რიონის ჰიდროელექტროსადგური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რიონის ჰიდროელექტროსადგური, რიონჰესისაქართველოს ჰიდროელექტროსადგური მდინარე რიონზე. მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა 1927-1928 წლებში. საპროექტო სიმძლავრე — 48000 კვტ, წლიური გამომუშავება 250 მლნ. კვტ·სთ. პირველი ორი აგრეგატი ექსპლუატაციაში შევიდა 1933 წელს, ხოლო III და IV აგრეგატი — 1934 წელს. ამავე წლის 30 ივლისს რიონის ჰიდროელექტროსადგური გადაეცა საექსპლუატაციოდ. 1934 წლიდანვე განხორციელდა რიონჰესისა და ზაჰესის პარალელური მუშაობა და შეიქმნა საქენერგოს სისტემა. 1951 წლიდან რიონის ჰიდროელექტროსადგურის მართვის სისტემა ავტომატურია. 1935-1983 წლებში რიონის ჰიდროელექტროსადგურმა გამოიმუშვა 13,3 მლრდ. კვტ·სთ ელექტროენერგია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]