რიჩი ბლექმორი
| რიჩი ბლექმორი | ||
|---|---|---|
| ბიოგრაფია | ||
| ნამდვილი სახელი | რიჩარდ ჰიუ ბლექმორი | |
| დაიბადა | 14 აპრილი, 1945 უესტონ-სიუპერ-მერი, ინგლისი |
|
| ჟანრ(ებ)ი | მძიმე როკი, ჰევი მეტალი, პროგრესული როკი, ბლუზ როკი, ფოლკ როკი, ნეო-შუასაუკუნოვანი მუსიკა | |
| საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების ავტორი | |
| ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა, ბას გიტარა, მანდოლინა, მანდოლა, ბუზუკი, ბორბლიანი ვიოლინო, ჩელო, დასარტყამი ინსტრუმენტები, პერკუსია | |
| აქტიური | 1961–დღემდე | |
| ლეიბლ(ებ)ი | Tetragrammaton, Warner Bros., Polydor, BMG, SPV, Spinefarm | |
| ასოციაციები | The Outlaws, Deep Purple, რეინბოუ, Blackmore's Night | |
| მეუღლე | კენდის ნაიტ | |
| საიტი | blackmoresnight.com | |
| აღსანიშნავი ინსტრუმენტები | ||
| რიჩი ბლექმორის სტრატოკასტერი Gibson ES-335 |
||
რიჩი ბლექმორი, რიჩარდ ჰიუ ბლექმორი (ინგლ. Ritchie Blackmore) — ინგლისელი როკ გიტარისტი, ცნობილი Deep Purple-ში და მოგვიანებით, საკუთარ ჯგუფ Rainbow-ში მოღვაწეობით. ის ერთ-ერთი პირველ გიტარისტთაგანია რომელმაც ერთმანეთში შერწყა კლასიკური მუსიკის ელემენტები და როკი. მოგვიანებით 1990-იან წლებში მან მიატოვა მძიმე როკი, რათა კონცენტრირება მოეხდინა ტრადიციულ ფოლკ როკის პროექტ Blackmore's Night-ზე, სადაც თავისი ცოლი კენდის ნაიტი ჰყავდა ვოკალისტად.
ახალგაზრდობა [რედაქტირება]
ბლექმორი დაიბადა ინგლისში, უესტონ სუპერ მაიერში (ინგლ. Weston-super-Mare), მაგრამ ორი წლის ასაკში გადავიდა ჰესტონში (ინგლ. Heston). 11 წლის იყო, როდესაც მამამ უყიდა გიტარა იმ პირობით, რომ დაკვრას კარგად ისწავლიდა. გიტარა ღირდა შვიდი გუინეასი, რაც დიდ თანხას წარმოადგენდა იმ დროისთვის. დაკვრას ბლექმორი ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა.
სკოლაში სწავლისას მას კარგად გამოსდიოდა სპორტი. ბლექმორმა 15 წლის ასაკში სკოლა მიატოვა და მუშაობა დაიწყო რადიოების შემკეთებლად ჰითროუს აეროპორტთან. მას გიტარაზე დაკვრას ასწავლიდა ბიგ ჯიმ სულივანი. ასევე მასზე გავლენა იქონიეს ადრეულ როკერებმა, როგორებიც იყვნენ ჰანკ მარვინი, დუანე ედი, ბუდი ჰოლი და ინგლისელი გიტარისტი ტომი სტილი.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Blackmore's Night-ის ოფიციალური ვებ-გვერდი
- რიჩი ბლექმორი საიტზე Allmusic
- რიჩი ბლექმორი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
|
||||||||||||||||||||||||||