რიჩარდ ანუსკევიჩი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავტოპორტრეტი, 1954. ანუსკევიჩის ერთ-ერთი უკანასკნელი რეპრეზენტაციული ნამუშევარი.

რიჩარდ ანუსკევიჩი (Richard Anuszkiewicz; დ. 23 მაისი, 1930, ერი, პენსილვანია) — ამერიკელი მხატვარი, ხელოვანი, ოპ-არტის მიმდინარეობის ერთ-ერთი დამფუძნებელი და წამყვანი მიმდევარი გვიანდელი 1960-იან და ადრეულ 1970-იან წლებში. ვიქტორ ვაზარელი საფრანგეთში და ბრიჯიტ რაილი ინგლისში მისი მთავარი საერთაშორისო თანამოაზრეები იყვნენ. ჟურნალმა „ლაიფ“ მას „The New Wizard of Op“ (ოპის ახალი ჯადოქარი) უწოდა.