რიჩარდ ნორლანდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიჩარდ ნორლანდი

რიჩარდ ნორლანდი
მშობლიური სახელი Richard Norland

რიჩარდ ბოის ნორლანდი (ინგლ. Richard Norland; დ. 1955) — ამერიკელი დიპლომატი, რომელიც ბარაკ ობამამ წარადგინა ელჩად საქართველოში, ხოლო სენატმა დაამტკიცა ამ პოსტზე 2012 წლის 29 მარტს.[1] რიჩარდ ნორლანდი ამ დრომდე ვაშინგტონის ეროვნულ სამხედრო კოლეჯში საერთაშორისო ურთიერთობებში მრჩეველი და ხელმძღვანელის მოადგილე იყო. იგი ასევე იყო აშშ-ის ელჩი უზბეკეთში, 2007-2010 წლებში. ნორლანდმა აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში ჯონ ბასი შეცვალა (2009-2012).[2] საუბრობს რუსულ, ფრანგულ და ნორვეგიულ ენებზე. ჰყავს მეუღლე მერი ჰარტნეტი და ორი შვილი.[3] ამჟამად არის აშშ-ს ელჩი ლიბიაში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. U.S. Senate Confirms 16 New Ambassadors. Radio Free Europe/Radio Liberty. March 30, 2012.
  2. „Ambassador Biography“. Embassy of the United States of America in Tblisi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-16. ციტირების თარიღი: 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  3. Biography of Richard Norland at National War College web site დაარქივებული 2012-05-15 საიტზე Wayback Machine. .
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: