რიჩარდ ჩორლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რიჩარდ ჩორლი

რიჩარდ ჩორლი
რიჩარდ ჩორლი
დაბადების თარიღი 4 სექტემბერი 1927
დაბადების ადგილი მაინჰედი, სომერსეტი, ინგლისი
გარდაცვალების თარიღი 12 მაისი 2002
გარდაცვალების ადგილი კემბრიჯი, ინგლისი
სამეცნიერო სფერო გეოგრაფია

რიჩარდ ჯონ ჩორლი (ინგლ. Richard Chorley; დ. 4 სექტემბერი, 1927 — გ. 12 მაისი, 2002) — ინგლისელი გეოგრაფი და გეომორფოლოგი. გეოგრაფიაში სისტემების ზოგადი თეორიის დანერგვის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. ცნობილია თავისი შრომებით რაოდენობრივ გეოგრაფიაში; დაიბადა სომერსეტის საგრაფოს ქალაქ მაინჰედში. 1951 წელს დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი. სწავლა გააგრძელა კოლუმბიის უნივერსიტეტში, რომლის დამთავრების შემდეგ იქვე დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა. 1957 წელს ოჯახური მიზეზების გამო სამშობლოში მოუწია დაბრუნება. სულ მალე ხდება კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორის ასისტენტი. 1974 წლიდან ამავე უნივერსიტეტის პროფესორია. 1984-1989 წლებში იყო გეოგრაფიული ფაკულტეტის დეკანი. ფიზიკურ გეოგრაფიაში და გეომორფოლოგიაში შემოიღო რაოდენობრივი მეთოდები და სისტემური ანალიზი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]