რიჰო ტერასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიჰო ტერასი
რიჰო ტერასი
რიჰო ტერასი (მარცხნივ)
ესტონეთის შეიარაღებული ძალების მეთაური
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა5 დეკემბერი, 2011
წინამორბედიანტს ლაანეოტსი

დაბადებული17 აპრილი, 1967
კოჰტლა-იარვე, ესტონეთის სსრ-ის დროშა ესტონეთის სსრ
მოქალაქეობაესტონეთი
ეროვნებაესტონელი

რიჰო ტერასი (ესტ. Riho Terras; დ. 17 აპრილი 1967, კოჰტლა-იარვე, ესტონეთის სსრ) — ესტონელი ბრიგადის გენერალი; 2011 წლის 5 დეკემბრიდან — ესტონეთის შეიარაღებული ძალების მეთაური.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიჰო ტერასი დაიბადა 1967 წლის, 17 აპრილს, ქალაქ კოჰტლა-იარვეში, ესტონეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში.

სამხედრო სამსახური გაიარა სსრკ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტში, ბალტიის ზღვაში.

1988 წლიდან 1993 წლამდე სწავლობდა ტარტუს უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე.

1991 წელს მსახურობდა ესტონეთის შეიარაღებულ ძალებში, სადაც გაიარა უმცროსი ოფიცრის კურსები და 1992 წლის მარტიდან ნოემბრამდე მეთაურობდა კალევსკის ბატალიონის, ცალკეულ ქვეით ასეულს. (ნოემბრიდან — ბატალიონის შტაბის უფროსი).

1998 წელს დაამთავრა მიუნხენის ბუნდესვერის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი და მიიღო მაგისტრის წოდება.

2000 წლის იანვრიდან 2001 წლის იანვრამდე მეთაურობდა კაიტსელიიტის მილიციის მთავარ შტაბს. ამის შემდეგ, 2004 წლამდე იყო ესტონეთის სამხედრო ატაშე გერმანიასა და პოლონეთში.

2005 წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა ესტონეთის თავდაცვის ძალების მთავარ შტაბში, სამხედრო ანალიზის და დაგეგმის დეპარტამენტში, 2006 წლიდან კი ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელიც გახდა.

2007 წელს შეცვალა სასწავლო მისიის ხელმძღვანელი ერაყში. 2008 წლის დეკემბრიდან 2010 წლამდე იყო თავდაცვის სამინისტროს კანცლერი, 2011 წლის 1 მარტიდან გახდა - ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაური.[1]

1993 წლიდან 2005 წლამდე გაიარა რამდენიმე სწავლება სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო აკადემიებში, ასეულის და ბატალიონის სამეთაურო კურსებზე. დაასრულა სამხედრო პოლიტიკის კურსი ჟენევაში, აგრეთვე გაიარა შტაბის უფროსი ოფიცრის კურსები ბალტიის სამხედრო კოლეჯში, სწავლობდა ბრიტანეთის თავდაცვით-კვლევით სამეფო კოლეჯში.

ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის 5 დეკემბერს გახდა ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაური.[2] 2012 წლის მარტში, თავისი ახალ თანამდებობის რანგში ტერასმა მოუწოდა ფინეთს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრებისკენ.[3]


რიჰო ტერასი ფლობს ესტონურ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერასი დაქორწინებულია და ჰყავს ორი ვაჟი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]