რიო-გალიეგოსი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
რიო-გალიეგოსი
Río Gallegos
|
რიო-გალიეგოსი (ესპ. Río Gallegos) — ქალაქი არგენტინის პატაგონიაში, სანტა-კრუსის პროვინციის დედაქალაქი. 2001 წელს მისი მოსახლეობა შეადგენდა 79,000 ადამიანს. მდებარეობს მდინარე გალიეგოსის ოკეანესთან შესართავთან, ბუენოს-აირესიდან 2,636 კმ-ით სამხრეთით.
1982 წელს, ფოლკლენდის ომის მიმდინარეობისას, რიო-გალიეგოსის აეროპორტი არგენტინის საჰაერო ძალების მთავარ ბაზას წარმოადგენდა.
არგენტინის ყოფილი პრეზიდენტი ნესტორ კირხნერი ( 2003-2007) 1987-1991 წლებში რიო-გალიეგოსის მერი იყო.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი
- Video Footage of the City - YouTube
- Video Footage of the City 2 - YouTube
|
||||||||||
სტატიის