ. ილაშქრებდა პარაცელსის 3 საწყისის (გოგირდი, ვერცხლისწყალი, მარილი) წინააღმდეგ, რომლებისგანაც თითქმის ყველა ბუნებრივი სხეული შედგებოდა. ბოილი ელემენტებად თვლიდა მარტივ სხეულებს, რომელთა მიღება სხვა სხეულიდან შეუძლებელი იყო. ბოილი ექსპერიმენტულ კვლევაში ფართოდ იყენებდა თვისებრივ და რაოდენობრივ მეთოდებს. დამოუკიდებლად მიიღო ფოსფორი და აღწერა მისი თვისებები. მან ჩამოაყალიბა ქიმიური ელემენტების პირველი მეცნიერული განმარტება, შემოიტანა ქიმიაში ექსპერიმენტული მეთოდი. საფუძველი ჩაუყარა ქიმიური ანალიზის სველ მეთოდს.

ბოილს უკუთვნის ფუნდამენტური შრომები ფიზიკაში. 1662 რ. ტოუნლეისთან ერთად დაადგინა აირის ერთი და იმავე მასისათვის მოცულობის დამოკიდებულება წნევისაგან უცვლელი ტემპერატურის პირობებში.

ლიტერატურა[რედაქტირება]