რიკარდა ჰუხი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რიკარდა ჰუხი

რიკარდა ჰუხი (გერმ. Ricarda Huch; დ. 18 ივლისი, 1864, ბრაუნშვაიგი — გ. 17 ნოემბერი, 1947, შენბერგი) — გერმანელი მწერალი ქალი. ფილოს. დოქტორი (1892). 1926-იდან პრუსიის ხელოვნებათა აკადემიის წევრი. აკადემიიდან გამოვიდა ფაშისტური დიქტატურის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. ფაშისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ „კულტურ-ბუნდის“ საპატიო თავმჯდომარე, გერმ. მწერალთა I საერთო გერმ. კონგრესის საპატიო თავმჯდომარე (1947). თავდაპირველად წერდა ნეორომანტიკულ რომანებს, ლირიკულ ლექსებსა და ნოველებს. აღსანიშნავია მისი რომანები „ფონ ლუდოლფ ურსლოი უმცროსის მოგონებანი“ (1893), „ტრიუმფი ქუჩა-ბანდიდან“ (1902), „დიდი ომი გერმანიაში“(3 ტ. 1912-14, გადამუშავებული სათაურით „ოცდაათწლიანი ომი“, 1929); შემდეგ ჰუხის შემოქმედებაში გაჩნდა ფილოსოფიური და რელიგიური თემატიკა („ლუთერის რწმენა“, 1916, „საღვთო წერილის აზრი“, 1919, „გაუპიროვნება“, 1921). უაღრესად საინტერესოა ჰუხის რომანტიზმის აღქმა-რეცეფცია („რომანტიზმი“, ტ. 1-2,1908). ი. ვ. გოეთეს (1931), ვ. რააბეს(1944) პრემიების ლაურეატი.

ლიტერატურა[რედაქტირება]