რობერტ ადამი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რობერტ ადამი.

რობერტ ადამი (ინგლ. Robert Adam; დ. 3 ივლისი, 1728, კერკოლდი - 3 მარტი, 1792, ლონდონი) — ნეოკლასიცისტი შოტლანდიელი არქიტექტორი, ინტერიერისა და ავეჯის დიზაინერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ადამი დაიბადა კერკოლდში, ფაიფი, შოტლანდია, და მეორე ვაჟი იყო უილიამ ადამის ოჯახში. მამამისი ქვისმთლელი და არქიტექტორი იყო, რომელიც შოტლანდიაში იმ დროის საგარეუბნო სახლების წამყვანი დიზაინერი იყო. მისი უფროსი და უმცროსი ძმებიც არქიტექტორები იყვნენ, თუმცა რობერტმა ყველა დაჩრდილა.

მრავალი ხელოვნებათმცოდნე მას მე-18 საუკუნის უდიდეს არქიტექტორად მოიხსენიებს, რომელმაც ითავა ნეოკლასიკური სტილის აღორძინება ინგლისსა და შოტლანდიაში 1760 წლიდან მის გარდაცვალებამდე. სერ უილიამ ჩემბერსი იმ პერიოდის წამყვანი ბრიტანელი ოფიციალური არქიტექტორი იყო, თუმცა ადამს მრავალი მნიშვნელოვანი შეკვეთა ჰქონდა კერძო კლიენტებისგან და შესაბამისად, უფრო ხანგრძლივი სტილისტური გავლენა იქონია, რომელსაც ადამის სტილი შეარქვეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]